05 დეკემბერი, 2014
ცოცრიანი მანდატურის სკანდალური განცხადება - ''ია ფარულავასთან სექსი მინდა...''
ასეთი ხერხით ვაბამთ ლამაზ, ინტელექტუალ ქალებს, თუმცა ბევრი სხვა ხერხებიც ვიცით როიალზე ცოცრით დამკვრელი ტომას ჯალაკი (ჯალაღონია) ''ნიჭიერის'' შემდეგ საკმაოდ პოპულარული გახდა. ამის მიზეზი მისი სკანდალური ნომერი გახდა. პროფესიით ტელეოპერატორსა და ერთ დროს მანდატურს სკანდალები ნამდვილად უყვარს. ამას ''ნანუკას შოუში'' მისი სტუმრობაც მოწმობს, სადაც ტომასმა აღიარა, რომ მან ''ნიჭიერის'' სცენიდან ენა ია ფარულავას გამოუყო.

- ტომას, ''ნანუკას შოუში'' თქვი, რომ ''ნიჭიერის'' სცენიდან ენა ია ფარულავას გამოუყავი, რას ნიშნავდა შენი ასეთი ჟესტი?
- როგორც ვიცით, ენა
ადმიანთა შორის აზრთა გაზიარებისა და კარგი ურთიერთობის დამყარების საშვალებაა, თუმცა, მას სხვა დანიშნულებაც აქვს. როდესაც გადაცემაში ვახსენე, რომ ენის გამოყოფა სპეციფიკურად ჩავდე ნომერში, მაყურებელი, ბუნებრივია, დაიბნა. ენის გამოყოფა, ვიმეორებ, ეკუთვნოდა ია ფარულავას, რადგან ჩვენს ეპოქაში ძალიან სექსუალური ქალია. მართლა ქალმერთია, ფალესტრა, სიზმრის ქალღმერთი დავარქვი იას. ლექსიც დაუწერე. ძალიან მიყვარს და ვაფასებ, როგორც თავისუფალ, კრეატიულ ქალღმერთს. ეს იყო ჩემი სიგნალი. დიაღ, სკანდალურ განცხადებას ვაკეთებ, ეს იყო სიგნალი, რომ მე მასთან სექსი მინდა! სწორედ ამის იმიტაცია გავაკეთე ჩემი ენით. ზოგადად სექსუალური და ეპატაჟური ბიჭები, როგორიც ვარ მაგალითად მე, ასეთი ხერხით ვაბამთ ლამაზ, ინტელექტუალ ქალებს, თუმცა ბევრი სხვა ხერხებიც ვიცით.
- როგორ გგონია, როგორი რეაქცია ექნება შენს ამ განცხადებაზე ტარიელს, იას ქმარს?
- ეს მე არ მადარდებს, რადგან, როგორც ვიცი, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს.
- მცდარი ინფორმაცია გაქვს...
- შეიძლება, მაგრამ ტარიელი არ არის პირველი და უკანასკნელი იასთვის. თუ ერთად არიან, მალე აღარ იქნებიან, ამის პირობას მე გაძლევთ.
- მოტაცებას ხომ არ უპირებ?
- არა. ია არის ქალი, რომელსაც სულაც არ სჭირდება ქმარი. თავისუფალი ჩიტი უფრო ბედნიერია, თამამია, ვიდრე გალიაში გამომწყვდეული ბეღურა. მე ვიცი რა კატეგორიის ქალია ია ფარულავა, მისი ადგილი ქართველი მამაკაცის მკლავებში არ არის. მას თავისზე ძლიერი მამაკაცი სჭირდება. ვერ იპოვა ის რაღაც, რაც ბოლომდე გააჩერებს კაცთან. იას თავისნაირი, არაამქვეყნიური სითბო და მამაკაცი სჭირდება... ია კვლავ ეძებს კაცს, ამიტომ უნდა მინუს 15 წელი, როგორც ერთ-ერთ შოუში თქვა, სურვილი აქვს პატარა გოგოს დაემსგავსოს, სულ ფორმაში ყოფნა უნდა.
- ხომ არ გამოგეხმაურა ''ნანუკას შოუს'' მერე ია ან მისი ქმარი?
- ამ ინტერვიუს შემდეგ გამომეხმაურება ია, რადგან ასე არავის უსაუბრია მასზე თამამად. ცოტა შეიძლება გაბრაზდეს კიდეც, მაგრამ ეს ბუნებრივია. ის გაბრაზებული უფრო საყვარელია. მართლა... მე, როგორც რეჟისორს, ამის ფინანსური საშუალება რომ მქონდეს, სერიოზულ სცენარს დავწერდი იასთვის და მთავარ როლში ვათამაშებდი. შედარებაც კი არ იქნებოდა ფილმთან ''სიყვარული ვენახში''. სიამოვნებით ვითამაშებდი მასთან თამამ სცენას, მაგრამ რატომღაც სძინავთ ამ ქართველ შეძლებულ რეჟისორებს.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ვიღაცა
იამ არა უთხრა, შემდეგ ტურში არ გადაიყვანა და რანაირადღა არიან ერთნაირები და ერთი ჭკუის ხალხი? ან კიდევ რასაც ეგ პირსახოციანი ბიჭების გამოსვლის დროს კიოდა არიქა არაფერი გამოუჩდეთო თავისუფალი ჩიტები მასე ნამდვილად არ იგიჟებენ თავს მაგ დროს :) ბოლო დროს რაღაც კდევამოსილი უნდა გამოჩნდეს თითქოს არ ვიცი შეიძლება გათხოვების ბრალია :)
03:36 / 06-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ტომასი
რად გინდათ ჩემგან მე მიზვარს ია და მასთან ერთად მინდა ვიყო.
00:10 / 06-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰაჰა
ს ა შ ვ ა ლ ე ბ ა___პატრონი არ გყავთ? სირცხვილია
23:09 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
სიმონე
შენ მარტლა ცოცარო შე პედერასტო
22:04 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
შოთა
შე ცოცორო იას რად უნდა შენნაირი. ცოცრების მეტი რა არის ირგვლივ, ეგ ერთ ადგილას გაიკვეხე. იას მდიდარი და ღირსეული კაცი უნდა გვერდზე
19:51 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ia
ფუფ რა საზიზგარია
16:22 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თბილისი
ეს მართლა ცოცორი.ტარიელის ადგილზე ამას ცემით გავხეთქავდი.რამხელა შეურაცხოფას აყენებს იასაც
14:44 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS