18 დეკემბერი, 2014
ეკა კვალიაშვილს ჯანმრთელობა გაურთულდა - ''ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით მივედი...''
ნახევარი გზა გავიარე, და უცებ, დამეწყო საშინელი შეტევა ეკა კვალიაშვილის ავადმყოფობასთან დაკავშირებით ბევრჯერ დაიწერა. მომღერალი გულდაწყვეტილია, რომ მის ავადმყოფობას ბევრი არ იჯერებს და აფიორაში ადანაშაულებენ. ალბათ ამის გამოა, რომ მომღერალმა თავისი ამბები ბევრჯერ დეტალურად აღწერა სოციალურ ქსელის დახმარებით.

სამწუხაროდ ბარბარობის დღესასწაულზეც მომღერალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექნა.

''დღეს, მართლა , პირველად შემეშინდა, ლუკა (შვილიშვილი) გავიყვანე, თან მინდოდა, აფთიაქში შევსულიყავი და ამიტომ, სახლის ტერიტორია დავტოვე და ქუჩაში გავედი.

ნახევარი გზა გავიარე, და უცებ, დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს
ვერ ვდგამდი. ოდნავ ენერგიის დახარჯვა და შეტევა მიძლიერდებოდა.

არა, სიკვდილის არ შემშინებია, მერწმუნეთ, უბრალოდ, ბავშვთან ერთად ვიყავი. ქუჩაში, სადაც არცერთ ადამიანს არ უკითხავს, ხომ არ დაგეხმაროთო. შემეშინდა, რომ არ დავვარდნილიყავი და სული არ დამელია, ჩემი პატარა შვილიშვილი არ დამეტოვებინა, ასე უპატრონოდ, უცხო ადამიანებში.

ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით, მივედი იქვე. ჩემს ბედად, პატრული იყო გაჩერებული, და ვთხოვე დახმარება, მათ მიპატრონეს, გაახაროთ ღმერთმა, სახელიც ვერ ვკითხე, ჩამსვეს ტაქსში ბავშვსაც მიმიხედეს და გამომიშვეს სახლში, მეუბნებოდნენ, სასწრაფოს გამოვუძახებთო, მე უარი ვთქვი, ამის მერე გავიდა საკმაოდ ბევრი საათი.

და ახლა, დამიმშვიდდა შეტევა, სუნთქვა აღმიდგა, მაგრამ, საშიმლად მტკივა თავი...

ბარბარობის დღის მადლმა არ გამწირა, დარწმუნებული ვარ. ადამიანებო, თუ დაინახავთ ქუჩაში ვინმეს უჭირს, ცუდადაა, ჰკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება. იქნებ თქვენზეა დამოკიდებული ამ ადამიანის სიცოცხლე იმ კონკრეტულ წუთს. სულ ეს იყო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი. საშინლად მტკივა თავი...'' -  წერს ეკა ''ფეისბუქზე.''

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
m
პირველი კომენტარის ავტორს,გეშინოდეთ !განა რა დაგიშავათ ასეთი? ცახცახმა ამიტანა რა!
23:03 / 22-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კაკო
ეკა, მინდა გისურვო გამოჯანმრთელება. ცოტაცა და ყველაფერი კარგად იქნება. მე ვერც კი ვიჯერებ, რომ შენ რამე გჭირს. ასე რომ...
18:28 / 22-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
დიდხანს იცოცხლე ჩემო კარგო,ბოროტებს რა დალევს ამ ქვეყანაზე
15:13 / 22-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
გამოჯამრტელებას გისურვებ
15:05 / 22-12-2014
გამოხმაურება / 0 /
s.a
ხალხო ნუთუ აგარ შეგრჩათადამიანობა ხომ ხედავთ რამდენ ციდვას ჩადიხართ ვის განიკითხავთ როცა თანაგრძნობის უნარი არ გაქვთ ვამპირებად ქცეულ უსუსურ ადამიანებს.
18:24 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მელანო
რამ გაგაბოროტათ ხალხო ქართველი ქართველს ვერ იტანს და მტრისგან რა გიკვირთ,ლელა ხომ მთელი გულით მგერის,როგორ შეიძლება ასეთი უაზრო კომენტარებით [დიანა]ადამიანს გული ატკინო ,სირცხვილია ერთმანეთს პატივი ვცეთ
09:31 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მელანო
გამოჯამრთელელობას გისურვებ,გული არ გაიტეხო ბევრ ადამიანს უყვარხარ ეკა,თუ ვინმე შურით გიყურებს მისი პრობლემაა გმერტმა დაგლოცოს
09:25 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
სავლე
ღმერთმა კარგად ამყოფოს მართლაც ნამდვილი მომღერალი ქალბატონი ეკა კვალიაშვილი,რაც შეეხება მედროვე წურწუმიას, წაეთრეს და იმღეროს რუსეთში. 9 წელი ხო უძვრებოდა მიშას,ახლა კი დადის მოსკოვი თბილისი.მართალი ხართ ქალბატონო დიანა!! კვალიაშვილის, ბრეგვაძის გვერდჭითელის გვერდით რესტორნის მომღერალი წურწუმია ვერ მივა.
00:06 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
nestan111
გამოჯამრთელებას გისურვებთ
23:54 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
პეტრე
გულბოროტო დიანა ლელას დონემდე ვერ მიეთრევი ვერასოდე.გაიფხრიწე შრით რამდენიც გინდა.
15:04 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS