11 დეკემბერი, 2014
ზურა გორგაძე გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება: „თუ სამართლიანი იყო, რატომ დასჭირდა უკანა კარით გაპარვა“
თავად, ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა, ვერ მოინელა დიმა საშა და ალიონა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი ტური სალომე ჭაჭუას და ზურა გორგაძის წყვილმა დატოვა. მოცეკვავეებმა ორ-ორი ცეკვა შეასრულეს. პირველი ცეკვის მერე სალომემ და ზურამ გოჩა ჩერტკოევისგან მხოლოდ 5 ქულა დაიმსახურეს. „კარგი ცეკვა იყო, მაგრამ ის არ იცეკვეთ, რაც დაგავალესო“, - აღნიშნა გოჩამ. პროექტის დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ზურა გორგაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„რამდენი რამის თქმა მინდა და საიდან დავიწყო არც კი ვიცი, მაგრამ
დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი რამით, უღრმესი მადლობით, რომელიც თქვენ ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ნაცნობებო, ''ფეისბუქის'' მეგობრებო, მთლიანად საზოგადოებას გეკუთვნით. მადლობა ძალიან ცოტაა იმის სანაცვლოდ, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ. არ არის მარტივი მასისთვის ჯერ კიდევ უცნობი ადამიანი თითქმის ფინალამდე მივიდეს...

პროექტმა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც მომცა, ეს თქვენი გულშემატკივრობა, უამრავი თბილი შეტყობინება, კომენტარი და სიყვარულია, რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ თქვენი მოლოდინი ბოლომდე ვერ გავამართლე, თუმცა ბოდიში მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მოიხადოს ჩემი და თქვენი საზოგადოების წინაშე.

გუშინ ერთმა სუბიექტმა, სახელად გოჩამ, არა მარტო მე, არამედ საზოგადოება ფეხებზე დაიკიდა, ვციტირებ მის სიტყვებს:

"ეს მოსწონს საზოგადოებას, ხალხს, ეს არის მაგარი შოუ, ბრავო," მაგრამ არ მოსწონდა თავად, ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა, ვერ მოინელა დიმა, საშა და ალიონა, ჩვენი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფები, რომლებიც თან გვყვებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ პროექტის და მონაწილეების წარმატებისთვის.

ვერ მოინელა მათი კეთილ განწყობა ჩემსა და სალომეს მიმართ, რომლებიც მაინც განაგრძობდნენ ჩვენს დახმარებას. ვერ მოინელა პირდაპირ ეთერში მადლობა ჩემგან, დიმას საშას და ალიონას, რომლებსაც პროექტი უკვე დატოვებული ჰქონდათ. 

უფრო სწორად პროექტი დაატოვებინეს, არა, დააატოვებინა - გოჩამ დაატოვებინა, ისევე როგორც მე, პროექტი გოჩამ დამატოვებინა და არა საზოგადოებამ.

მხოლოდ ეს მამშვიდებს და ამავდროულად ძალიან მაღიზიანებს. მათ ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ მესიჯები წყვეტს, გეტყვით, რომ ასე არ არის ჟიურის დაბალმა ქულამ შესაძლებელია პროექტი დაგატოვებინოს, რამდენი სმს-იც არ უნდა გქონდეს, რაც მოხდა გუშინ... გოჩა!

თუ შენი შეფასება სამართლიანი იყო, რატომ დაგჭირდა ლაივის დასრულების თანავე გაძლიერებული დაცვა და უკანა კარიდან ჩუმად გაპარვა ისე, რომ ვერავინ თვალი ვერ მოგკრა, როგორ აორთქლდი. შეგეშინდა? რისი შეგეშინდა, ხელით მაინც არავინ შეგეხებოდა, რადგან მორიგ სიამოვნებას ჩემი, ან ჩემი ახლობლების ციხეში ჯდომით ვეღარ მოგანიჭებდი.

ერთი-ორ სალანძღავ სიტყვას კი ნამდვილად მიიღებდი, რაც ისედაც არ გაკლია, ნახავარი საქართველო იგივეს აკეთებს. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ ლაივში მქონდა, რაც ნამდვილად გეკუთვნოდა, მაგრამ არ ვაკადრე საზოგადოებას და ტელეკომპანია იმედს. და კიდევ, მივმართავ ადამიანებს, რომლებმაც ბოროტად იცრუეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს შეძლებული ოჯახიდან ვარ, თითქოს ბევრი ფული მაქვს და უამრავი ნომერი მქონდა ნაყიდი, რომლებზეც დიდი თანხა მედო და ვერავინ გამაგდებდა პროექტიდან...

ამ ცრუ ინფორმაციამ გოჩაც კიდევ უფრო აღაგზნო და მანაც არ დააყოვნა.

პასუხი: მე ვარ ზურა გორგაძე, დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, სკოლაც იქ დავამთავრე მშობლები უმაღლესი განათლებით თავს ზესტაფონის ბაზარში ვაჭრობით ირჩენენ. მე ჩემს ძმასთან, ძმის შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობ თბილისში, ნაქირავებ ბინაში (ამიტომაც ამ პროექტში წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის) და სხვა უამრავი რამ.

ვმუშაობ ძალიან ბევრგან და 16 წლიდან ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მხოლოდ საკუთარი პატიოსანი შრომით, რამეს მივაღწიო და ასეც გავაგრძელებ. რატომ არ გავაჟღერე ეს ყველაფერი პროექტის მსვლელობისას? (იმიტომ, რომ თავის შეცოდებებს სხვისას ვერ ვიტან) იმიტომ, რომ არ მინდოდა და არასოდეს მენდომება პროვოცირება გავაკეთო ოჯახურ მდგომარეობაზე და რაღაც სენტიმენტებზე, რაც ყველას ცხოვრებაში ისედაც არსებობს.

ეს ყველაფერი პროექტთან არაფერ შუაში იქნებოდა აქ კი დავწერ ჩემს გვერდზე, იმიტომ რომ ეს ჩემი რეალობაა ჩემი რეალობაა ისიც რომ დღეს მე უმრავი ადამიანისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც ჩემთვის მანქანაზეც და ბინაზეც მნიშვნელოვანია. დარჩენილ ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ ძალიან მიყვარხართ...“

სალომე დადიანი 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
ლიანა
სალომე ყოველთვის მოგებულია!ის უნიკალურია-ყველა ვერშეძლებს მასტან გატოლებას-ეს არის სიმართლრ!რა შუაშია გოცჰა?
18:51 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ტასო
ვეტანხმები ზურას მატ ვერ მოინელეს სალომე და ბოგმას ანტხევენ დაზინებული გიგი გაცეცილადზე როდის გაიგვიდზებს გმერტმა იცის
18:36 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
tsiko
გამოხტომებზე ნამდვილად გეტყობოდა, რომ სოფლელი და ,,ჟილკიანი" ხარ. წადი რა გაიარე. შეირგე, რაც ცოტა პლასტიკა დახვეწე. ისე, მსახიობი კაცი მასე გაშეშებული არ უნდა იყო
17:47 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
gocha
არაფრის მტკიცებას არ დავიწყებ მარა უკვე აშკარაა რო ესემესები მგონი ყველაზე ნაკლებად წყვეტს რამეს! ნუცა ბუზალაძე ასკარად მინიმუმ საფინალოდ იყო გამზადებული ნოდიკოსთან ერთად მაგრამ მისმა ფეხის მოტეხვამ ეს გეგმა არია! ნოდიკოს რო ბოლომდე ათრევენ მაგაში ეჭვი არ მეპარება,მეორე ფინალისტი წესით მარიამი უნდა იყოს(აშკარად დამსახურებულად),ხოლო ზურას ის ბედი ეწევა რაც მეორე ზურას,ანუ ამ შემთხვევაში მზია საშა ოხრიმენკოს ცოლია და არ გაამარჯვებინებენ! სამწუხაროდ უკვე წინა სეზონში დავრწმუნდი რომ მოუსყიდავი არავინ არაა!
17:41 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ზურა ტყუილად იბოღმები,შენ ვერ და არ ცეკვავდი,ცეკვავდა სალომე შენს მაგივრადაც... მეგული იოალე არაბულზე დამწყდა, ის ცეკვავდა და უხდებოდა კიდეც შოუს!!!!!
17:11 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
კველაზე უსამარტლო პროეკტია ზურას და სალომეს უნდა მოეგო იმსახურებდნენ მატკენ ვიკავი და გული დამწკდა რომ გავარდნენ კველაპერი გოჰას ბრალია რას გადაეკიდა ზურას და სალოს სულ უკმაკოპილო იკო მატი ცეკვიტ ამატ დაბალ კულებს უწერდნენ და სხვებს მაგლებს სრული უსამარტლობაა 6სეზონზე გოსა არ უნდა იკოს კარგია სალომე გიორგისტან რომ გავიდა პინალსჰი იკ მაინც გაუმარტლა ვერ ვიტან გოსჰას საზიზგარი ადამიანია გულის ამრევი დარწმუნებული ვარ სმსები სჰაწკობილია უნდა გადამოწმდეს ზურას და სალოს უნდა მოეგო ამ სეზონზე იმედი მაკ სალომე 6სეზონსჰი მიიგებს მონაწილეობას და მოიგებს კიდეეც იმედი მაკ
16:59 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ჯერ იყო და უსირცხვილოდ დაიბრალა სავაშს მე ვახმოვანებდიო,უტიფრად იდგა და თავს იწონებდა მის წინ,არავის არ შერცხვა და შემდეგ თავის მართლების მაგივრად ენა იაქაფა,ეხლა გავარდა და ისევ აიქაფა ენა.მანამე რატომ არ ჭიკჭიკებდა ასე და რატომ არ გამოთქვამდა ხმამაღლა პრეტენზიებს?რომელი ვარსკვლავი ეგ არის იქნებ ვინმემ ამიხსნას???????საზოგადოებისთვის სრულიად უცნობ ადამიანებს ანიჭებენ ვარსკვლავის სტატუსს.მათი მეწყვილეების ხარჯზე ხდებიან პოპულარულები,ისინი არიან ნამდვილი ვარსკვლავები და ისინი იმსახურებენ ბინას და მანქანას.
16:45 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ზურა რაზე გაქვს პრეტენზია?კარგად ცეკვავდი და ვერ დაგიფასეს?ნუ გამოიწვევ ხალხში უარყოფით რეაქციას. წარმატებებს გისურვებ შენს საქმიანობაში
15:44 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
მეც კი მინდოდა ზურას გაემარჯვა მაგრამ რად გინდა ეხლა ადგედა ასეტი სისულელები წერო დააბრალო ვინმეს კარგი რა ქალივით ნუ იქცევი ვაა.ამ ბიჩებმა ცაან ისწავლეთ ჩორაობა
13:26 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
რატო ხდება ასე!!!??
რატო ხდება ასე პოლიტიაში და საერთოდ შოუშიც!! სანამ პირადში არ შეგეხება მანამდე ჩუმად ხარ აი როცა შეგეხებიან მერე გამოდიხარ და უკვე იწყებ შენამდეც ვინც ~დაჩაგრეს~ იმათ გამართლებასაც მოდით რააა სიმართლეს მხარეს იყავით და დაიცავი ისნი ვისაც უსამართლოდ სჯიან რომ შენამდე ვეგარ მოვიდნენ. რატომ არ ლანძღავდი აქმდე გოჩას!? სანამ კონკურს გარეტ არ არმოცნდი ხომ კმაყოფილი იყავი . აი ამაშია საქმე
10:41 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS