19 დეკემბერი, 2014
გიორგი გურგულია მეოთხედ დაოჯახდა - ''ექვსი თვით არის პატარა ჩემს შვილზე...''
მას მთელი ცხოვრება წინ აქვს. მე უკვე სხვაგვარად ვგეგმავ ჩემს მომავალს მსახიობი, გიორგი გურგულია მეოთხედ დაოჯახდა. მისი რჩეული 30 წლის ლარისა გიგაურია. ამ ზაფხულს მსახიობმა ჩვენთან ინტერვიუში სწორედ ამ გოგონაზე ილაპარაკა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

- დღესაც შეყვარებული ვარ, მაგრამ ცოლისთვის მზად არ ვარ. დავიღალე. 27 წელიწადია, ცოლიანი ვარ. 18 წლიდან ცოლი მყავდა. სულ იმის ფიქრში ხარ, რა სჭირდება ცოლს, ოჯახს, სახლში დროზე უნდა მიხვიდე. აღარ მინდა, დასვენება მჭირდება.
- შენი სიყვარულის ობიექტი შეგუებულია ამას?
-
მთლად ასეც არ არის საქმე. დროდადრო არის ამაზე ლაპარაკი, მეუბნება, შენ შვილები გყავს, რა გენაღვლებაო.
- თავად არ ჰყავს შვილები?
- არა, ექვსი თვით არის პატარა ჩემს შვილზე. 29 წლის ხდება ახლა. მე აგვისტოში 50 წლის გავხდები.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კლუბში ვიყავი. მოვიდა, ადგილი არ იყო და უკან მიდიოდა, გარეთ ტაქსი ელოდებოდა. მე მეგობარს ვაცილებდი. სად მიდიხარ-მეთქი, ვკითხე და გავუღიმე. მანაც გამიღიმა, არსადო, მიპასუხა, ტაქსი გაუშვა და დარჩა. მას მერე ერთად მოვდივართ, უკვე წელიწადი ხდება.
- ამხელა ასაკობრივი სხვაობა პრობლემებს არ ქმნის ურთიერთობაში?
- თავიდან არ ქმნიდა, ახლა არ ვიცი. მას მთელი ცხოვრება წინ აქვს. მე უკვე სხვაგვარად ვგეგმავ ჩემს მომავალს.
- როგორ?
- სიმშვიდე მინდა, აღარ შემიძლია ეს ფორიაქი, ბუნება მინდა, სახლი ტყის პირას, თუნდაც სოფელში.
- ახალ შეყვარებულს არ უნდა ტყეში ცხოვრება?
- არ ვიცი, თავიდან უნდოდა, ახლა... ხომ იცი, თავიდან ყველაფერზე თანახმა ხარ, ყველგან იცხოვრებ, ოღონდ მასთან იყო.
- მოჰბეზრდი?
- არა, პირიქით, სულ მეჩხუბება, ყურადღებას არ მაქცევ, ბავშვებზე ხარ გადაყოლილიო. რა ვქნა, შვილებს ხომ ვერ მივატოვებ.''

Rating

ჩვენ გიორგის დავურეკეთ და გაბედნიერება მივულოცეთ.

- გიორგი, ახალი ამბავი გავიგეთ, მოგილოცოთ?
- მომილოცეთ, ოღონდ ჯერ არც ხელი მოგვიწერია და არც ჯვარი დაგვიწერია, თუმცა ჩემს მეუღლეზე ინტერვიუ შემიძლია მოგცეთ.
- ვინ არის თქვენი რჩეული?
- ლარისა გიგაური.
- რუსია ლარისა?
- არა, რუსეთში ცხოვრობდა, გერმანიაშიც. მერე დაბრუნდა საქართველოში და აღარ გავუშვი (იცინის).
- ეს ის გოგონაა, ინტერვიუში რომ მიყვებოდით, 29 წლის არისო?
- ის არის, ის.
- მაშინ სხვა განწყობით იყავით, ამბობდით, ცოლებმა დამღალა, აღარ მოვიყვანო. როგორც ჩანს, გაჯობათ ლარისამ.
- (იცინის) გაიმარჯვა, მებრძოლი გოგოა, დღემდე იბრძვის. ლარისამ არა, სიყვარულმა გაიმარჯვა.

ნინო მჭედლიშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ანი
რამდენი ავადმყოფი დადის ამ ქვეყანაზეე.ვიტომ ოჯახი შექმნეს.ვაი ამათ პატრონს.ხვალ სხვას მოიყვანს და სხვას გაყვება.ეს არის ტრადიცია.
18:11 / 22-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
კაი ამ კაცს რომ უქრის ეგ ყველამ იცის, მაგრამ ამ გოგოს თავში ფეხი აქვს?
19:25 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეს კაცი პედოფილია?
10:01 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ეს კაცი პედოფილია?
09:54 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
იზი
ბოლო შანსი იყო თუ ამ გაუგებრობაში რა გინდოდა,გოგონი? 4-მა ვერ გაუგო და შენ ხარ ის ერთადერთი ნათელი სხივი?
09:34 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS