13 დეკემბერი, 2014
ეთერ კაკულია კარგადაა – „ახლა უკვე ვარსკვლავგოგონა ვარ...“
გუშინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია რომ, მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. არც ვიცი რა დავარქვათ მათ, ვისაც ასეთ თემებზე ხუმრობა შეუძლია, ან მათ ვინც ამას იმისთვის აკეთებს, რომ საიტის რეტინგი გაზარდოს.

ქალბატონი ეთერი კარგად არის და მორიგი გამოკვლევისთვისა და ქიმიო თერაპიისთვის ისრაელში წასასვლელად ემზადება.

- ქალბატონო ეთერ, როგორ ხართ?
- კარგად საყვარელო, ხმა მეცნობა, მაგრამ საიდან ეგ აღარ მახსოვს.
- ნინო ვარ მჭედლიშვილი, „რეიტინგიდან“.
- ნინო, ჩემო კარგო, შენ როგორ ხარ? იცი როგორა ვარ,
მოხუცი კაცი რომ ეუბნება მეორე მოხუცს, ქალებში რომ დავდიოდით კი მახსოვს, მაგრამ რისთვის დავდიოდით ეგ აღარ მახსოვსო.
- ვარსკვლავის გახსნა მინდა მოგილოცოთ...
- არ მოხვედი, ნინო? ეგ როგორ დაგემართა, იცი რა კონცერტი იყო? ახლა უკვე ვარსკვლავგოგონა ვარ, ხომ იცი.
- ასეთი იყავით სულ.
- აბა, რაა. ახლა ისრაელში წასასვლელად ვემზადები, კვირის ბოლოს წავალ ალბათ, რაღაც გამოკვლევები დამრჩა, ხმა კი მაქვს, მაგრამ იმის ქვევით რა მაქვს, უკვე აღარ ვიცი. ქიმიო თერაპიაც უნდა გავიკეთო. სულ ვეჩხუბები ჩემ თავს, ეთერი, რატომ გახდი ავად-მეთქი (იცინის).
- ყველაფერი კარგად იქნება. რომ ჩამოხვალთ გინახულებთ.

ნინო მჭედლიშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
გენო
მხნეობა და ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ ღმერთმა
11:06 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გენო ჯღამაია
ღმერთმა დიდხანს გამყოფოთ მხნედ და ჯანმრთელად.
11:05 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
kakulias
Varskvlavi ROM gauxsnes axsovs magram ristvis eg agar axsovs,Ara ushavs male Gamoajanmrtelebs ge gisurvebt DA janze kopnas mere egets gagqxsendebat- ristvis?
21:50 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
გმერტმა კარგად გვიმკოფოს ტკვენი ტავი ქალბატონო ეტერი.ზალიან მიკვარხარტ.გფარავდეტ უფალი
20:06 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
გმერტმა დიდხანს გაცოცხლოს ხალხის სიკვარულიტ გამტბარო კალბატონო
18:47 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მართა
ქალბატონო ეთერ.....გვიყვარხართ....მართლაც რატომ გახდით ავად????!!!!!!! ეს თქვენ არ გეკადრებათ........
18:18 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
Shako Shako Qoqashvili
rogor sheidzleba aseti xumrobebi !
18:06 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ელზა
გმერტმა ჯანმრტელობა და დიდი ხნის სიცოცხლე მოგცეს
16:39 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
მე ძალიან მიყვარხართ ქალბატონო ეთერი,აი ნახავთ კარგად იქნებით და ისევ გვეტყვით ხოოოოოოოოო :)))გენაცვალეთ,მოგიხსენიებთ ლოცვებში,ჩვენი დროის დიდო ადამიანო......
14:24 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატალია
ქალბატონო ეთერი მე ტქვენი ფანი ვარ,გამოჯამთელებას გისურვებთ.გკოცნით ბევრს
13:00 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS