15 დეკემბერი, 2014
მარიამ როინიშვილი ლომაიას სკანდალურ ბრალდებას პასუხობს – გატეხილი ნეკნის ისტორია
ვის აბოლებთ თქვენ? თუ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ეფექტს არ იძლევიან მარიამ როინიშვილის გატეხილი ნეკნის ამბავი პირველად სწორედ ჩვენს საიტზე გახმაურდა. მარიამის დედამ, ქალბატონმა თამარიკო ჭოხონელიძემ გვიამბო, როგორ უძლებდა მარიამი ტკივილს და რატომ არ ამხელდა აქამდე მიღებულ ტრავმას.

მალევე მარიამსა და ქალბატონ თამარს პარაფსიქოლოგი, ირაკლი ლომაია გამოეხმაურა. - ''ახლა რომ ერთი ცნობილი სახის გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო, დარწმუნებული ვარ, ისევ მწარედ ავლაპარაკდები და იტყვიან, რა მწარე ენა ჰქონია ლომაიასო. მერე მას ისევ ჩემი ლანძღვა მოჰყვება როგორც სჩვევიათ და
ასე…

არა და რა რთულია, როცა ხარ ექიმი და გესმის ზუსტად ის ზღაპარი, რაც პრაქტიკულად შენი საქმეა და ვიღაცა გამოდის და ამბობს, რომ თურმე გაბზარული ნეკნით ცეკვაც კი შეძლო. ეს იცით როგორი ზღაპარია? და საერთოდ იცით ნეკნის გაბზარვის დროს როგორი ტკივილები იცის?

მითუმეტეს ნეკნების შეხორცება (ცდომის გარეშე) ძალიან მტკივნეული პროცესია, რადგან ამ დროს გულმკერდის ღრუ მონაწილეობს სუნთქვის პროცესში, ნეკნთაშუა კუნთების ხარჯზე ხორციელდება მათი მოძრაობა (ცრუ ნეკნების გარდა) ამიტომ გაბზარული ნეკნის ბოლოები შესაბამისად მოძრაობენ გულმკერდთან ერთად, შეხორცების პროცესი კი სამ კვირამდე ან მეტი გრძელდება.

ამ პერიოდში კი ყოვლად შეუძლებელია პაციენტი ფეხზე დაგდეს, მას ფიზიკურად ვერ ექნება დგომის თავი მითუმეტეს, არა თუ ცეკვის. ვის აბოლებთ თქვენ? თუ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ეფექტს არ იძლევიან, სასურველია გაკეთდეს ნეკნთაშუა ნერვის ბლოკადა. ხოლო ასეთ დროს მჭიდრო ნახვევი არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება შეიზღუდოს გულმკერდის ექაკურსია (მოძრაობა).

ასე, რომ ბოდიში თქვენთან, მაგრამ როგორც ყოველთვის სიმართლეს ვქადაგებ და ეხლა გინდ გეწყინოთ და გინდ არა, უბრალოდ არ შეიძლება ადამიანების ასე მოტყუება და მანიპულირება, რომ აი, თურმე ნეკნგაბზარული ცეკვავს და აუცილებლად იმსახურებს ხალხისგან ზღვა ესემესებს..."

ჩვენ მარიამს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

- ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამ ადამიანის განცხადებებზე კომენტარები ვაკეთო. მოვა დრო და ამ თემაზე ექიმები თავად გააკეთებენ კომენტარს.


ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
სინა
ისე საქართველოში შეცოდების მომენტი კარგად მუშაობს და თამრომაც იმიტომ გადაწყვიტა, ეს სისულელე მოეგონებინა.
09:35 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
აი ახლა მე ვიტყვი და ვისაც გინდათ, გემცხეთოთ: მართლა გაბზარული აქვს ნეკნი, მართლა გაუსაძლისი ტკივილები აქვს მარიამს და მართლა უსაშველოდ ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს იკეთებს. ვისაც არ გჯერათ, ძალიან მინდა, საკუთარ თავზე იწვნიოთ მარიამის ტკივილის მეასედი და ნახავთ , რა დღეშიც იქნებით . საცოდავები ხარ თ ყველა, ვინც ლომაია აფერისტის პროვოკაციას აჰყევით და მკვდარი „პარა ფსიქოლოგიის მამა“ გააცოცხლეთ . ვაი თქვენს პატრონს!
22:00 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მანიკა
არაცჰვეულებრივი გოგონაა ნუ ხარტ სოროტები უნდა გაიმარჯვოს
21:07 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
შეეშვით ჩემს მარიამს. ლომაია ენა ძირში გაქ ამოსაძრობიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი. მახინჯოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
17:39 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ისე მართლა ეს წუწუნი რაღა საჭირო იყო? მარიამი კი არა გატეხილი ნეკნითა და გაუსაძლისი ტკივილებით ვერავინ იცეკვებს და არ არის საჭირო ამით მანიპულირება. ტყუილუია მოტეხილი ნეკნიიი. ისე ვისაც მოგწონთ მარიამის ცეკვა დაუმესიჯეთ რა თქმა უნდა.
17:27 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
ნამდვილად არ ცეკვავს ცუდად, მითუმეტეს გასაკვირია რა საჭირო იყო ასეთი ტყუილი თამრიკოს მხრიდან. საწყენია
17:02 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კუკარაჩა
რას გადაეკიდა ეს ვიღაც არსება ლომაია ამ დედაშვილს, ვაი მაგის პატღონს, თავის გაუცულ თავს მიხედოს...გამომივიდა ეგეც რა ტრავმატოლოგი
16:39 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მათათა
რას ერჩით ამ გოგოს და ქალბატონ თამრიკოს,ალბათ ძალიან გშურთ ,რომ ასეთი წესიერი ქალბატონები თითზე ჩამოსათვლელია საქართველოში ,უზნეოებს უნდათ ,რომ ყველა უზნეო იყოს,მაგრამ ღმერთი ასე არ ფიქრობს ,ამიტომაც გვყავს,ასეთი ღირსეული და არა ზნედაცემული და უსირცხვილო ადამიანები ,გამგები გაიგებს.
16:34 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
სარა
რას ერჩით ამ გოგოს რა გინდათ, დედამისი რომ მატრაკვეცა ქალია ეს ისედაც ვიცით, მარიამს თავი გაანებეთ.
16:07 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუნუ
ნეკნის ისტორიამოგონილია რეალობაა,ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო ამ გოგოს ნიჭი და თავდადება.ასეტი გესლი არ არის საჭირო.ვინ ცეკვავს მარიამზე უკეთესად?
15:46 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS