25 ნოემბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი „რეიტინგის“ მკითხველს პასუხობს: „ყელში ხართ უკვე...“
შურიანი რომ აღარ იქნები, არც შენ არ გექნება ნაოჭები ხათო
ვერ გავიგე ამ ქალს ფული სამკურნალოდ შეუგროვეს თუ ნაოჭების გასასწორებლად.რა დღეშია.


უმადური:
მთავრობამ უკან უნდა გამოგართვას ის ფული რითაც დაგაფინანსეს. რამდენი გაჭირვებულია, წამალს ვერ ყიდულობს და ამ ბებრუხანა პომადიანს ვერ უყურებ, რა უმადური გამოდგა და ტლიკინებს და მადლობას ითხოვს იქეთ?

უმადური-ს ავად რომ არის იმას ნიშნავს რომ პირდაუბანელმა იაროს? რაო ნაცუკა, ეკას სიმართლე ვერ აიტანე? რომელი გყავთ ეკასნაირი მომღერალი?

„ეს გახლავთ „რეიტინგის“ ინტერნეტ ჟურნალში ჩემს სტატუსზე
გამოქვეყნებული კომენტარები.

იცით ხალხო, რა მაინტერესებს, ავადმყოფობა შურდეს ადამიანს, პირველად გავიგე. ისე, რომ ამ პირებს, ვისაც ძალიან ადარდებს, რომ კარგად გამოვიყურები და მათ არ ვგავარ, სიხარულით ვჩუქნი ჩემს ავადმყოფობას, გულით და სულით, გადაგინაწილებთ, თორემ, მარტო ერთი, ვერ გაუძლებს და ცოდოა.

დაე, ყველამ, ვისაც გშურთ, უსასყიდლოდ გქონდეთ და გადაინაწილეთ ჩემი ავადმყოფობა. აიი, მაშინ გაიგებთ და მიხვდებით, როგორია ცუდად ყოფნა და რას ვგრძნობ მე. ამ წამიდან, მთლიანად თქვენ გჩუქნით ჩემს ავადმყოფობას, გასაგებად ვთქვი, უფლებას აღარავის მივცემ თავხედობის. ამიტომ, ყველამ თავის ჩაბანძულ და საცოდავ არსებობას მიხედოს.

რაც შეეხება, მთავრობის ფულს, არ იდარდოთ, ის ფული ისევ მთავრობასთანაა, ჯერ არ გამომიყენებია. ეხლა ვაპირებ, სრულიად უნდა გამოვჯანმრთელდე, ამიტომაც დამაფინანსეს. და არა იმიტომ, რომ ცუდად ვიყო.

ხო მართლა, ქალო, ხათო ხარ თუ რაღაც, შურიანი რომ აღარ იქნები, არც შენ არ გექნება ნაოჭები. ისე, რომ, მე არც დამჭირვებია გასწორება, უბრალოდ არ მაქვს. ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, მაინც გამოჩნდა და პასუხი გასცა ამ ჭიაღუებს.

ვაი, თვენს პატრონს!!!

ყელში ხართ უკვე, პირდაპირ გეტყვით. მივმართავ ამათნაირებს, რა საქაჯეთად და საბანძეთად გადააქციეთ თბილისი. სახეზეა ფაქტი. ნუ გახვედით თავზე. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი! მე გითხარით და დანარჩენი თქვენ იცით. მაგრამ უბრალოდ ინანებთ, ოოო, ძლიან ინანებთ“.  

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ  

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
ინგა
ეკა დზვირფასო და უნიჵიერესო ადამიანო ნუ სწუხარ იმაზე რომ ხალხი ასე გაეგოისტებული და გაუკუგმარტებულია. ტქვენ ნამდვილად გირსი ხარტ დიდხანს და დიდხანს იცოცხლოტ. გისურვებტ ჯანმრტელობას და დიდხანს სიცოცხლეს. იმ ადამიანებს კი ვინც დაკარგა ადამიანობა იქნებ არც ფული და არც არაფერი ეჵველებატ. მიწაჵი მხოლოდ ადამიანი მიდის და სხვა ყველაფერი ზევიტ რჵება...... დაფიქრდიტ...... ერტმანეტს გავუფრტხილდეტ ქარტველებო.....
01:20 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
რამ გაგაბოროტათ,რა დღეში ხართ ხალხო, ახალგაზრდა ქალს თავისი გასჭირვებია,იმის მაგივრად თანაგრძნობა გამოიჩინოთ, თუ დახმარება არ შეგიძლიათ ნერვებს მაინც ნუ უშლით,ნუთუ ასე ძნელია, თავი შეიკავეთ ლანძღვისგან მაინც!ღმერთის არ გეშინიათ, ბუმერანგივით მოგიბრუნდებათ ავადმყოფი ადამიანის ასე განერვიულება.პირიქით პატივისცემის ღირსია რომ ასეთ მდგომარეობაში მონახა ძალა რომ არ მოეშვას და კარგად გამოიყურებოდეს,თქვენ ხომ არ იცით რის გადატანა უწევს მას,გთხოვთ უმორჩილესად იყავით გულმოწყალენი,ეს თქვენთვის იქნება კარგი.ეკას კი უფლის წყალობა არ მოკლებოდეს!ვილოცოთ მის გამოჯანმრთელებაზე...........
23:26 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნოე
მიშარასტების ჟივილ-ხივილი მიდის კომენტარებში. მალე,ძალიან მალე დაგაჯდებათ სათითაოდ სიკვდილის ბუზი თქვენს დორბლიან ბელადთან ერთად.აგერ მე და აგერ საქართველო. ქალბატონ ეკას კი გამოჯანმრთელებას და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრებაში.
23:23 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნამდვილად მდაბიურ კომენტარს აკეთებს ბევრი ადამიანი და არ ფიქრობს,რომ ვიღაცის გარეგნობაზე მსჯელობა არაეთიკურია.მეც არ მომწონს ასეთი კომენტარები,მაგრამ ეკას თუ რაღაცით ამ ადამიანებზე უკეთესი გჰგონია თავი და უარესს რომ წერს, ეს უკვე ძალიან არასწორია! ვერაფრით გავამართლებ მის პასუხს,მიუხედავად იმისა,რომ ვთვლი,ერთ-ერთი უძლიერესი ხმის პატრონია და ძალიან ნიჭიერი მომღერალი.არასოდეს ემსგავსო მას,ვინც გაგაბრაზაო-ნათქვამია,ანუ რა გამოდის? ის, რომ ეკა არაფრით არაა განსხვავებული იმ დამკომენტარებლებისაგან,რომლებმაც ასე გააბრაზა...ვერ გამოუვიდა კარგად,ამით უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება აგრესია მის მიმართ...
23:03 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
ეკა გამოჯამრთელებას გისურვებ, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები რატომ კითხულობ ამ სისულელეებს და იშლი ნერვებს? მემგონი არაა საჭირო ახსნა - განმარტება, ეგ თქვენი პირადი საქმეა
22:36 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
m
რა ქნას ეკამ აგარ მოუსვენეს და ეგრე ტქვა.ჯანმრტელობა მოგცეს გმერტმა ეკა!
22:27 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ამ ბოროტი ალქაჯისთვის გადავრიცხეთ ფული? ვაი მართლა ჩვენ, რა მადლობას გვეუბნება? ეკა ხოფერიაც მისნაირი აფერისტია ალბათ, მაგრად დაგვაბოლეს
22:16 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ჩემო საყვარელო ეკა, მე შენს ადგილზე ამ არარაობებს პასუხსაც არ გავცემდი.ასეთი ადამიანები არიან შურიანი და ბოროტები.მე შენ გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას, მათ კი ვუსურვებ შურისგან და ბოროტებისგან გამოჯანმრთელებას.კმარა ამდენი ღვარძლის გადმოფრქვევა.ეკა უფალი გფარავდეს,ძალიან მიყვარხარ.ვინც შენი ფასი არ იცის გულწრფელად მეცოდება
21:59 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
dafiqrdi da ise gaeci pasuxi Sen uaresebs cer mdabio kofilxar
20:10 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
გადავირიე რა.ეკა ხარ თუ ვიღაც საიდან გაქვს ამდენი ბოღმა.გასაგებია რომ ცუდი კომენტარებია.მიუხედავად იმისა,რომ მეც არ მომწონხარ,მაინც ვთვლი,რომ ასე არ უნდა დაეწერათ.მაგრამ იმათი ბოღმა ისე ვერ დავინახე როგორც შენი.შენ კმაყოფილი ხარ,სხვას რომ ჩუქნი შენს ავადმყოფობას?არ გრცხენია?ან არ გეშინია ღმერთის?ასე რამ გაგაბოროტა
19:51 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS