09 დეკემბერი, 2014
მარიტა როხვაძე სკანდალურ ნომერზე განმარტებას აკეთებს - ''ხალხის აგრესიის გამოწვევა ნამდვილად არ მინდოდა...''
რატომ გამოვხატავთ აგრესიას ქართველებზე, არ მესმის მარიტა როხვაძის დაკლებული კოლოგრამები შესამჩნევი განსაკუთრებით ''ბრავოს'' ფინალზე გახდა. მაყურებელს საშუალება მიეცა მარიტას ნომერი, კარგი შესრულებითა და თამამი ჩაცმულობით ენახა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მომღერლის მოშიშვლებულმა ფეხებმა და თეძოზე დაირას მირტყმამ გააღიზიანა.

- ვისაც ნანახი აქვს მიუზიკლი NiNE ჩემი ჩაცმის სტილი ნამდვილად არ გაუკვირდებოდა. ამ მიუზიკლიდან ვიმღერე სიმღერა ''ბი იტალია''. მე განვასახიერე პერსონაჟი, რომელსაც ასრულებს ფერგი. თქვენ ფერგის ჩაცმულობა რომ ნახოთ, ჩემი სიშიშვლე ნამდვილად არ გაგაოცებთ. ''ბრავო'' არ არის მხოლოდ მომღერლების
კონკურსი. ეს არის შოუ და საჭიროა გარკვეული პერფორმანსი. გრძელი კაბა ამ ნომერს არ მოუხდებოდა.
- შენს პირველ ნომერს ''ბრავოში'' და იმ ჩაცმულობას, ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა მაყურებლის მხრიდან, მეგონა, მეორედ ამ რისკზე აღარ წახვიდოდი.
- აბსოლუტურად განსხვავებულად მეცვა მაშინ. დაფიქრებას რაც შეეხება, რატომ? ამ პროექტში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ ხალხისთვის ახალი მარიტა გამეცნო, მინდა გაიგონ და დაინახონ რა შემიძლია დღეს. თუ აქამდე მხოლოდ მიკროფონთან დგომა და სიმღერა შემეძლო, დღეს შემიძლია დავდგა შოუ, ვიყო შოუვუმენი. ხალხის აგრესიის გამოწვევა ნამდვილად არ მინდოდა. დარწმუნებული ვარ, რომელიმე უცხოელი მომღერალი რომ ენახათ ამ ნომრით, ტაშს დაუკრავდნენ და მოიწონებდნენ კიდეც. რატომ გამოვხატავთ აგრესიას ქართველებზე, არ მესმის.
- რას ეტყვი მათ ვინც ფიქრობს, რომ მარიტამ სიშიშვლით გადაწყვიტა ''ბრავოს'' მოგება?
- სისულელეა. მინდა ვუთხა ყველას, პოზიტიურად შეხედეთ ამ ნომერს, ხელოვნების კუთხით. შეიძლება იდიალური ფორმები არ მაქვს, მაგრამ ნომერს მოუხდა ეს ჩაცმულობა. მოსმენისა და ანალიზის უნარი არ გვაქვს.
- შენ ამბობ, რომ შოუსთვის გააკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ პროექტი მოიგო მან, ვინც უბრალოდ იდგა მიკროფონთან და მღეროდა…
- ოთო ძლიერი მომღერალია, დიდ პატივს ვცემ. იგივე პროექტი აქვს მოგებული, რაც მე მოვიგე. ვერ ვიტყვი რომ უსამართლოდ მოიგო, ვულოცავ გამარჯვებას. ეს მაყურებლის არჩევანია ასეთი. მადლობას ვუხდი მათ ვინც მგულშემატკივრობდა. ამაყი ვარ, რომ ისეთი ნომერი შევთავაზე მაყურებელს, რაც დასამახსოვრებელი იქნება დიდხანს.

იხილეთ ასევე


ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
კოკო
დაანებეთ თავი ამ ქალს, რა ქნას იქნებ სიშიშვლით მაინც მიიქციოს ყურადღება.
09:35 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ასეთI გარდასახვა ცოტა გოიმობოა, რიტმულად შეგეძლო ეს ყველაფერი ...შენზეა ნათქვამი ტრუსის გამოჩენიდან დუნდულების გამოჩენამდე....წინ მიიწევ ..
21:31 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დათა
ყველაფერი ძალიან ვულგარული იყო.კარგია რომ მხოლოდ შენ ხარ კმაყოფილი.ხალხს ეს ყველაფერი მხოლოდ საპირისპიროდ განაწყობს.
19:58 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიმარი
მინდა წარმატებები გისურვო, მაგრამ უნდა გაითვალისწინო, აქ საქართველოა და არა იტალია. მე პირადად ფერად მოკლე კაბაში უფრო მომეწონე
19:45 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ამ გოგოს სიშიშვლე ზღვარს გადაცდა ნამდვილად.თუ სიმღერა გინდა იმღერე.თუ გინდა რომ ხალხის სიყვარული მოიპოვო და არა ის რომ შენი აზრით შოუს დგამ სცენაზე რომელიც მიუღებელია ზედმეტად სითამამე.რომელიც ბევრისთვის ზიზღს იწვევს. ასეთი საქციელი ყოვლად დაუშვებელია.არ დაგავიწყდეს შენ საქართველოში ხარ!!
19:41 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მუჩვში
ვაი თქვე უსაქმურებო
18:51 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
წარმატებები ოთოს
17:30 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
როცა თუნდაც გაშიშვლება შენი შინაგანი თავისუფლების გამოხატულებაა, (კიდევ ერთხელ ვიმეორებ სიტყვას "თავისუფლება" და არა "ნება"), როცა სიშიშვლის გამოჩენაც არაგოიმურად შეგიძლია,როცა ამ ყველაფერს შინაგანი ინტელექტიც მოსდევს, მაშინ ხარ მაგარი. შიშველი ბარძაყები დამიჯერეთ არავის უკვირს. როცა ამას ქაჯურად აკეთებ, ანუ სიშიშვლე სიშიშვლისთვის, ეგ უკვე ხდება "პახაბშინა" . ასე რომ სანამ ვინმეს შეადარებ თავს, ჩემო გოგო, ჯერ საკუთარ შინაგან ეგოს მოუსმინე, ვინ ხარ :) დიდი ხანია თბილისის ტრაფარეტი გადმოკვეთე, ასეთი არაჯანსაღად თავდაჯერებული რომ ხარ ?აი ამას ჰქვია სწორად ჭეშმარიტი პროვინციალიზმი. წარმატებები მარიტა და ცოტა თავმდაბლობა. ერთი რჩევაც ბარემ: ქალი რომ საკუთარ თავს თვითონ აქებს, აი როგორი სექსუალური ვარ, აი როგორი ლამაზი ვარო, სასაცილოდ გამოიყურება გვერდიდან. მიეცი ხალხს საშუალება თვითონ შეგაფასოს:)
17:29 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS