11 დეკემბერი, 2014
ნინამ შორენა ბეგაშვილი ლესბო-კლიპში გადაიღო
კლიპის პრეზენტაცია ჯერ არ ყოფილა მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ყოველთვის გულახდილი რესპონდენტია. ტრადიცია არც ''მძიმე კაცთანაც'' დაარღვია და წამყვანის უხერხულ კითხვებს ღიმილით უპასუხა.

კითხვას სად უყურებს პირველად მამაკაცს, რომელიც მოეწონება, მომღერალმა უპასუხა, რომ თვალებში, რადგან მისთვის თვალებიდან მომავალი ენერგეტიკა ძალიან მნიშვნლოვანია, და მისი მზერა უნდა წვავდეს. დასძინა, რომ ამჯერად არავინ ''წვავს''.

მომდევნო კითხვაზე, უფლირტავია თუ არა ქალთან. მომღერალმა უპასუხა, რომ ჰეტეროსექსუალია. აქვე ისიც გაამხილა, რომ ცოტა ხნის წინ ლესბო-კლიპი გადაიღო, სადაც თამაში ძალიან გაუჭირდა და მაშინ
საბოლოოდ დარწმუნდა თავის ორიენტაციაში.

კლიპის პრეზენტაცია ჯერ არ ყოფილა. ნინასთან ერთად კლიპში შორენა ბეგაშვილი ითამაშებს.

სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა ''პროფილში'' გადაღებული შორენას და ნინას ფოტოები და სავარაუდოდ ლესბო-კლიპის პრეზენტაციას სწორედ ამ გადაცემის საახალწლო პროექტის ფარგლებში ვიხილავთ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS