- მარკუს, ამ ფოტოზე 18 წლის ხარ, რატომ გაგახსენდა ახლა?
- ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ტელევიზიაში, საკმაოდ პოპულარულ ტელეშოუს წამყვანმა ჩემზე თქვა, 3-4 წელია რაც სცენაზე გამოჩნდაო. მისთვის მინდოდა შემეხსენებინა, რომ ჩემი შოუბზნესი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე მას ჰგონია.
- არ გაგვიმხელ ამ ტელეწამყვანის ვინაობას?
- არა, ბოდიშიც მომიხადა, ახლა

- რატომ, მამაკაცის მოდელობა სირცხვილი იყო?
- სირცხვილი იყო კი არა, ქუჩაში მოგვდევდნენ ბიჭები რომ ვეცემეთ. ტვინგაყინული ხალხი ცხოვრობდა მაშინ.
- შენ გქონია მსგავსი შემთხვევა?
- რამდენიც გინდა. ამიტომაც დავბრუნდი საბერძნეთში. მაშინ მძღოლი მყავდა და მანქანა მემსახურებოდა, ისე გარეთ ვერ გამოვდიოდი. ვინაიდან მაშინ საქართველოში მარტო ვიყავი, ბებიასთან ვცხოვრობდი ნახალოვკაში, კინო ''საქართველოს'' წინ. ერთხელ ლექტორისგან მოვდიოდი, მძღოლმა ვერ მომაკითხა და ტაქსით მოვედი, გადმოვედი თუ არა მანქანიდან, რამდენიმე ბიჭი დამხვდა. იარაღის მუქარით გამხადეს: ქურთუკი, შარვალი, მაისური, ფეხსაცმელები, საათიც მომხსნეს. საცვლების ამარა მივედი სახლში.
- იმედია მხოლოდ გაგხადეს...
- (ხარხარებს) მაგ კითხვას არ გაპატიებ! როგორც მახსოვს, მხოლოდ გამხადეს. ღამის ათი საათი იყო. ერთმა დაფეხვილმა პოლიციის მანქანამ გამოიარა. არც გააჩერა, არც მკითხა, რა გჭირსო. ჩაბნელებული იყო მთელი თბილისი. ჩვენს უბანში მარტო ჩვენი სახლი იყო განათებული, გენერატორი გვქონდა. კიდევ კარგი დღეს ასეთი მდგომარეობა აღარ არის ქალაქში და არც დაბრუნდება ძველი დროს, თორემ ნამდვილად ვერ გავჩერდები საქართველოში. ნიშნები კი ჩანს, სამწუხაროდ.
- ინტერვიუში, რომელიც მაშინდელ პრესაში დაიბეჭდა, შენი სახელია გეორგი ტიტატნი. რატომ?
- საბერძნეთში რომ ჩავედი, მეოთხეკლასელი ვიყავი. იქ პირველ კლასში დამსვევს. შესაბამისად, ტანით დიდი ვიყავი ჩემ კლასელებთან შედარებით. ამიტომაც შემარქვეს ტიტანი.
ნინო მჭედლიშვილი




















