09 დეკემბერი, 2014
მარიტა როხვაძე სკანდალურ ნომერზე განმარტებას აკეთებს - ''ხალხის აგრესიის გამოწვევა ნამდვილად არ მინდოდა...''
რატომ გამოვხატავთ აგრესიას ქართველებზე, არ მესმის მარიტა როხვაძის დაკლებული კოლოგრამები შესამჩნევი განსაკუთრებით ''ბრავოს'' ფინალზე გახდა. მაყურებელს საშუალება მიეცა მარიტას ნომერი, კარგი შესრულებითა და თამამი ჩაცმულობით ენახა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მომღერლის მოშიშვლებულმა ფეხებმა და თეძოზე დაირას მირტყმამ გააღიზიანა.

- ვისაც ნანახი აქვს მიუზიკლი NiNE ჩემი ჩაცმის სტილი ნამდვილად არ გაუკვირდებოდა. ამ მიუზიკლიდან ვიმღერე სიმღერა ''ბი იტალია''. მე განვასახიერე პერსონაჟი, რომელსაც ასრულებს ფერგი. თქვენ ფერგის ჩაცმულობა რომ ნახოთ, ჩემი სიშიშვლე ნამდვილად არ გაგაოცებთ. ''ბრავო'' არ არის მხოლოდ მომღერლების
კონკურსი. ეს არის შოუ და საჭიროა გარკვეული პერფორმანსი. გრძელი კაბა ამ ნომერს არ მოუხდებოდა.
- შენს პირველ ნომერს ''ბრავოში'' და იმ ჩაცმულობას, ისეთი აჟიოტაჟი მოჰყვა მაყურებლის მხრიდან, მეგონა, მეორედ ამ რისკზე აღარ წახვიდოდი.
- აბსოლუტურად განსხვავებულად მეცვა მაშინ. დაფიქრებას რაც შეეხება, რატომ? ამ პროექტში იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ ხალხისთვის ახალი მარიტა გამეცნო, მინდა გაიგონ და დაინახონ რა შემიძლია დღეს. თუ აქამდე მხოლოდ მიკროფონთან დგომა და სიმღერა შემეძლო, დღეს შემიძლია დავდგა შოუ, ვიყო შოუვუმენი. ხალხის აგრესიის გამოწვევა ნამდვილად არ მინდოდა. დარწმუნებული ვარ, რომელიმე უცხოელი მომღერალი რომ ენახათ ამ ნომრით, ტაშს დაუკრავდნენ და მოიწონებდნენ კიდეც. რატომ გამოვხატავთ აგრესიას ქართველებზე, არ მესმის.
- რას ეტყვი მათ ვინც ფიქრობს, რომ მარიტამ სიშიშვლით გადაწყვიტა ''ბრავოს'' მოგება?
- სისულელეა. მინდა ვუთხა ყველას, პოზიტიურად შეხედეთ ამ ნომერს, ხელოვნების კუთხით. შეიძლება იდიალური ფორმები არ მაქვს, მაგრამ ნომერს მოუხდა ეს ჩაცმულობა. მოსმენისა და ანალიზის უნარი არ გვაქვს.
- შენ ამბობ, რომ შოუსთვის გააკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ პროექტი მოიგო მან, ვინც უბრალოდ იდგა მიკროფონთან და მღეროდა…
- ოთო ძლიერი მომღერალია, დიდ პატივს ვცემ. იგივე პროექტი აქვს მოგებული, რაც მე მოვიგე. ვერ ვიტყვი რომ უსამართლოდ მოიგო, ვულოცავ გამარჯვებას. ეს მაყურებლის არჩევანია ასეთი. მადლობას ვუხდი მათ ვინც მგულშემატკივრობდა. ამაყი ვარ, რომ ისეთი ნომერი შევთავაზე მაყურებელს, რაც დასამახსოვრებელი იქნება დიდხანს.

იხილეთ ასევე


ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
თამო
მეც გამაღიზიანა ამ ნომერმა, ზედმეტი მოუვიდა, მგონი.
21:57 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
mar92
მარიტა ნუ გაიტეხ გულს და ნურც გაიკვირვებ ასეთ დამოკიდებულობას ხალხისგან ეს ხომ საქართველოა:)) და მოსახლეობის80% შურიანია ჩვენნაირი გაბედულების მიმართ.ასე რომ მიაწექი შენსას და დაიკიდე შურიან ბოღმიანების რჩევები მათნაირებს თავიანთი თYავები გაჭირებიათ.
17:00 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ნათითი იცი რას გეტყვი? მარიტა გინახავს ყოველდღიურად როგორი ჩაცმულია? იცნობ მას რა ტკივა და რა უხარია? არ იცნობ და იმედია გაიცნობ და მიხვდები რომ ამ ყველაფერს იმისთვის არ აკეთებს ვიღაცეებს დაემსგავოს! აზრზე არ ხარ მიუზიკლი რას ნიშნავს და სცენაზე იდგას პერსონაჟი, მხახიობი !
13:23 / 13-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათითი
მე პირადად არაფერი მშურს მ ისი, არც ჩემზე მეტად ლამაზია, არც ჩემზე მეტად გამხდარი :) სიმღერის ნიჭს რაც შეეხება... სწორედ ამ ნიჭის გამო და კიდევ იმის გამო , რომ იყო ძალიან საყვარელი ტიპაჟი და იმ შოუში, სადაც გაიცნეს , თავი წარმოაჩინა როგორც ძალიან უბრალო და თავმდაბალმა , ბავშვების მოყვარულმა და მათთან მოთამაშე ადამიანად, ყველამ შეიყვარა და მხარი დაუჭირეს... მარტო ნიჭი სიმღერის, არავის უკვირს საქართველოში... ეხლა სწორედ ის ადამიანები არიან ალბათ გულდაწყვეთილება,იმედგაცრუებულები და ცუდად გაკვირვებულები, ვინც მაშინ, ისეტ მარიტას დაუჭირა მხარი და არც ფასიანი ესემესები არ დაიშურა :) არ განვიკითხავ, უნდა ასეთი იყოს და ასეთად დაიმკვიდროს თავი და კი ბატონი, ეს ადვილი გზაა და მაგაზე კიარა, ვინც გაიხადა, დღეს ყველაზე წერენ ამ ინტერნეტ ჟურნალებში, ეს ჟურნალისტები ხომ ფეისბუქის ჭორიკნებს უფრო გვანან დღეს, ვიდრე მართლაც მოაზროვნე პროფესიის წარმომადგენლებს... უბრალოდ ძალიან გთხოვთ რა, ნუ გაქვთ ყველაფერზე ერთუჯრედიანი ამების პასუხი : "აუ შურთ და შური ალაპარაკებთ" :))) ბეგაშვილობას სიმღერის ნიჭი არ სწირდება :) იდგეს და ილაპარაკოს საყვარლის ნაჩუქარ ტრუსებზე და გაიხადოს სადაც კამერას დაინახავს, ვოტ ი ვსიო :)
04:05 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
რატომ ვერ ეგუებიან საქრთველოში მასსზე ლმაზებს და უკეთესებს ადამიანები? არაფერი გაუკეტებია ამ გოგოს ისეთი ვინმესთვის რომ ევნო პირიქით კარგი და ლამაზი სანახავი იყოო. ძალიან მომწონხარ მარიტა და ისე იცხოვრე როგორც გინდა ნუ შეიზღუდები იმის გამო რომ სხვას ეს არ გამოუვა ან არ ან ვერ გააკეთებს იმას რასაც შენ.ულამაზესი და უსაყვარლესი ხარ ბევრის თვალში და რა თქმა უნდა ბევრი ვერ აგითანს რადგან შურიიიიიიიიიიიი არ მისცემს ამის საშუალებას.
21:50 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკი
თამამი იყო მაგრამ მაგარი, ეს შოუა, მარიტა ყველას ჯობდა, ოთოც მომწონს ოღონდ ფინალში ბღაოდა კიარ მღეროდა
20:25 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
შურიანების მქინძავი
რა გაახურეთ საქმე. გშურთ ხომ ამ გოგონას ხმაც რომ კარგი აქვს და ტანიც. გაგკარით ჭკვიანებს და დამრიგებლებს.
19:01 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მარიტას ძლიერი ხმა აქვს და კარგადაც მღერის. ეს ნომერი კი, მე ვფიქრობ მართლაც ვულგარული იყო. სხეულის სიშიშვლე არავის უკვირს, მაგრამ თუ ამას უგემოვნოდ აკეთებ ზიზღის მეტს ვერაფერს დაიმსახურებ.მე მარიტას ვურჩევდი იყოს თავმდაბალი და აქცენტი მის ხმაზე გააკეთოს და არა სხეულზე. დიტოს კი ვეტყოდი ქუთაისლების ხსენებაზე პირში წყალი გამოივლოს და იმ ქუთაისლების გრძელ სიას გადახედოს ,რომლებიც ქართულ კულტურას ქმნიდნენ.
18:32 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დიტო
მაინც "ძერევნიაა" სულ რომ ტყავი შემოიხიოს და გაიკვანძოს. არ მგონია , ქუთააისელი ნათესავების და დაქალების გარდა ვინმეს მოსწონდეს .
17:46 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
ბარძაყები კაი გაქვს მაგრამ რატომ ცდილობ ამ გზით მიაღწიო წარმატებას.ეგრე უფრო გაგიმართლებს?
09:38 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS