მარგო ლუჩკოს გვერდზე გაზიარებულ მასალას, მოჰყვა კომენტარები, რომელთა ნაწილი''რეიტინგსა'' და სტატიის ავტორს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. განსაკუთრებით აქტიური გახლდათ
მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მარგო ლუჩკოსთან ინტერვიუს ჩანაწერი არსებობს და არც ერთი სიტყვა, რომელიც მის ინტერვიუშია ნათქვამი, გამოგონილი არ არის. დიახ, ჩვენს ინტერესში არის სკანდალების მოძიება და შემდეგ გავრცელება, მაგრამ არა ტყუილის ხარჯზე. მარგო თავად ამბობდა, რომ არ შეუძლია სიცილი გაჭირვებაზე, ავადმყოფობაზე. სწორედ ამ ინტერპრეტაციით დაიბეჭდა ინტერვიუც. რატომ ადანაშაულებთ''რეიტინგსა'' და სტატიის ავტორს, მოდურია, დღეს ჟურნალისტების ლანძღვა? შალვა რამიშვილის ცოლობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ჟურნალისტები აკრიტიკოს, განსაკუთრებული სტატუსი არ მგონია, ამ პროფესიის ადამიანების სალანძრავად, მითუმეტეს, რომ რესპონდენტი ადასტურებს, რომ სიტყვები, რომელმაც შოუმენის ცოლი გააღიზიანა, მას ეკუთვნის.
ჩვენთან ინტერვიუში მარგო ლუჩკომ თავი შეიკავა კონკრეტული მიზეზის, სიუჟეტის თემის დასახელებისგან, რის გამოც მოხდა უთანხმოება. შალვა რამიშვილის მეუღლის კომენტარში ეს მიზეზი აშკარად ჩანს.
''მარგოს მიმართ აქ საყვედური სწორედ იმიტომ გამოვთქვი მე და კიდევ რამდენიმემ, რომ ინტერვიუში სწორედ''პრინციპებზე'' ლაპარაკი დაიწყო. იმ პრინციპებზე რომელსაც არაფერი აქვს საერთო მისი გადაცემიდან მოხსნასთან და რომელთა ხსენებამაც სწორედ ეს ასოციაციები გააჩინა... სიუჟეტი კი რომლის გაკეთებაზეც მარგომ უარი თქვა, ეხებოდა''ვიბარებ ჯართს'' (ყველას გსმენიათ ალბათ თქვენს ეზოში ეს სიტყვები) ... მისი უარი ამ სიუჟეტის გაკეთებაზე კი (მისივე სიტყვებით) განპირობებული იყო ერთადერთი მიზეზით -''там грязно''...'' წერს სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილის ცოლი, ხატია ეკიზაშვილი.
ჩვენ კვლავ დავუკავშირდით მარგოს, მაგრამ მან ამ თემაზე კომენტარის გაკეთება აღარ ისურვა.
ნინო მჭედლიშვილი
ასევე იხლეთ
სკანდალური დაპირისპირება შალვა რამიშვილსა და მარგო ლუჩკოს შორის - ''არ შემიძლია სიცილი ავადმყოფობაზე, გაჭირვებაზე...''




















