11 დეკემბერი, 2014
ზურა გორგაძე გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება: „თუ სამართლიანი იყო, რატომ დასჭირდა უკანა კარით გაპარვა“
თავად, ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა, ვერ მოინელა დიმა საშა და ალიონა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი ტური სალომე ჭაჭუას და ზურა გორგაძის წყვილმა დატოვა. მოცეკვავეებმა ორ-ორი ცეკვა შეასრულეს. პირველი ცეკვის მერე სალომემ და ზურამ გოჩა ჩერტკოევისგან მხოლოდ 5 ქულა დაიმსახურეს. „კარგი ცეკვა იყო, მაგრამ ის არ იცეკვეთ, რაც დაგავალესო“, - აღნიშნა გოჩამ. პროექტის დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ზურა გორგაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„რამდენი რამის თქმა მინდა და საიდან დავიწყო არც კი ვიცი, მაგრამ
დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი რამით, უღრმესი მადლობით, რომელიც თქვენ ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ნაცნობებო, ''ფეისბუქის'' მეგობრებო, მთლიანად საზოგადოებას გეკუთვნით. მადლობა ძალიან ცოტაა იმის სანაცვლოდ, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ. არ არის მარტივი მასისთვის ჯერ კიდევ უცნობი ადამიანი თითქმის ფინალამდე მივიდეს...

პროექტმა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც მომცა, ეს თქვენი გულშემატკივრობა, უამრავი თბილი შეტყობინება, კომენტარი და სიყვარულია, რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ თქვენი მოლოდინი ბოლომდე ვერ გავამართლე, თუმცა ბოდიში მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მოიხადოს ჩემი და თქვენი საზოგადოების წინაშე.

გუშინ ერთმა სუბიექტმა, სახელად გოჩამ, არა მარტო მე, არამედ საზოგადოება ფეხებზე დაიკიდა, ვციტირებ მის სიტყვებს:

"ეს მოსწონს საზოგადოებას, ხალხს, ეს არის მაგარი შოუ, ბრავო," მაგრამ არ მოსწონდა თავად, ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა, ვერ მოინელა დიმა, საშა და ალიონა, ჩვენი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფები, რომლებიც თან გვყვებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ პროექტის და მონაწილეების წარმატებისთვის.

ვერ მოინელა მათი კეთილ განწყობა ჩემსა და სალომეს მიმართ, რომლებიც მაინც განაგრძობდნენ ჩვენს დახმარებას. ვერ მოინელა პირდაპირ ეთერში მადლობა ჩემგან, დიმას საშას და ალიონას, რომლებსაც პროექტი უკვე დატოვებული ჰქონდათ. 

უფრო სწორად პროექტი დაატოვებინეს, არა, დააატოვებინა - გოჩამ დაატოვებინა, ისევე როგორც მე, პროექტი გოჩამ დამატოვებინა და არა საზოგადოებამ.

მხოლოდ ეს მამშვიდებს და ამავდროულად ძალიან მაღიზიანებს. მათ ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ მესიჯები წყვეტს, გეტყვით, რომ ასე არ არის ჟიურის დაბალმა ქულამ შესაძლებელია პროექტი დაგატოვებინოს, რამდენი სმს-იც არ უნდა გქონდეს, რაც მოხდა გუშინ... გოჩა!

თუ შენი შეფასება სამართლიანი იყო, რატომ დაგჭირდა ლაივის დასრულების თანავე გაძლიერებული დაცვა და უკანა კარიდან ჩუმად გაპარვა ისე, რომ ვერავინ თვალი ვერ მოგკრა, როგორ აორთქლდი. შეგეშინდა? რისი შეგეშინდა, ხელით მაინც არავინ შეგეხებოდა, რადგან მორიგ სიამოვნებას ჩემი, ან ჩემი ახლობლების ციხეში ჯდომით ვეღარ მოგანიჭებდი.

ერთი-ორ სალანძღავ სიტყვას კი ნამდვილად მიიღებდი, რაც ისედაც არ გაკლია, ნახავარი საქართველო იგივეს აკეთებს. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ ლაივში მქონდა, რაც ნამდვილად გეკუთვნოდა, მაგრამ არ ვაკადრე საზოგადოებას და ტელეკომპანია იმედს. და კიდევ, მივმართავ ადამიანებს, რომლებმაც ბოროტად იცრუეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს შეძლებული ოჯახიდან ვარ, თითქოს ბევრი ფული მაქვს და უამრავი ნომერი მქონდა ნაყიდი, რომლებზეც დიდი თანხა მედო და ვერავინ გამაგდებდა პროექტიდან...

ამ ცრუ ინფორმაციამ გოჩაც კიდევ უფრო აღაგზნო და მანაც არ დააყოვნა.

პასუხი: მე ვარ ზურა გორგაძე, დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, სკოლაც იქ დავამთავრე მშობლები უმაღლესი განათლებით თავს ზესტაფონის ბაზარში ვაჭრობით ირჩენენ. მე ჩემს ძმასთან, ძმის შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობ თბილისში, ნაქირავებ ბინაში (ამიტომაც ამ პროექტში წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის) და სხვა უამრავი რამ.

ვმუშაობ ძალიან ბევრგან და 16 წლიდან ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მხოლოდ საკუთარი პატიოსანი შრომით, რამეს მივაღწიო და ასეც გავაგრძელებ. რატომ არ გავაჟღერე ეს ყველაფერი პროექტის მსვლელობისას? (იმიტომ, რომ თავის შეცოდებებს სხვისას ვერ ვიტან) იმიტომ, რომ არ მინდოდა და არასოდეს მენდომება პროვოცირება გავაკეთო ოჯახურ მდგომარეობაზე და რაღაც სენტიმენტებზე, რაც ყველას ცხოვრებაში ისედაც არსებობს.

ეს ყველაფერი პროექტთან არაფერ შუაში იქნებოდა აქ კი დავწერ ჩემს გვერდზე, იმიტომ რომ ეს ჩემი რეალობაა ჩემი რეალობაა ისიც რომ დღეს მე უმრავი ადამიანისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც ჩემთვის მანქანაზეც და ბინაზეც მნიშვნელოვანია. დარჩენილ ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ ძალიან მიყვარხართ...“

სალომე დადიანი 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
თათა
ზურა არ არის საჭირო ამდენი აგრესია, ხალხი ძალიან კარგად ხედავს რა და როგორ,ჯერ ერთი საზოგადოებისთვის უცნობი იყავი აქამდე, არავინ გიცნობს და ამიტომ შეიძლება ბევრი ხალხი არ გიმესიჯებდა, მეორეც ვერ ცეკვავდი აშკარად და სალომე გათრევდა, ამიტომ გოჩაზე რაღაცეების დაბრალებას თავი დაანებე, მე თუ მკითხავ ისედაც დიდხანს გაქაჩე, არანაირი მონაცემი არ გქონდა რომ კიდევ დარჩენილიყავი. ამას მეგობრულად გეუბნები და არა ნიშნის მოგებით, უბრალოდ სიმართლეა
09:55 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინოს
ნინო როგორ გამაცინე, ,, ჩაჩუას ნათესავები რით ვერ ინელებენ გიგის დაკარგვას,, ოოოო ნინიკო, ნინიკო, ვინ გიგი, რა გიგი, ცუდათ ხარ? ჩაჩუას ნათესავები ბედნიერები არიან რომ გიორგი ვარდოსანიძეა მათი სიძე და არა გიგიკო. ძალიან მეცინება შე გიგიას ნათესაო შენა ჰაააა ))))))))
05:45 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსა
Mე პირიქით მგონია, ქორეოგრაფების წასვლის შემდეგ შოუ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა
23:46 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ქართული მეტყველების დაცემას გოჩას ნუ დავაბრალებთ, რა. გოჩა ასე რატომ მეტყველებს ეს ხომ ნათელი, ვიცით. ნურც ზურას პროექტიდან წასვლას დავაბრალებთ. ვინმე ხომ უნდა გავარდნილიყო? რატომ არა ზურა? განვმეორდები და ვიტყვი, რომ მას სალომე ქაჩავდა. სისტემატურად ვადევნებ პროექტს თვალს და ჩემ თავს ვიჭერ იმაში რომ, ზურას არც კი ვუყურებდი, სალომე მტაცებდა ყურადღებას, ზურა კი ვერც იპყრობდა მაყურებელს. ასე რომ უბრალოდ შენი წასვლის ჯერი იყო, ზურა და მარტივად შეხედე ამას. გოჩას თავისი როლი აქვს პროექტში. იმ რაღაც გაუგებრობას ნუ მივაწერთ ახლა ყველაფერს, რაც ქორეოგრაფებში მოხდა. ეს ჩვენი გასარჩევი არაა.
23:40 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
გოჩა რა შუაშია? ნუ იბოგმებიიი ნამდვილად ვერ ცეკვავდი,ნოდიკო იმსახურებს პროექტში დარჩენას.და ხალხი უფრო სალომეს უმესიჯებდა ვიდრე შენ.რეალობას თვალი გაუსწორეეეე
22:13 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
nino
gocha profesionalia DA yvelaze magrad uxdeba am proekts .....nu xart shurit DA bogmit savse ...uyuret DA isiamovnet his chirdeba tkveni gvarzl...es saxalxo proeqtia....chachuas natesavebi rit her ineleben gigis dakargvas:-)
21:25 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
)))
ზურა მთელი ლამაზი ცხოვრება წინ გაქვს! მთავარია შენც ისეთ ადამიანად არ ჩამოყალიბდე,როგორადაც ჟიურის წევრებმა წარმოაჩინეს თავი.
20:32 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფია
ჩერტკოევის უზადო მეტყველება და განათლება ხიბლავს ეტყობა "იმედის" ხელმძღვანელობას...
20:27 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
არავის ეწყინოს
სიმართლე უნდა ითვქვას! გოჩას ლანძღვა საქმეს ვერ გამოასწორებს! სალომე არის უმაგრესი მოცეკვავე ეს არც განიხილება, მაგრამ ზურანამდვილად ვერ ქაჩავდა(( და გოჩაზე გადაბრალებაარის კიდევ უფრო მეტად გამაღიზიანებელი. საწყენი არის ის რომ პროექტი ზარალდება ქორეოგრაფების გარეშე! ცხადია ძალიან ცუდი ფაქტია რომ ქორეოგრაფები გაუშვეს თუ წავიდნენ არ ვიცი, მაგრამ პროექტს სხვა უნდა მოეყვანა აუცილებლად. დაეტყო ცეკვებს. დონე დაეცა და ხალხი ინერციით უყურებს.
20:12 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მართა
ტელეკომპანია იმედს ვთხოვ მოგვაშოროს ეს დებილი ჩერტკოევი...უკვე თავს გავიდა მაგის უტიფრობა...ასეთი გულბოროტი კაცუნა მართლაც რომ ამაზრზენია... ქართული ენის დაცვის მიზნით მიტინგების გამართვას ნუ გვაიძულებთ...დავიღალეთ გოჩა!!!!
19:50 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS