21 დეკემბერი, 2014
როგორ მიულოცა ნათია ფანჯიკიძემ მეუღლეს დაბადების დღე: „მძინარე მზეთუნახავის ამბავი ხომ არ მოგიკითხავთ“...
ასეთია, სხვანაირად არ შეუძლია
რატომღაც ისე მოხდა, რომ 21 დეკემბერს საქართველოში ძალაუფლებისმოყვარე და ძლიერი ადამიანები იბადებიან. ამ დღეს დაბადებულთა ჩამონათვალი შთამბეჭდავია და მათ საქართველოს უახლეს ისტორიაში დიდი როლი შეასრულეს.

სიის სათავეშია იოსებ ბესალიორის ძე ჯუღაშვილი, რომელსაც ერთ დროს ყველა სიყვარულით კობას და მოგვიანებით სტალინს ეძახდა. თუმცა, მოგვიანებით ყველა დარწმნდა, რომ საქართველოსთვის მას ბევრი შესაძლებლობის მიუხედავად თითქმის არაფერი გაუკეთებია.

ამ სიის მეორე ადგილს მიხეილ სააკაშვილი იკავებს, რომლის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია და სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე წელი საქართველოში
ჩამოსვლას თავისი სურვილით ვერ მოახერხებს.

დღეს იუბილარია საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც.

ირაკლი ალასანია, რომელიც სამინსტროდან ტაშით გააცილეს, სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს. მათ შორისაა მეუღლე ნათია ფანჯიკიძე, რომელმაც მეუღლესთან ერთად გვირაბში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

Rating


„ყველა თავშენახული ესკალატორით მილივლივებს ამ ლამაზ გვირაბში, ამან თავის ფეხით უნდა გაიაროს.
ასეთია, სხვანაირად არ შეუძლია.
ჩემი პრინცის დაბადების დღეა.

პ.ს. მძინარე მზეთუნახავის ამბავი ხომ არ მოგიკითხავთ, პრინცმა რომ კოცნით გააღვიძა, მას მერე მოვლენები როგორ განვითარდა, როგორ გრძნობს თავს ნეტავ? ისე გული შემტკივა, ვინ იცის, ჩემსავით, მეყოფა, დავიღალე, დამაძინე ცოტა ხანსო, იხვეწება?“, წერს ნათია „ფეისბუქის“გვერდზე.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS