გიორგობას იმ მეგობრებს ვულოცავ, ვისაც გიორგი ჰქვია
დღეს გიორგობაა, უდიდესი წმინდანის გიორგის ხსენების დღე, რომელსაც მართლმადიდებლები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ყველას თავისი ტრადიცია აქვს. ჰოდა, რამდენიმე ცნობილ ადამიანსაც შევეხმიანეთ. ვინც უპასუხა ჩვენს სატელეფონო ზარს, მათ კომენტარს კი იხილავთ, თუმცა ძალიან ბევრთან შეუძლებელი გახდა დაკავშირება, - არ უპასუხეს ჩვენს ზარს, არადა, სია საკმაოდ ვრცელი გახლდათ.…
ზურა ხაჩიძე, "ქუჩის ბიჭების" წევრი:
- წლების წინ ამ დღეს როცა ბორჯომში ვცხოვრობდი, სოფელ სადგერის, XII საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის უძლიერეს ტაძარში მივდიოდით და
ჩვენს ქვეყანას და ოჯახებს ამ უდიდეს წმინდანს ვავედრებდით... თბილისში რომ ჩამოვედი, აქ უკვე მეგობრებთან ერთად, წმინდა გიორგის სახელობის ხან რომელ ტაძარში მივდიოდი, ხან - რომელში. ახლა უკვე ანასტასიასთან ერთად დავდივარ ხოლმე. წმინდა გიორგი საქართველოსთვის და ქართველებისთვის უდიდესი წმინდანია, ყველას შემწე და მფარველი, მას ვავედრებთ საკუთარ ქვეყანას, ოჯახსებს, მეგობრებს... დღეს უკვე დავბრუნდით ეკლესიიდან და ახლა მეგობრების წრეში აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს, საღამოს კონცერტი გვაქვს და ჩვენი ნამუშევრებით მაყურებელს მოვეფერებით. თქვენს საიტს და მის მკითხველს, ყველას ვულოცავ ამ დიდებულ დღესაწაულს, ღმერთმა და წმინდა გიორგიმ ინებოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და დაკარგული ტერიტორიების შემოერთება.
თაკო აბაშიძე, მსახიობი:
- ჩემი ძირითადი ტრადიცია ასეთ დღეებში ის არის, რომ ოჯახთან ერთად ყოფნას ვამჯობინებ ხოლმე. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორედ საუკეთესო ტრადიცია იმიტომ, რომ ყველა მნიშვნელოვანი და საუკეთესო დღე ადამიანმა საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა გაატაროს. ჰოდა, ჩემი ოჯახის წევრებზე მეტად საყვარელი ადამიანები სხვაგან არ მეგულება.
რაც შეეხება თავად დღესასწაულს, ის ყველა მართლმადიდებელს გამორჩეულად უყვარს და მეც მათ რიცხვში ვარ.
ნოე სულაბერიძე, პროდიუსერი:
- ამ დღეს განსაკუთრებული არეფრი ხდება. გიორგობას იმ მეგობრებს ვულოცავ, ვისაც გიორგი ჰქვია. მერე რადგანაც უქმეა, ჩემს ბავშვებთან მიყვარს დროის გატარება და დასვენება... ისე, მე ჰელოუინს როგორ აღვნიშნავ, ამ თემაზე უნდა შემეკითხო (სიცლით ამბობს)...
იხილეთ სრულად