13 დეკემბერი, 2014
ეთერ კაკულია კარგადაა – „ახლა უკვე ვარსკვლავგოგონა ვარ...“
გუშინ სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია რომ, მომღერალი ეთერ კაკულია გარდაიცვალა. არც ვიცი რა დავარქვათ მათ, ვისაც ასეთ თემებზე ხუმრობა შეუძლია, ან მათ ვინც ამას იმისთვის აკეთებს, რომ საიტის რეტინგი გაზარდოს.

ქალბატონი ეთერი კარგად არის და მორიგი გამოკვლევისთვისა და ქიმიო თერაპიისთვის ისრაელში წასასვლელად ემზადება.

- ქალბატონო ეთერ, როგორ ხართ?
- კარგად საყვარელო, ხმა მეცნობა, მაგრამ საიდან ეგ აღარ მახსოვს.
- ნინო ვარ მჭედლიშვილი, „რეიტინგიდან“.
- ნინო, ჩემო კარგო, შენ როგორ ხარ? იცი როგორა ვარ,
მოხუცი კაცი რომ ეუბნება მეორე მოხუცს, ქალებში რომ დავდიოდით კი მახსოვს, მაგრამ რისთვის დავდიოდით ეგ აღარ მახსოვსო.
- ვარსკვლავის გახსნა მინდა მოგილოცოთ...
- არ მოხვედი, ნინო? ეგ როგორ დაგემართა, იცი რა კონცერტი იყო? ახლა უკვე ვარსკვლავგოგონა ვარ, ხომ იცი.
- ასეთი იყავით სულ.
- აბა, რაა. ახლა ისრაელში წასასვლელად ვემზადები, კვირის ბოლოს წავალ ალბათ, რაღაც გამოკვლევები დამრჩა, ხმა კი მაქვს, მაგრამ იმის ქვევით რა მაქვს, უკვე აღარ ვიცი. ქიმიო თერაპიაც უნდა გავიკეთო. სულ ვეჩხუბები ჩემ თავს, ეთერი, რატომ გახდი ავად-მეთქი (იცინის).
- ყველაფერი კარგად იქნება. რომ ჩამოხვალთ გინახულებთ.

ნინო მჭედლიშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 20 /
ფატი
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ქალბატონო ეთერ.ძალიან მიყვარხართ.
22:13 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გამოჯანმრთელებას და დიდხან სიხოცხლეს გისურვებთ ქალბატონო ეთერ
13:18 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკი
ოხ რა მაგრა მიყვარს ეს ქალი. როგორი ხალასი და უბოროტო ადამიანია. მე მას რომ უსმენ, პატარა გოგონა მგონია ანუ პატარა ბავშვი, ბავშვებს კი მთელი სიცოცხლე წინ აქვთ. მე დიდხანს მინდა გისმინო და გისმონო. ასეც იქნება, დარწმუნწბული ვარ ამაში.
10:37 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ქალბატონო ეთერ, თქვენ მთელ საქართველოს უყვარხართ
18:25 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თინა
დიდხანს გამყოფოთ უფალმა ჯანმრთელად.შეწუხებულია მთელი საქართველო....ყოჩაღად იყავით,თქვენ ხომ 102 წელი უნდა იცოცხლოთ
17:27 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
გმერტმა კარგად გამყოპოტ კალბატონო ეტერი..ყველას ზალიან უყვარხარტ.
20:01 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კოტე
ჯამრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვოთ თბილისის კოლორიტ ქალბატონს,გაიხარე ყველასთვის საყვარელო ქალბატონო.
18:38 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
მართლაც როგორ გახდით ავად?მეგონა არასოდეს არაფერი აგტკივდებოდათ,მაგრამ ეს დროებითია,ყველაფერი კარგად იქნება,თქვენ ერის დიდი სიყვარული გაქვთ.პირადად მე თქვენი გამოჩენა ძალიან მახარებს და კარგ განწყობაზე მაყენებს.უფალმა დაგიფაროთ!
13:43 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ღმერთმა კარგად გამყოფოთ ქალბატონო ეთერ გვიყვარხართ ძან 2015 წელი ჯამრთელი წელი ყოფილიყვეს გელით ახალი სიმხერებით შენი მაყურებელი
13:20 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია.
ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ ქალბატონო ეთერ! თქვენ თბილისის კოლორიტი ხართ!
11:29 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS