მამაჩემის გერლფრენდი
ნიკოლოზ ხომასურიძე ის ბუმბერაზი რეჟისორია, ვის კამერასაც ეკუთვნის "დიდგორი" და "დავიწყებული მეფე". თუმცა, როგორც ჩანს, ბატონ ნიკოლოზს საქართველოს ისტორიის უტრირებით სამარცხვინო
გოგონა სლაიდიდან
სამსახიობო შესრულება, სიუჟეტი, რეჟისურა, გრიმი, პრინციპში ჩამოთვლა რომ დავიწყო, ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება, ამიტომ მარტივად გეტყვით - ამ ფილმში ყველაფერი საშინელია. დავიწყეთ სცენარით: ფლეიბოი, რომელსაც გოგო მოეწონება, ის კი უარს ეტყვის, ტელევიზორთან შემთხვევით გადააწყდება ფილმ "ტუტსის" და გადაწყვეტს ქალის ფორმაში დაუახლოვდეს ამ გოგოს. ჯერ ან იმ "ტუტსისთვის" ეყურებინა ბოლომდე და ენახა, რომ ამ მეთოდით ვერც დასტინ ჰოფმანი აღწევს სასურველ შედეგს, ან რეჟისორისთვის ეთქვა ვინმეს, კიდევ ეს უნდა ჩვენ გაუბედურებულ კინემატოგრაფსო? არა, მაინც გადაიღეს. დასასრული აქვს სასწაული, ვერც გაიგებ, რომ ფილმი დამთავრდა: ჯერ სცენა მიდის, სადაც ქალ-ვაჟური სიყვარულის ობიექტები ცხენთან დგანან და ბიჭი გოგოს ეუბნება, ეს ცხენი შენსავით ლამაზიაო და მერე უცებ ღამეა და სახურავზე იწყება დეფილე და მთავრდება ფილმი. ადეკვატურობისა და ლოგიკის დეფიციტი!
სპამი
ყველას გვინახავს საშინელებათა ფილმები და ათასნაირი ბოროტი პერსონაჟები, იქნებოდნენ ესენი სულები, მანიაკები, უცხოპლანეტელები, ცხოველები და ა.შ. "სპამში" მთავარი ბოროტმოქმედი არის ურმის ხის ბორბალი. არ ვხუმრობ, პერსონაჟს კლავს ბოროტი ურმის ხის ბორბალი, რომელშიც სულია ჩასახლებული. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეიძლება სერიოზულად აღიქვა ფილმი, რომელიც ცდილობს შეგაშინოს ხის ბორბლით?! სხვა მხრივ "სპამი" სავსეა ჰორორ კინოს კლიშეებით.
იხილეთ გაგრძელება




















