11 დეკემბერი, 2014
ზურა გორგაძე გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება: „თუ სამართლიანი იყო, რატომ დასჭირდა უკანა კარით გაპარვა“
თავად, ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა, ვერ მოინელა დიმა საშა და ალიონა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი ტური სალომე ჭაჭუას და ზურა გორგაძის წყვილმა დატოვა. მოცეკვავეებმა ორ-ორი ცეკვა შეასრულეს. პირველი ცეკვის მერე სალომემ და ზურამ გოჩა ჩერტკოევისგან მხოლოდ 5 ქულა დაიმსახურეს. „კარგი ცეკვა იყო, მაგრამ ის არ იცეკვეთ, რაც დაგავალესო“, - აღნიშნა გოჩამ. პროექტის დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ზურა გორგაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„რამდენი რამის თქმა მინდა და საიდან დავიწყო არც კი ვიცი, მაგრამ
დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი რამით, უღრმესი მადლობით, რომელიც თქვენ ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ნაცნობებო, ''ფეისბუქის'' მეგობრებო, მთლიანად საზოგადოებას გეკუთვნით. მადლობა ძალიან ცოტაა იმის სანაცვლოდ, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ. არ არის მარტივი მასისთვის ჯერ კიდევ უცნობი ადამიანი თითქმის ფინალამდე მივიდეს...

პროექტმა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც მომცა, ეს თქვენი გულშემატკივრობა, უამრავი თბილი შეტყობინება, კომენტარი და სიყვარულია, რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ თქვენი მოლოდინი ბოლომდე ვერ გავამართლე, თუმცა ბოდიში მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მოიხადოს ჩემი და თქვენი საზოგადოების წინაშე.

გუშინ ერთმა სუბიექტმა, სახელად გოჩამ, არა მარტო მე, არამედ საზოგადოება ფეხებზე დაიკიდა, ვციტირებ მის სიტყვებს:

"ეს მოსწონს საზოგადოებას, ხალხს, ეს არის მაგარი შოუ, ბრავო," მაგრამ არ მოსწონდა თავად, ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა, ვერ მოინელა დიმა, საშა და ალიონა, ჩვენი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფები, რომლებიც თან გვყვებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ პროექტის და მონაწილეების წარმატებისთვის.

ვერ მოინელა მათი კეთილ განწყობა ჩემსა და სალომეს მიმართ, რომლებიც მაინც განაგრძობდნენ ჩვენს დახმარებას. ვერ მოინელა პირდაპირ ეთერში მადლობა ჩემგან, დიმას საშას და ალიონას, რომლებსაც პროექტი უკვე დატოვებული ჰქონდათ. 

უფრო სწორად პროექტი დაატოვებინეს, არა, დააატოვებინა - გოჩამ დაატოვებინა, ისევე როგორც მე, პროექტი გოჩამ დამატოვებინა და არა საზოგადოებამ.

მხოლოდ ეს მამშვიდებს და ამავდროულად ძალიან მაღიზიანებს. მათ ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ მესიჯები წყვეტს, გეტყვით, რომ ასე არ არის ჟიურის დაბალმა ქულამ შესაძლებელია პროექტი დაგატოვებინოს, რამდენი სმს-იც არ უნდა გქონდეს, რაც მოხდა გუშინ... გოჩა!

თუ შენი შეფასება სამართლიანი იყო, რატომ დაგჭირდა ლაივის დასრულების თანავე გაძლიერებული დაცვა და უკანა კარიდან ჩუმად გაპარვა ისე, რომ ვერავინ თვალი ვერ მოგკრა, როგორ აორთქლდი. შეგეშინდა? რისი შეგეშინდა, ხელით მაინც არავინ შეგეხებოდა, რადგან მორიგ სიამოვნებას ჩემი, ან ჩემი ახლობლების ციხეში ჯდომით ვეღარ მოგანიჭებდი.

ერთი-ორ სალანძღავ სიტყვას კი ნამდვილად მიიღებდი, რაც ისედაც არ გაკლია, ნახავარი საქართველო იგივეს აკეთებს. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ ლაივში მქონდა, რაც ნამდვილად გეკუთვნოდა, მაგრამ არ ვაკადრე საზოგადოებას და ტელეკომპანია იმედს. და კიდევ, მივმართავ ადამიანებს, რომლებმაც ბოროტად იცრუეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს შეძლებული ოჯახიდან ვარ, თითქოს ბევრი ფული მაქვს და უამრავი ნომერი მქონდა ნაყიდი, რომლებზეც დიდი თანხა მედო და ვერავინ გამაგდებდა პროექტიდან...

ამ ცრუ ინფორმაციამ გოჩაც კიდევ უფრო აღაგზნო და მანაც არ დააყოვნა.

პასუხი: მე ვარ ზურა გორგაძე, დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, სკოლაც იქ დავამთავრე მშობლები უმაღლესი განათლებით თავს ზესტაფონის ბაზარში ვაჭრობით ირჩენენ. მე ჩემს ძმასთან, ძმის შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობ თბილისში, ნაქირავებ ბინაში (ამიტომაც ამ პროექტში წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის) და სხვა უამრავი რამ.

ვმუშაობ ძალიან ბევრგან და 16 წლიდან ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მხოლოდ საკუთარი პატიოსანი შრომით, რამეს მივაღწიო და ასეც გავაგრძელებ. რატომ არ გავაჟღერე ეს ყველაფერი პროექტის მსვლელობისას? (იმიტომ, რომ თავის შეცოდებებს სხვისას ვერ ვიტან) იმიტომ, რომ არ მინდოდა და არასოდეს მენდომება პროვოცირება გავაკეთო ოჯახურ მდგომარეობაზე და რაღაც სენტიმენტებზე, რაც ყველას ცხოვრებაში ისედაც არსებობს.

ეს ყველაფერი პროექტთან არაფერ შუაში იქნებოდა აქ კი დავწერ ჩემს გვერდზე, იმიტომ რომ ეს ჩემი რეალობაა ჩემი რეალობაა ისიც რომ დღეს მე უმრავი ადამიანისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც ჩემთვის მანქანაზეც და ბინაზეც მნიშვნელოვანია. დარჩენილ ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ ძალიან მიყვარხართ...“

სალომე დადიანი 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
111
რაა ეხლა ეს ქალივით ჭორაობა, თუმცა ზესტაფონია რაა.....
10:49 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ნინო, მე როგორც ვიცი სალომემ მიატოვა მაგ ადამიანი და გიგი იძახოდა ერთი თვე მინდოდა შერიგება, ვცდილობდი და არ შემირიგდაო და.. ცოტა უცნაურია შენი განცხადებები. სალომე არის ძალიან კარგი ადამიანი პირველ რიგში, ადამიანი რომელსაც 24 წლის ასაკშიც შერჩა ბავშურობა, რაც სამწუხაროდ იშვიათია დღეს. გიგი კი არსებობს მშობლებით, და არცერთი ნორმალური, შრომისმოყვარე, თავისი შრომით წარმტება მოპოვებული ადამიანი სალოს არ გააკრიტიკებს, უკვე ვიცი რაც ხარ. შენნაირი ადამინები ჩემთვის ,,დევს''. და კარგი იქნება თუ შეცვლებიან და ელემენტარული საკუტარი თუ მაინც ექნებათ. ამიტომ იძახის გიგი ღამეში ერთი საათი მძინავსო, ზუსტადაც დააფასა შრომის ფასი. ზურა არ იყო ძლიერი მოცეკვავე მაგრამ მანდ ვინცაა გინდა ზურა, გინდა თორნიკე ნამდვილად ვერ ჯობნის ზურას..და საერთოდაც ნაგავი ქვეყანა გვაქვს, ადამიანის ფრენას ვერ ეგუებიან, ვერ ეგუებიან ადამიანის ბედნიერებას, ეს გასაცოდავებული ხალხი, საერთოდ არაფერსაც რომ არ უშავდებს და ვინმე ბედნირი დაინახონ იმწუთში გაამწარებენ და ამისთვის რაღაცას მოიგონებენ. სალო ბედნიერებას გისურვებ გიორგისთან ერთად მთელი გულით. თავის დროზე დაეფასებია გიგის კარგი იქნებოდა.... ახლა ალბათ გვიანია..............
00:35 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანი
გოჩა მაგარია, ეგ რომ არ იყოს საინტერესო აღარც კი იქნებოდა. აბა ის მოგწონთ ჟიურის წევრების ყველას რომ აქებენ, რომელია მანდ საქებარი........... ასე მოიძულეს მარინა ბერიძეც. "ესენი მხოლოდ უნდა აქო"
22:24 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
სალომე მე შენი ფანი ვიყავი ყველა ხონხურსში და რა თქმა უნდა ეხლას მაგრამ სამწუხაროდ გავარდიათ მაგრამ არაუშავს,თქვენზე კარგად ვერცეთი ცეკვავს ცეკვავენ ვარსკვლავებში.....ერთი სიტყვით ყველაზე კარგაი მეწყვილეები შენ და გიორგი ვარდოსანიძე იყავით:):).....
21:10 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გენაცვალე ზურა, ძალიან მაგარი კაცი ხარ! გამრავლდეს შენი გვარი, დიდი სიამოვნება მოგვანიჭე! ღირსებას ინარჩუნებ ყველგან და ყოველთვის, უფალი გაგაძლიერებს და იმაზე მეტს მიიღებ9 ვიდრე ბინა და მანქანაა. მთელ საქართველოს შეუყვარდი და აბა შენ იცი, სხვა პროექტებშიც მიიღე მონაწილეობა, არ დაიკარგო. წარმატებულ გზებზე გევლოს
16:24 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
ჭაჭუამ ვერ მიაღწია რა ფინალამდე, ღირსეული მეწყვილე მოუძებნეთ. რაც შეეხება ზურას, ნორმალურად ცეკვავდა, მაგრამ გამარჯვების ღირსი არ იყო.
17:42 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
ვიზუალურად ზურა ყველაზე მაგარი ტიპი იყო,რასაც ცეკვაზე ამას ვერ ვიტყვი.ზურა არ იყო ძლიერი მოცეკვავე და ამას ჩერტკოევს ნუ დავაბრალებ.ბინა კი გინდოდა ამას არავინ გედავება, მითუმეტეს თბილისში მაგრამ ვინც ამ ბინას მოიგებს,ის ღირსეული კანდიდატი უნდა იყოს.
15:36 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
წარმატებებიი ზურააა, მეგობრობას შესწირე შენ ეს ყოველივეე.... ამით შენი ღირებულებები გამოჩნდა უბრალოდ...შენ ყველაფერს მიაგწევ !
15:18 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ზაზა
სალომე, ზურა! გული არ დაგწყდეთ, თქვენ რომელ ადგილზეც გინდა გახვიდეთ. სალომე შეუდარებელია პირველია. გული არ დაგწყდეთ ძალიან კარგად ვიცით რომ ყველაფერი ჩაწყობილია, მაგ რახასტამ კიდევ ბანტიკებით რომ არის შემოსილი გახარებულია და აცალეთ
10:41 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ეი ნინო ვერ ხარ ეტყობა კარგად.. გიგი არასოდეს იყო სალოს გირსი.. გოჩა კი დაბდურია მაგარი. ნოდიკო საერთოდ ბერ ცეკვავს, რასაც ქვია დაბოდიალიბს სცენაზე, მაგან თუ მოიგო მაგარი უსამართლობა იქნება
10:11 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS