02 დეკემბერი, 2014
სომეხმა ტაქსისტმა ნაციონალი მაღალჩინოსნის ცოლები ერთმანეთს გადაკიდა
ეს იყო რესპოდენტის პირადი ცხოვრება და ყველას აქვს უფლება საჯარო გახადოს ის ''ნანუკას შოუში'' ''ნიჭიერის'' მონაწილე სომეხი ტაქსისტის გევორქ პეტროსიანის სტუმრობას სკანდალი მოჰყვა. ნანუკა ჟორჟოლიანს სტუმრისთვის დასმული რამდენიმე კითხვის და რეპლიკის გამო იეჰოვას მოწმეების დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. თავად ნანუკამ და ''რუსთავი 2''-მა ბოდიში მოიხადა, თუმცა სკანდალი მაინც გრძელდება. დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია ''ტაბულაში'' გასულ გადაცემას შემდეგი სტატუსით გამოეხმაურა.

"ნანუკას შოუ" ტელეკომპანია "ტაბულას" ეთერით გასულ გადაცემას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს.

''26 ნოემბერს, ოთხშაბათს, ნანუკას შოუში გავიდა გადაცემა,
სადაც რესპოდენტი საუბრობდა საკუთარი, საკმაოდ მძიმე ისტორიის შესახებ. წამყვანის რეპლიკებს და რესპოდენტის მონათხრობს მაყურებლის გარკვეული ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. იმიტომ რომ თემა რელიგიური იყო გვესმის, რომ გაცილებით უფრო მეტად მტკივნეული იყო ყველა რეპლიკა, ყველა ემოცია, ყველა კომენტარი. წამყვანმა გააკეთა არაერთი განმარტება. არხმა მოიხადა ბოდიში თუმცა! ერთი ჯგუფი ხელოვნურად, პრობლემის გამძაფრებას უკვე რამდენიმე დღეა ცდილობს.

ტაბულამ გადაცემა "თეორემა" მიუძღვნა თემას, რაც ბუნებრივია ჩვეულებრივი იქნებოდა, რომ არა ყველაზე ელემენტალური ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა. გადაცემის წამყვანმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გაუშვა ეთერში სიუჟეტი, სადაც ნანუკას შოუს წამყვანის ფრაზები იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი. გადაცემაში არ გაუშვეს არცერთი სიტყვა იმ რესპოდენტის ისტორიიდან ( იეჰოვას ყოფილი მოწმე იყო სტუმრად) რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანის ეს რეპლიკები მოჰყვა.

რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი, უბრალოდ სტუმრად მოსულ ადამიანთან ხელოვნურად ცდილობდა ამ თემის წამოწევას. რეალურად კი რესპოდენტი მოვიდა გადაცემაში მხოლოდ იმიტომ, რომ ესაუბრა რატომ თქვა უარი იეჰოვას მოწმეობაზე და რატომ გახდა მართლმადიდებელი. წამყვანის კომენტარები მოჰყვა სტუმრის მიერ მონათხრობს. მაგალითად, თუ თამარ ჩერგოლეიშვილის არხზე ნახეთ , ნანუკა ჟორჟოლიანის კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადება "იეღოველები ზომბები არიან?"

ის რეალურად მოჰყვა სტუმრის წინადადებას "ზომბირებული ვიყავი" "ზომბირება ხდება" თუ მაგალითად ჩერგოლეიშვილის არხზე ნახეთ ნანუკა ჟორჟოლიანის კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვა "ბნელა? " ეს მოჰყვა სტუმრის მიერ მოყოლილ უმძიმეს ისტორიას, როგორ ვერ უხდიდა დაბადების დღეს ბავშვს, ცოლი შეირთო უცნაურ გარემოებაში ( დეტალები ნახეთ გადაცემაში) ვერ მღეროდა ჰიმნს, უარი თქვა კარიერაზე იმიტომ რომ რელიგია უკრძალავდა...
.
ნანუკას შოუს ფორმატი არ ითვალისწინებს ინფორმაციების გადამოწმებას. თუ რესპოდენტები გადაცემაში ყვებიან საკუთარ, პირად ისტორიას. თუ ჩვენი რესპოდენტის მიერ მონათხრობუ არ არის მართალი, ეთერს დავუთმობთ მეორე მხარეს.
გვესმის, რომ ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ისტორია, თუმცა თამარ ჩერგოლეიშვილს და სხვებს გვინდა შევახსენოთ რომ ეს იყო რესპოდენტის პირადი ცხოვრება და ყველას აქვს უფლება საჯარო გახადოს ის.

გადაცემა " თეორემას" წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანს განმარტების საშუალებაც კი არ მისცა. გადაცემა " თეორემაში" იყო მხოლოდ ერთი მხარე და ნანუკას შოუს ინტერესებს არ იცავდა არავინ.

ჟურნალისტი, რომელიც მედიის ყველა წარმომადგენელს მიუთითებს სტანდარტებზე, აკრიტიკებს ყველა დეტალზე რატომღაც თავად აკეთებს გადაცემას ადამიანებზე და მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას არ აძლევს.
გვესმის, რომ ტაბულას ძალიან ცოტა მაყურებელი ჰყავს, თუმცა ჩვენ პტივს ვცემთ ნებისმიერ მათგანს ( სხვებივით არ ვთვლით რომ მაყურებელი გაუნათლებელია და ერთუჯრედიანი) ჩვენ პატივს ვცემთ თითოეულ ადამიანს, რომელსაც ერთხელ მაინც უნახავს ნანუკას შოუ.

ამიტომაც ვაკეთებთ გადაცემას ადამიანებზე და არა იმაზე რას ვფიქრობთ ჩვენ.

კარგი იქნებოდა ჩვენი პოზიციის დაფიქსირების საშუალება გქვონოდა ტაბულას არხზე, თუმცა რადგან ეს უფლება, არხის ხელმძღვანელის, თამარ ჩერგოლეიშვილის გადაწყვეტილებით შეგვეზღუდა მაქსიმალურად შევეცდებით გამივიყენოთ საკუთარი გადაცემის აუდიტორია, რომ გაგაცნოთ ჩვენი პოზიცია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მაყურებლის აზრი, კომენტარი, შეფასება ( რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის) ამიტომ მაყურებელს ყოველთვის განვუმარტავთ რომელი რეპლიკა რატომ გაკეთდა.

კიდევ ერთი დეტალი. ნანუკას შოუ შემოქმედებითი ჯგუფი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მზად არის , ეთერი დაუთმოს იეჰოვას მოწმეებს (ახალ სეზონზე. )", - ნათქვამია "ნანუკას შოუს" განცხადებაში.

იხილეთ ასევე



სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
ნათია
ჩერგოლეიშვილისნაირი თახსირი იეჰოველი არ დაბადებულა ჯერ და არც აწი გაჩნდება იმედია. ეს ქაცუნა . მახინჯ სხეულშ მახინჯი სულიაო ამაზეა ნათქვამი
23:37 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ალო
რა ბოგმიანები ხართ ხალხო ყველას თავისი რწმენა აქვს და ყველა რწმენას თავისი საფუძველი. ქართველები მზის თაყვანისმცემლები რომიყვნენ და უგალატეს მამაპაპის რწმენას მაგაზე რაგას იტყვიტ. თუმცა ბოგმა სადმე ხოუნდა დაანთხიოთ ყველამ თავის საქმეს მიხედოს ჯობია და სხვის საქმეშინუჩაყოფს თავის გრძელ ცხვირს>
17:03 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ტაქსისტმა სრული ჭეშმსრიტება თქვა იეღოველების მიმართებაში. ერთ დროს მეც ვიყავი და ვიცი ყველაფერი...
00:10 / 10-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ინა
დიკას სიტყვა იეჰოვა რო გესმოდეს რას ნიშნავს ამდენს კი არ იწყევლებოდი,უფლის შეგეშინდებოდა,გაუნათლებლობა სახეზეა
11:44 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ელექტრიკოსი
ნანუკაზე არ ვგიჟდები, მაგრამ აი თამარ ყროყინაზე მაჟრჟოლებს,მეცოდება!ღმერთმა შეგვინდოს ჩვენი ცოდვები მეც და თქვენც ქალბატონებო.
01:16 / 09-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS