01 ივლისი, 2013
ნინი ბადურაშვილის რამდენიმეთვიანი ქორწინება სკანდალით დასრულდა!..
ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს.  ხმები იმის შესახებ, რომ ნინი ბადურაშვილი მეუღლეს დაშორდა, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. მაშინ თავად ნინიც, დედამისი ეკა კახიანი და ოჯახის ყველა წევრი კატეგორიულად უარყოფდნენ ხმებს მომღერლის ოჯახის დანგრევის შესახებ, თუმცა ჟურნალისტებამდე მაინც მოდიოდა ჭორები და ნახევრად დადასტურებული ამბები ნინისა და მოსკოვში მცხოვრები ირაკლი კუტალაძის ურთიერთობების დასრულების შესახებ.

თუმცა, ვინაიდან დადასტურებულად ამის თქმა არ
შეიძლებოდა, თანაც, ნინი ფეხმძიმედ არის და მის მდგომარეობასაც გარკვეულწილად ყველა უწევდა ანგარიშს, ამის შესახებ პრესაში არ დაწერილა, თუმცა ჭორების გავრცელებას, გაგიკვირდებათ და, წერტილი ნინი ბადურაშვილის მეუღლემ თავად დაუსვა, როდესაც 1 ივლისის ჟურნალ ''თბილისელებში'' ცოლის შესახებ იმდენად სკანდალური განცხადებები გააკეთა, როგორიც ალბათ, არასდროს მოგისმენიათ.

ირაკლი კუტალაძე ამბობს, რომ ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, ''კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს. მე ამის მყარი არგუმენტები მაქვს. ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იყო დასახული გეგმა...
ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - აცხადებს კუტალაძე ჟურნალთან საუბრისას და დასძენს, რომ მისთვის სრულიად ნათელია, ნინისთვის პირველ პლანზეა სიმღერა და კარიერა, გადაცემა და საკუთარი თავის პიარი და ბოლოს, შვილი.

ქართულ შოუბიზნესში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი სახის მეუღლე, თანაც მამაკაცი, ასეთი სკანდალური ბრალდებებით გამოდის. ირაკლი კუტალაძე აცხადებს, რომ ვერ ხედავს ვერც ერთ მიზეზს იმისთვის, რომ ნინის არ გაშორდეს. ვინაიდან ნინის მეუღლე საკმაოდ პრინციპულად არის განწყობილი და როგორც ჩანს, არაფრის დათმობას არ აპირებს, სავარაუდოდ, საქმე ხმაურიან სასამართლო გარჩევამდეც მივა.

შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილის გრანდიოზული ქორწილი ''შერატონში'' 2012 წლის 25 ოქტომბერს შედგა, შემდეგ კი ის საცხოვრებლად მეუღლესთან, მოსკოვში გადავიდა. როგორც გავრცელებული ხმების მიხედვით ირკვევა, ნინიმ იქაურ ცხოვრებას ალღო ვერ აუღო და თბილისი სულ ენატრებოდა, თანაც, სულაც არ დახვდა ისეთი სიტუაცია, როგორც თავიდან ეგონა, ამიტომ მალევე გადაწყვიტა ქმართან გაშორება და საქართველოში დაბრუნება.

იმასაც ამბობენ, რომ ''რუსთავი 2''-ს ეკა კახიანმა სთხოვა და ფეხმძიმე ნინი ''საქართველოს ვარსკვლავის'' ჟიურიში დასვეს, რომ მას, ასე ვთქვათ, გული გადაეყოლებინა რაღაცისთვის. ყველას უკვირდა, როგორ შეიძლებოდა, ახლადგათხოვილ გოგონას, რომელიც ფეხმძიმედ არის, მეუღლესთან ამდენი ხნით განშორება გადაეწყვიტა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნინიმ გათხოვება ძალიან მალე გადაწყვიტა. როდესაც წყვილთან ჩაწერილი ინტერვიუ ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს'' ეთერში გავიდა, ბევრი ამბობდა, რომ ნინი და ირაკლი ისე უხერხულად გრძნობდნენ თავს ერთმანეთის წინაშე, რომ მათი ურთიერთობა სასიყვარულოს ნამდვილად არ ჰგავდა, თუმცა შესაძლოა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ნინი ზოგადად არ გამოირჩევა ემოციურობით და საკუთარი გრძნობების საჯარო დემონსტრირებით და როგორც ირაკლი კუტალაძე ამბობს, პრესასთან ურთიერთობა არც მას ჰყვარებია.
Rating
ასეა თუ ისე, ეს ქორწინება თავიდანვე ბევრ კითხვას ბადებდა თუნდაც იმის გამო, რომ ბევრი ნინის არჩევანს უწუნებდა, თუმცა პირადი არჩევანი, რასაკვირველია, ორი ადამიანის გასაკეთებელია და მთავარი მხოლოდ ამ ორის გადაწყვეტილებაა. დღეს კი ნინი ბადურაშვილის ქმარი ამბობს, რომ მისთვის ნათელია, ნინის გრძნობა მის მიმართ არ ჰქონია...
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები მოხერხებულად მალავდნენ ნინისა და ირაკლის დაშორების ამბავს, გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ ამას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა ჟურნალში ინტერვიუს შესახებ ნინის ბებიამ, ქალბატონმა ლალი ბადურაშვილმა ჩვენგან გაიგო და შესაბამისი კომენტარიც გააკეთა.

- თუ გაეცანით თქვენი შვილიშვილის მეუღლის, ირაკლი კუტალაძის სკანდალურ განცხადებებს?
ლალი ბადურაშვილი:
- ირაკლი სხვა გამოცემებშიც დარბოდა და უარი უთხრეს ინტერვიუს გამოქვეყნებაზე. ''თბილისელებს'' კი გამოუქვეყნებია.
- ირაკლი ამბობს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს არ სჭირდებიო. აცხადებს, რომ ნინი იმისთვის გათხოვდა მასზე, რომ კანონიერი ქორწინებით შვილი გაეჩინა.
- არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი, მაგრამ კანონიერად გათხოვება რა არის?!. ნინის გათხოვება გაუჭირდებოდა?.. რადგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, ეტყობა, მოეწონა. იქნებ, ირაკლიმ თავის თავში მოძებნოს იმის მიზეზები, რატომ ვერ შეძლო ნინიმ მოსკოვში დარჩენა? მეორეც - ძალიან არამამაკაცური საქციელია, როდესაც კაცი პრესით იძლევი ინტერვიუებს პირად ცხოვრებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს კაცური საქციელია?!. ნინის ხომ არაფერი უთქვამს არც პრესაში და არც არსად. კაცი კი დადის და ლაპარაკობს.
- ირაკლი აცხადებს, რომ ნინიმ ეს ქორწინება საკუთარი პიარისთვის გამოიყენა და მშობიარობასაც ამისთვის გამოიყენებს.
- პიარი რა შუაშია?!. ფსიქოლოგიური გადახრა აქვს? ახალგაზრდა გოგონა ხართ და თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ნორმაა ასეთი შეფასებები?
- თქვენთვის, რასაკვირველია, ცნობილი იყო, წყვილს შორის ურთიერთობები რომ გაფუჭდა.
- რა თქმა უნდა. ცნობილი იყო ის პრობლემები, რომ ნინის მოსკოვში ძალიან გაუჭირდა ცხოვრება, რადგან ირაკლი 24 საათის განმავლობაში თავისი საქმიანობით იყო დაკავებული და ნინისთვის ელემენტარულ დროს ვერ პოულობდა, ამიტომაც ნინიმ თბილისში გადაწყვიტა მშობიარობა. ნინის მარტო უწევდა ყოფნა. ამბობდა, ირაკლიმ გადახედოს თავისი ცხოვრების წესსო. ხანდახან მაინც რომ მისულიყო სახლში. უცხო ქალაქში სრულიად მარტო იყო. ეს არის, რაც ნინის ჩემთვის უთქვამს. მას ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა, რადგან ძალიან გულდაწყვეტილი იყო.
- ნინი უპასუხებს ირაკლის საჯაროდ?
- არა მგონია, რაიმე კომენტარი გააკეთოს. ამას ნინის ხასიათიდან გამომდინარე ვამბობ. ის ძალიან თავშეკავებული ადამიანია. თავის პრობლემებზე ჩვენთანაც მინიმალურად ლაპარაკობდა. ნინის გული სწყდებოდა მხოლოდ იმაზე, რომ მოიხიბლა ამ ბიჭით, წავიდა უცხო ქალაქში, დათმო თავისი მშობლიური გარემო, დედ-მამა, ბებიები და ირაკლიმ მისთვის ვერ მოიცალა. თანაც, ეს ხომ არ იყო ათი წლის ქორწინება? ორი თვის ქორწინებაზე გვაქვს საუბარი. ნინიმ წესიერად ქალაქი არც იცოდა და კვირაში ერთი საღამოც კი ვერ გამონახო ახლადმოყვანილი ცოლისთვის, რამდენად მოსაწონია? ამის მიუხედავად ნინი ჩუმად იყო და ირაკლის სირბილი პრესაში და განცხადებები რამდენად მამაკაცური საქციელია, ეს თქვენ თავად განსაჯეთ.
- აშკარაა, თქვენამდე მოდიოდა ინფორმაცია, რომ ირაკლის თავისი პოზიციის საჯაროდ გაცხადება უნდოდა.
- რა თქმა უნდა, ვიცოდით, მაგრამ ზოგმა მედიასაშუალებამ ნინის მდგომარეობას ანგარიში გაუწია, ფეხმძიმე გოგოა.
- როდის მშობიარობს?
- ორ კვირაში უკვე უწევს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგი'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 338 /
ქეთი საბანაზე
ცჰორიკანა კაცი რაც არუნდა მოხდეს არუნდა გააგოს პირი პრესასტან;;;;და ტუ მეუღლე უყვარს ან უყვარდა მასზე არუნდა ეჭორავა.არაკაცური საქციელია.ნინი თუ სჰვილის გულიზე გათხოვდა ...მან -ირაკლიმ რისტვის მოიყვანა ცოლად?უყვარდა კი?თავად ირაკლის?ნინის ბებიას ვეთანხმები.მეტი ყურადგება ჭირდება გათხოვილ ქალს თანაც შორს მშობლიური ქალაქიდან წასულს
12:32 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ჰმმმ
ჰმმმ... ელემენტარულად თუ თარიღებს მივუყვებით, თუ ნინიმ ბავშვი უნდა ახლა გააჩინოს (9თვე ავიღოთ) გავიხსენოთ როდის გათხოვდა (2012წლის ოქტომბერი) გადავთვალოთ 9 თვე უკან, გამოდის რო ნინი გათხოვებისას უკვე ორსულად ყოფილა :-? აქედან ლოგიკური აზრი, შვილის გაჩენა მართლა კანონიერად უნდოდა რომ ოჯახისთვის და საკუთარი თავისთვის სახელი არ გაეფუჭებინა
11:58 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
1414
როგორც უნდა ისე მოიქცევა ნინი, როგორც საჭიროდ ჩათვლის, იპოვის მომავალში ისეთს ვის გვერდით ისევ ბედნიერი იქნება, არ ვიზიარებ მაგის ქმრის პოზიაციას, ყოფილიყი გამგები მეუღლე და არ დაკარგავდა ასეთ ანგელოზივით ცოლს, გარფთხილება არაფრის სცოდნია მაგ ადამიანს
11:33 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ნინის უნდოდა რუსულ ესტრადაზე გაეტქვა სახელი მაგრამ ქმარმაა რა შოუ ბიზნესი ოჯახს მიხედეო და არ მოეწონა ჩვენ ნინის და წამობუნძულდა უკან აი ესააა სიმართლე
11:25 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსიკო
მენანებოდა საქართველო,ნინისთანა მშვენიერმა ასულმა რომ დატოვა...მის მეუღლეს ფული რომ ჩაედო,ნინი რუსული შოუ–ბიზნესის ვარსკვლავი გახდებოდა და დაგვეკარგებოდა...ბედნიერ დედობას ვუსურვებ...ქალ ბედნიერებასაც იპოვის,უსაყვარლესი გოგონაა...
09:46 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
ეგ იმისი ბრალია შენი თავის ფასი რომ არ იცოდი საკვარელოოოოოოოოოოოოოოოოო
09:41 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკ
მე ვეთანხმები ირაკლის გადაწყვეტილებას,და მჯერა რასაც იდახის,სასაცილო იკო საერთოდ ეს გათხოვება და თვალებში ნაცრის შეყრა;)
09:32 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
იას
ია ნინის გარშემო ჭორი ვისაც გაუხარდა დაისჯებაო.ჭორში რას გულისხმობ?ნინი და ირაკლი რომ გაცილდენენ ეს ჭორია?ირაკლის და ნინის ბებიის ინტერვიუები ჭორია?დააკონკრეტე რა ჭორია ნინის გარშემო?
09:04 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ირაკლი უსმიპატიურესი და ახოვანი ვაჟკაცია.არ გრცხვენიათ მასზე ასე რომ წერთ.თქვენი ძმების ან ვაჟების ცოლებმა რომ მიატოვონ ქმრები 2 თვეში მაშინ რას დაწერდით.ნინი ვერ გათხოვდა მანამდე იმიტომ რომ ეკა გვარიშვილობას და ქონებას ეძებდა,ბოლოს იპოვა ცნობილი და ფულიანიც და ამიტომ შედგა ეს ქორწილი.ირაკლი მოტყუებულია.ნინი მიჩვეულია დედისა და ბებიების კალთას და ის ოჯახს დამოუკიდებლად ვერ მიხედავდა.თანაც უცხო ქვეყანაში,მან ეს ვერ გაითვალისწინა რომ როცა თხოვდები,იქ თავად მარტოდ მოუწევდა პასუხისმგებლობა.ირაკლის ნუ ლანძღავთ.
09:01 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნინი არავის მიაქციო ყურადღება, მაგარი გოგო ხარ ყველანაირად! კატო ხარ თუ ვი ღაცა არ გცხვენია?! გოგო არა ხარ! ნინი ბედნიერ მშობიარობას გისურვებ!
08:44 / 02-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS