01 ივლისი, 2013
ნინი ბადურაშვილის რამდენიმეთვიანი ქორწინება სკანდალით დასრულდა!..
ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს.  ხმები იმის შესახებ, რომ ნინი ბადურაშვილი მეუღლეს დაშორდა, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. მაშინ თავად ნინიც, დედამისი ეკა კახიანი და ოჯახის ყველა წევრი კატეგორიულად უარყოფდნენ ხმებს მომღერლის ოჯახის დანგრევის შესახებ, თუმცა ჟურნალისტებამდე მაინც მოდიოდა ჭორები და ნახევრად დადასტურებული ამბები ნინისა და მოსკოვში მცხოვრები ირაკლი კუტალაძის ურთიერთობების დასრულების შესახებ.

თუმცა, ვინაიდან დადასტურებულად ამის თქმა არ
შეიძლებოდა, თანაც, ნინი ფეხმძიმედ არის და მის მდგომარეობასაც გარკვეულწილად ყველა უწევდა ანგარიშს, ამის შესახებ პრესაში არ დაწერილა, თუმცა ჭორების გავრცელებას, გაგიკვირდებათ და, წერტილი ნინი ბადურაშვილის მეუღლემ თავად დაუსვა, როდესაც 1 ივლისის ჟურნალ ''თბილისელებში'' ცოლის შესახებ იმდენად სკანდალური განცხადებები გააკეთა, როგორიც ალბათ, არასდროს მოგისმენიათ.

ირაკლი კუტალაძე ამბობს, რომ ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, ''კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა. მე ჰაერზე არასდროს ვლაპარაკობ, უბრალოდ, არ მინდა ამ დეტალებზე ლაპარაკი, რაც ამის თქმის საფუძველს მაძლევს. მე ამის მყარი არგუმენტები მაქვს. ვამბობ, რომ ეს ყველაფერი იყო დასახული გეგმა...
ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო. ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - აცხადებს კუტალაძე ჟურნალთან საუბრისას და დასძენს, რომ მისთვის სრულიად ნათელია, ნინისთვის პირველ პლანზეა სიმღერა და კარიერა, გადაცემა და საკუთარი თავის პიარი და ბოლოს, შვილი.

ქართულ შოუბიზნესში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილი სახის მეუღლე, თანაც მამაკაცი, ასეთი სკანდალური ბრალდებებით გამოდის. ირაკლი კუტალაძე აცხადებს, რომ ვერ ხედავს ვერც ერთ მიზეზს იმისთვის, რომ ნინის არ გაშორდეს. ვინაიდან ნინის მეუღლე საკმაოდ პრინციპულად არის განწყობილი და როგორც ჩანს, არაფრის დათმობას არ აპირებს, სავარაუდოდ, საქმე ხმაურიან სასამართლო გარჩევამდეც მივა.

შეგახსენებთ, რომ ნინი ბადურაშვილის გრანდიოზული ქორწილი ''შერატონში'' 2012 წლის 25 ოქტომბერს შედგა, შემდეგ კი ის საცხოვრებლად მეუღლესთან, მოსკოვში გადავიდა. როგორც გავრცელებული ხმების მიხედვით ირკვევა, ნინიმ იქაურ ცხოვრებას ალღო ვერ აუღო და თბილისი სულ ენატრებოდა, თანაც, სულაც არ დახვდა ისეთი სიტუაცია, როგორც თავიდან ეგონა, ამიტომ მალევე გადაწყვიტა ქმართან გაშორება და საქართველოში დაბრუნება.

იმასაც ამბობენ, რომ ''რუსთავი 2''-ს ეკა კახიანმა სთხოვა და ფეხმძიმე ნინი ''საქართველოს ვარსკვლავის'' ჟიურიში დასვეს, რომ მას, ასე ვთქვათ, გული გადაეყოლებინა რაღაცისთვის. ყველას უკვირდა, როგორ შეიძლებოდა, ახლადგათხოვილ გოგონას, რომელიც ფეხმძიმედ არის, მეუღლესთან ამდენი ხნით განშორება გადაეწყვიტა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნინიმ გათხოვება ძალიან მალე გადაწყვიტა. როდესაც წყვილთან ჩაწერილი ინტერვიუ ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს'' ეთერში გავიდა, ბევრი ამბობდა, რომ ნინი და ირაკლი ისე უხერხულად გრძნობდნენ თავს ერთმანეთის წინაშე, რომ მათი ურთიერთობა სასიყვარულოს ნამდვილად არ ჰგავდა, თუმცა შესაძლოა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ ნინი ზოგადად არ გამოირჩევა ემოციურობით და საკუთარი გრძნობების საჯარო დემონსტრირებით და როგორც ირაკლი კუტალაძე ამბობს, პრესასთან ურთიერთობა არც მას ჰყვარებია.
Rating
ასეა თუ ისე, ეს ქორწინება თავიდანვე ბევრ კითხვას ბადებდა თუნდაც იმის გამო, რომ ბევრი ნინის არჩევანს უწუნებდა, თუმცა პირადი არჩევანი, რასაკვირველია, ორი ადამიანის გასაკეთებელია და მთავარი მხოლოდ ამ ორის გადაწყვეტილებაა. დღეს კი ნინი ბადურაშვილის ქმარი ამბობს, რომ მისთვის ნათელია, ნინის გრძნობა მის მიმართ არ ჰქონია...
მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები მოხერხებულად მალავდნენ ნინისა და ირაკლის დაშორების ამბავს, გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ ამას აზრი აღარ ჰქონდა, თუმცა ჟურნალში ინტერვიუს შესახებ ნინის ბებიამ, ქალბატონმა ლალი ბადურაშვილმა ჩვენგან გაიგო და შესაბამისი კომენტარიც გააკეთა.

- თუ გაეცანით თქვენი შვილიშვილის მეუღლის, ირაკლი კუტალაძის სკანდალურ განცხადებებს?
ლალი ბადურაშვილი:
- ირაკლი სხვა გამოცემებშიც დარბოდა და უარი უთხრეს ინტერვიუს გამოქვეყნებაზე. ''თბილისელებს'' კი გამოუქვეყნებია.
- ირაკლი ამბობს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ და ძნელია იმის აღიარება, რომ შენს ცოლს არ სჭირდებიო. აცხადებს, რომ ნინი იმისთვის გათხოვდა მასზე, რომ კანონიერი ქორწინებით შვილი გაეჩინა.
- არ მინდა ზედმეტი ლაპარაკი, მაგრამ კანონიერად გათხოვება რა არის?!. ნინის გათხოვება გაუჭირდებოდა?.. რადგან სხვა ქალაქში გადავიდა საცხოვრებლად, ეტყობა, მოეწონა. იქნებ, ირაკლიმ თავის თავში მოძებნოს იმის მიზეზები, რატომ ვერ შეძლო ნინიმ მოსკოვში დარჩენა? მეორეც - ძალიან არამამაკაცური საქციელია, როდესაც კაცი პრესით იძლევი ინტერვიუებს პირად ცხოვრებაზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს კაცური საქციელია?!. ნინის ხომ არაფერი უთქვამს არც პრესაში და არც არსად. კაცი კი დადის და ლაპარაკობს.
- ირაკლი აცხადებს, რომ ნინიმ ეს ქორწინება საკუთარი პიარისთვის გამოიყენა და მშობიარობასაც ამისთვის გამოიყენებს.
- პიარი რა შუაშია?!. ფსიქოლოგიური გადახრა აქვს? ახალგაზრდა გოგონა ხართ და თქვენი თავი წარმოიდგინეთ, ნორმაა ასეთი შეფასებები?
- თქვენთვის, რასაკვირველია, ცნობილი იყო, წყვილს შორის ურთიერთობები რომ გაფუჭდა.
- რა თქმა უნდა. ცნობილი იყო ის პრობლემები, რომ ნინის მოსკოვში ძალიან გაუჭირდა ცხოვრება, რადგან ირაკლი 24 საათის განმავლობაში თავისი საქმიანობით იყო დაკავებული და ნინისთვის ელემენტარულ დროს ვერ პოულობდა, ამიტომაც ნინიმ თბილისში გადაწყვიტა მშობიარობა. ნინის მარტო უწევდა ყოფნა. ამბობდა, ირაკლიმ გადახედოს თავისი ცხოვრების წესსო. ხანდახან მაინც რომ მისულიყო სახლში. უცხო ქალაქში სრულიად მარტო იყო. ეს არის, რაც ნინის ჩემთვის უთქვამს. მას ამაზე ლაპარაკი არ უნდოდა, რადგან ძალიან გულდაწყვეტილი იყო.
- ნინი უპასუხებს ირაკლის საჯაროდ?
- არა მგონია, რაიმე კომენტარი გააკეთოს. ამას ნინის ხასიათიდან გამომდინარე ვამბობ. ის ძალიან თავშეკავებული ადამიანია. თავის პრობლემებზე ჩვენთანაც მინიმალურად ლაპარაკობდა. ნინის გული სწყდებოდა მხოლოდ იმაზე, რომ მოიხიბლა ამ ბიჭით, წავიდა უცხო ქალაქში, დათმო თავისი მშობლიური გარემო, დედ-მამა, ბებიები და ირაკლიმ მისთვის ვერ მოიცალა. თანაც, ეს ხომ არ იყო ათი წლის ქორწინება? ორი თვის ქორწინებაზე გვაქვს საუბარი. ნინიმ წესიერად ქალაქი არც იცოდა და კვირაში ერთი საღამოც კი ვერ გამონახო ახლადმოყვანილი ცოლისთვის, რამდენად მოსაწონია? ამის მიუხედავად ნინი ჩუმად იყო და ირაკლის სირბილი პრესაში და განცხადებები რამდენად მამაკაცური საქციელია, ეს თქვენ თავად განსაჯეთ.
- აშკარაა, თქვენამდე მოდიოდა ინფორმაცია, რომ ირაკლის თავისი პოზიციის საჯაროდ გაცხადება უნდოდა.
- რა თქმა უნდა, ვიცოდით, მაგრამ ზოგმა მედიასაშუალებამ ნინის მდგომარეობას ანგარიში გაუწია, ფეხმძიმე გოგოა.
- როდის მშობიარობს?
- ორ კვირაში უკვე უწევს.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგი'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 338 /
სოფი
ნინიმ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ეგ ჭორიკანა კაცი რონმელიც დარბის სტატიების და ინტერვიუბის მისაცემად ეგ უფრო აამაღლებს ნინის რადგან უთავმოყვარეო კაცს დროზე გაშორდა, ყოჩაღ ნინი გასაშვები სისხლი დროძე უნდა გაუშვა სანამ მტლიანად ორგანიძმს მოწამლავს, ბედნიერ დედობას გისურვებ ჩემო კარგო, ბედნიერების რირსი ხარ და იქნები აუცილებლად
20:09 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
თამთა
ბოროტი ხარ ქართველო ერო. აქ გაკეთებული კომენტარების ავტორები უმეტესობა ბოზზე გაცვლილი,მიგდებული,ცელულიტიანი მახინჯი,დაჯღანულ სიფათა ვაჯკაცაქალები ხართ. იმიდ ეხლა ამ გოგოზე ილაპარაკეთ ცუდიი. ბოღმა გულსი ვეღარ გეტევათ და ხო უნდა გადმოანთხიოთ. ეს გოგო ულამაზესია,ბუნეითაც ძალიან კარგი. თავის ფასი იცის და ასე უნდა იყოს. ქმრებ ნაცემი,მონა ქართველი ბოღმა ქალების კომენტარებს ნინი არც მოუსმენს.
19:57 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ნინი ყოველივე კარგს გისურვებ
19:41 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
G-G
ეგ ქორწინება რომ განწირული იყო,ამას დიდი მიხვედრა არ ჭირდებოდა. ნინის უნდა პოპულარობა და ვარსკვლავობა.ამისთვის კი დიდი ნიჭი და შრომა არის საჭირო.საქართველოში პოპულარობის მიღწევა სრულიად ადვილია გავლენიანი ოჯახით.დიდ ქვეყანაში/ქალაქში კი ასე არ არის.ვერ აიტანა უბრალო ადამიანთა რიგში დგომა,ის რომ არ იყო ჟურნალებში,ეკრანზე და დაბრუნდა უკან,სადაც პოპულარობა უშრომელადაც მშვენივრად მოიპოვა. ალაბთ ირაკლისაც თავისი ანგარიშები აქვს.მშვიდობიან მშობიარობას ვუსურვებ ნინის.
19:24 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
კარგიტ რა ბოროტო ადამიანებო როგორ არ გიჭირთ ადამიანისტვის ტკივილის მიყენება სირცხვილია რა
19:21 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინიკო
ნამდვილად ვეთანხმები "ოჯახის ახლობელს" და ვფიქრობ, რომ ნინის ყველა ნაბიჯი იმ ქრაფშუტა ქალის ინსპირირებულია... არ ეყო საკუთარი ცხოვრება და ახლა გადაწყვიტა, შვილის ცხოვრებაშიც თვითონ ჩარეულიყო. უბრალოდ არ მესმის რატომ უნდა გააყოლო შვილი ჯერ იმ კაცს, რომელიც ოჯახის არც ერთ წევრს არ მოსწონს და შემდეგ, ერთ თვეში დააშორო.. უბრალოდ არ მყოფნის სიტყვები ეკას შესაფასებლად!!!
19:19 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ოჯახის ახლო წევრი
მწარე სიმართლე 100 პროცენტიანი ხარ! ჩავიდა ადგილზე, არ დაევასა სიტუაცია და დედამისმაც უთხრა დაბრუნდიო! ნინის დედას არავინ ახსენებს თუ რამხელა წვლილი მიუძღვის მაგ ახვარკა ქალს!!
19:04 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მწარე სიმართლე
რა გონებაჩლუნგიც ნინო იყო, იგივენაირი ქმარიც დაითრია, ეტყობა ფიქრობდა, როგორც აქ თავს ევლებოდნენ ისე იქნებოდა იქაც, ფულში და ფუფუნებაში. იქ კიდევ პანჩური ამოარტყეს. აბა რა ეგონა 2 თვის გაცნობილ მაძუნგალას რომ გაყვა? დაიწყეთ ახლა "ბოღმე" "შურე" "ნუ ჭორავთ"
19:01 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გოთვერან
მოსკოვში კი არა სენეგალის სოფელში რომ მოუწუის მეუღლეს ცხოვრება იქ უნდა გაჰყვეს ცოლი! და ამან ვაიმე იცით რააა? მე მიპატიჟება მაქვს რუსთავი2 დან...ეგეც არ მყავდეს ახლა დივა! კუტალაძე რომ ცოტა წასირვერცხო ელემენტია ისეც ეტყობა, ჟურნალებში კი არა ჯერ იმ რუსთავი2 ის მომწვევს გადავუვლიდი და მერე ამ ძალით გავარსკვლევებულ ტუპიცას! წადი ბიძია რა ჩემ ფეხებად გინდა ბადურაშვილი და იდიოტი დედა-ბებიის გაზრდილი ჩამორჩენილი უწიგნური? ვერა ხარ შენ მატორზე შენც
19:00 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
გოთვერან
მოგეყვანა წესიერი ადამინი ამ თბილისელ სირისტიან პაკაზუხას რო გადაეკიდე! დედამისი არ გამოადგა ქმარს და შვილიც გაზარდა მისნაირი მოწოწიალე ჩლუნგი! დედა ნახე მამა ნახე შვილი ისე გამონახე! ან თმა მაინც შეგეჭრა მოკლეზე სიმინდის გადამწიფებულ ტაროს რო გიგავს ეგ თავი...ქორწილზე წვერი რად არ გაიპარსე? შენც არ გქონდეს ახლა ქართული წვერი...14 წლის გოგოს ბოქვენს უგავს ღინღლები ...
18:59 / 01-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS