18 დეკემბერი, 2014
ეკა კვალიაშვილს ჯანმრთელობა გაურთულდა - ''ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით მივედი...''
ნახევარი გზა გავიარე, და უცებ, დამეწყო საშინელი შეტევა ეკა კვალიაშვილის ავადმყოფობასთან დაკავშირებით ბევრჯერ დაიწერა. მომღერალი გულდაწყვეტილია, რომ მის ავადმყოფობას ბევრი არ იჯერებს და აფიორაში ადანაშაულებენ. ალბათ ამის გამოა, რომ მომღერალმა თავისი ამბები ბევრჯერ დეტალურად აღწერა სოციალურ ქსელის დახმარებით.

სამწუხაროდ ბარბარობის დღესასწაულზეც მომღერალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექნა.

''დღეს, მართლა , პირველად შემეშინდა, ლუკა (შვილიშვილი) გავიყვანე, თან მინდოდა, აფთიაქში შევსულიყავი და ამიტომ, სახლის ტერიტორია დავტოვე და ქუჩაში გავედი.

ნახევარი გზა გავიარე, და უცებ, დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს
ვერ ვდგამდი. ოდნავ ენერგიის დახარჯვა და შეტევა მიძლიერდებოდა.

არა, სიკვდილის არ შემშინებია, მერწმუნეთ, უბრალოდ, ბავშვთან ერთად ვიყავი. ქუჩაში, სადაც არცერთ ადამიანს არ უკითხავს, ხომ არ დაგეხმაროთო. შემეშინდა, რომ არ დავვარდნილიყავი და სული არ დამელია, ჩემი პატარა შვილიშვილი არ დამეტოვებინა, ასე უპატრონოდ, უცხო ადამიანებში.

ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით, მივედი იქვე. ჩემს ბედად, პატრული იყო გაჩერებული, და ვთხოვე დახმარება, მათ მიპატრონეს, გაახაროთ ღმერთმა, სახელიც ვერ ვკითხე, ჩამსვეს ტაქსში ბავშვსაც მიმიხედეს და გამომიშვეს სახლში, მეუბნებოდნენ, სასწრაფოს გამოვუძახებთო, მე უარი ვთქვი, ამის მერე გავიდა საკმაოდ ბევრი საათი.

და ახლა, დამიმშვიდდა შეტევა, სუნთქვა აღმიდგა, მაგრამ, საშიმლად მტკივა თავი...

ბარბარობის დღის მადლმა არ გამწირა, დარწმუნებული ვარ. ადამიანებო, თუ დაინახავთ ქუჩაში ვინმეს უჭირს, ცუდადაა, ჰკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება. იქნებ თქვენზეა დამოკიდებული ამ ადამიანის სიცოცხლე იმ კონკრეტულ წუთს. სულ ეს იყო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი. საშინლად მტკივა თავი...'' -  წერს ეკა ''ფეისბუქზე.''

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
ნანა
ეკა,ძლიერი ადამიანი ხარ და ამასაც დასძლევ,უფალი შეგეწიოს
12:34 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლეილა
პირველი კომენტარის პატრონი,მძიმე დღეშია!მე მგონი თვითონ ემზადება წასასვლელად,თუმცა მე მას ამას ვერ ვუსურვებ,მაინც მეცოდება!მაგრამ,ადამიანს და თან ეკას,ასეთი საშინელება როგორ უდა დაუწერო!?შევახსენებდი:კოკასა შიგან რაცა დგას,იგივე გადმოდინდების!!!შური,ბოღმა,გესლი,სიბინძუე და ჩამყაყებული სული!!!
10:11 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
წუხელ საღამოს,ინგა გრიგოლიას გადაცემაში მიწვეულნი იყვნენ მომღერლები და მათ შორის ეკა კვალიაშვილი და ლელა წურწუმიაც!ერთმანეთის გვერდში ისხდნენ და იცით რა გამიკვირდა და ამავე დროს ავღშფოთდი!ის,რომ ლელამ გაბედა და ეკას გვერდში დაჯდა,იმ ეკასი,რომელთანაც დაპირისპირებული იყო და ვერ იტანდა,მხოლოდ იმიტომ რომ ეკა არის ნომერ პირველი მომღერალი და ძალიან მაგარი ხმით და ლელა,ცხვირში მოზუზუნე!თავის დაჭერა ეხერხება ლელას და თან ამავე დროს სადაქალოც აპიარებს,ისე ლელა...არის რა,არა უშავს მაგრამ,ეკასთან მისი მოყვანა,როგორც ნანი ბრეგვაძესთან და თამრიკო ჭოხონელიძესთან,ასევე ბევრ მაგარ მომღერალთან,უბრალოდ სირცხვილია და მსმენელის დაბალ დონეზე მიუთითებს!ინგას კი ვეტყოდი!!!ინგა,ჩემო კარგო,თქვენ ხალხი პატივს გცემდათ მიუკერძოებლობისთვის და გუშინდელი თქვენი პოზიციის და დროის დათმობა ლელას მიმართ,სირცხვილი იყო!ფაქტიურად ლელას როცა უნდოდა და რამდენ ხანსაც უნდოდა,იმდენს ლაპარაკობდა და თქვენი რიხიანი,,უკაცრავად"არსად ისმოდა!ის 9 წელი ნურავის დაგავიწყდებატ!!!ახლა გაახსენდათ რომ ყველამ უნდა იმღეროს!?ინგა,არ გეკადრებათ!!!ეკა კვალიაშვილს კი ბოდიში უნდა მოუხადონ,იმ დაკარგული და ხალხისთვის ეკასგან სიამოვნების მინიჭების დაკარგული 9წელისთვის!ეკა!ღმერთმა გამოგაჯანმრთელოს და გააგრძელე გალობა,იმბულბულებთან ერთად,რომელიც ნამდვილად ჰყავს საქართველოს!!!
10:07 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მადო
შენ რა გიხარია შე საცოდავო? სენ საფლავს მაინცარ ამოავსებს არც ეკა და არც სხვა
07:38 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ნურავის ეტყვიტ ცუდს ტვარა დაგტანჯავტ გმერტი.ეკას კი გმერტის წყალობა არ მოაკლდება და წმინა ნიკოლოზის მადლი.
21:01 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
.....
დღეს ნიკოლოზობაა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ მისმა ძალამ. ღმერთმა ჯანმრთელობა მოდცეთ
20:18 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ღმერთმა ჯანმრთელობა და სიკეთე არ მოგაკლოთ!
19:41 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
პირველი კომენტარის ავტორს
რამე დაგიშავათ ეკამ?თუ არა და მხოლოდ არმოწონებისთვის უსურვებთ სიკვდილს,ერთი სულმდაბალი და პატარა ადამიანი ხართ და გეშინოდეთ,თქვენივე ნათქვამი სიტყვა უკან არ დაგიბრუნდეთ,კოსმოსში არაფერი იკარგება,არცერთი სიტყვა! და კიდევ გრცხვენოდეთ!!!
18:19 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
me
Fuf shen ra adamiani xar.grcxvenodes mag komentaris daceris gamo.qalbatono eka ufalma simshvide da janmrteloba mogcet
16:42 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
kvaliashvilssssss
როგორ სჰეიდზლება ეგეტი ლაპარაკი??
16:30 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS