25 ნოემბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი „რეიტინგის“ მკითხველს პასუხობს: „ყელში ხართ უკვე...“
შურიანი რომ აღარ იქნები, არც შენ არ გექნება ნაოჭები ხათო
ვერ გავიგე ამ ქალს ფული სამკურნალოდ შეუგროვეს თუ ნაოჭების გასასწორებლად.რა დღეშია.


უმადური:
მთავრობამ უკან უნდა გამოგართვას ის ფული რითაც დაგაფინანსეს. რამდენი გაჭირვებულია, წამალს ვერ ყიდულობს და ამ ბებრუხანა პომადიანს ვერ უყურებ, რა უმადური გამოდგა და ტლიკინებს და მადლობას ითხოვს იქეთ?

უმადური-ს ავად რომ არის იმას ნიშნავს რომ პირდაუბანელმა იაროს? რაო ნაცუკა, ეკას სიმართლე ვერ აიტანე? რომელი გყავთ ეკასნაირი მომღერალი?

„ეს გახლავთ „რეიტინგის“ ინტერნეტ ჟურნალში ჩემს სტატუსზე
გამოქვეყნებული კომენტარები.

იცით ხალხო, რა მაინტერესებს, ავადმყოფობა შურდეს ადამიანს, პირველად გავიგე. ისე, რომ ამ პირებს, ვისაც ძალიან ადარდებს, რომ კარგად გამოვიყურები და მათ არ ვგავარ, სიხარულით ვჩუქნი ჩემს ავადმყოფობას, გულით და სულით, გადაგინაწილებთ, თორემ, მარტო ერთი, ვერ გაუძლებს და ცოდოა.

დაე, ყველამ, ვისაც გშურთ, უსასყიდლოდ გქონდეთ და გადაინაწილეთ ჩემი ავადმყოფობა. აიი, მაშინ გაიგებთ და მიხვდებით, როგორია ცუდად ყოფნა და რას ვგრძნობ მე. ამ წამიდან, მთლიანად თქვენ გჩუქნით ჩემს ავადმყოფობას, გასაგებად ვთქვი, უფლებას აღარავის მივცემ თავხედობის. ამიტომ, ყველამ თავის ჩაბანძულ და საცოდავ არსებობას მიხედოს.

რაც შეეხება, მთავრობის ფულს, არ იდარდოთ, ის ფული ისევ მთავრობასთანაა, ჯერ არ გამომიყენებია. ეხლა ვაპირებ, სრულიად უნდა გამოვჯანმრთელდე, ამიტომაც დამაფინანსეს. და არა იმიტომ, რომ ცუდად ვიყო.

ხო მართლა, ქალო, ხათო ხარ თუ რაღაც, შურიანი რომ აღარ იქნები, არც შენ არ გექნება ნაოჭები. ისე, რომ, მე არც დამჭირვებია გასწორება, უბრალოდ არ მაქვს. ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, მაინც გამოჩნდა და პასუხი გასცა ამ ჭიაღუებს.

ვაი, თვენს პატრონს!!!

ყელში ხართ უკვე, პირდაპირ გეტყვით. მივმართავ ამათნაირებს, რა საქაჯეთად და საბანძეთად გადააქციეთ თბილისი. სახეზეა ფაქტი. ნუ გახვედით თავზე. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი! მე გითხარით და დანარჩენი თქვენ იცით. მაგრამ უბრალოდ ინანებთ, ოოო, ძლიან ინანებთ“.  

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ  

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
ცირა
მარის.....რატომ აგეწვა,რატომ მიიგე შენს ტავზე?დზალიან სწორედ დაწერა,გირსები ხარტ,მისი ავადმყოფობა ტქვენს ტავზე გადმოვიდეს.ფუიიი,ვესლურები და ბოგმები ხარტ,გაუნატლებელი ტყიურები.სჰენ მეოჯახე ბოზი იქნები ალბად და ეკას ბებრობამდე ჯერ დიდი დროა,სჰენ კი მარად ახალგაზრდა დაგტროვოს გმერტმა
23:25 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ჟანა
ეკას და ნებისმიერს ღმერთმა ყველას აშოროს ავდმყოფობა.ცნობილენიც და არაცნობილებიც უბრალო მოკვდავნი არიან და დაფინანსება მხოლოდ ცნობილებზეა????მაგ ტიპის ავადმყოფობა ბევრ უპუროს და უსახლკაროს სჭირს და მთავრობა დააფინანსებს იმათ??????უბრალო გაჭირვებული უფრო მადლიერი დარჩება მთავრობას.დამერწმუნეთ.
21:20 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუ დაივიწყებ
ეკა ხოფერიასთან დათრგუნული იჯდა და უხდიდა ყველას მადლობას თავდახრილი ოღონდაც ერთი ზარი გაეშვათ. მაშინ არ უთქვამს მადლობა აქეთ მომიხადეთო მე რომ გყავართო.რომ გაინაღდა დახმარება და მოითქვა სული,გადავიდა შეტევაზე და ჩხუბზე.......ღმერთს ნუ სცოდავ ეკა.და თქვი რომ მადლობა ყველას რომ მყავხართო და რა მე რომ გყავართო.
20:35 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
როგორ მეცოდებიან ამპარტავანი ხალხი
16:17 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათელა
ეკა, გვიყვარხარ, მასეთ ბოღმიან ადამიანებს არ მიაქციო ყურადღება, გვეამაყები საქართველოს შვილი რომ ხარ, ღმერთმა ჯამრთელად გამყოფოს რომ, კიდევ დიდხანს გვესმოდეს შენი სიმღერები
15:52 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
სახელმწიფო სათანადო გამოკვლევების გარეშე არავის არაფერს დაუფინანსებს, ასე რომ დამშვიდდით, ავადმყოფობა რატომ გშურთ? გამაგიჟებს ეს ხალხი. ჯანმრთელობას გისურვებთ ქალბატონო ეკა.
13:37 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
ჯანმრთელობას ვუსურვებ ეკასაც და ყველას, ვინც ავად არის და ვინც ჯანმრთელია. ისე, სანამ ავად გახდებოდა, ეკა მანამდეც არაჯანსარად ამბიციური იყო და სულ არ მიკვირს მისი კომენტარები. საბედნიეროდ, საქართველოში კარგი მომღერლების და ზოგადად, ნიჭიერების დეფიციტი არ არის. ასე, რომ თავს ნურავინ დაგვამადლის თავისი ნიჭისა და ტალანტის გამო.
12:04 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
55 ნ.ზ.
ჩემო ეკა , გისურვებ მალე გამოჯანმრთელებას,გვიყვარხარ ძალიან, გფარავდეს უფალი.შური დაღუპავს ქართველობას არ ინერვიულო გთხოვთ.
11:52 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიაკო
ღმერთმა გამოაჯანმრთელოს და კიდევ დიდხანს ამღეროს! რადგან ავად ხარ,არ ნიშნავს,რომ საფრთხობელას უნდა დაემსგავსო,ესეც ერთგვარი ნიჭია,ავადმყოფობის დროს კარგად გამოიყურებოდე,ყველას ნამდვილად არ შეუძლია.ნუ უპასუხებს ამ ბინძურ კომენტარებს და მორჩა,ნუ იშლის ნერვებს,თავშეკვება ყველაზე კარგი გზაა ამ შემთხვევაში.
11:44 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
სრულიად საქართველო
ხალხნო მოვაწყოთ აქცია და სატელევიზიო სპეციალური გადაცემა რუბრიკით:" "მადლობა სრულიად საქართველოს სახელით ეკას რომ გვყავს"გვყავს და გვყავს ეს ღვაწლმოსილი და ეროვნული გმირი. რა ბედნიერი ერი ვართ....რა ბედნიერიიი...
10:40 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS