20 ნოემბერი, 2014
''ნიჭიერის'' ტაქსისტს სულიწმიდა გამოეცხადა - ''7 წლის ბავშვი დავისვი კისერზე და მახათას მთისკენ წავედი...''
დაიჩოქოს ტაძრის წინ, ეს იქნება მისი გაცნობა ჭეშმარიტი რელიგიისაო ''ნიჭიერის'' მორიგი გმირი, ოპერის მომღერალი გევორქ პეტროსიანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაღალი ნოტების აღების ნიჭითა და შეცვლილი სარწმუნოების გამო მოექცა. ტაქსის მძღოლმა პირდაპირ სცენაზე გამოაცხადა, იეღოველი ვიყავი და სიმღერისთვის ამიტომ ვერ მოვიცალეო. სწორედ ამ რწმენის უარყოფის გამო დაკარგა ტაქსისის მძღოლმა ოჯახი, რასაც დღემდე განიცდის.

ჩვენ 38 წლის მომღერალთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც ორშაბათს ნახავს ''რეიტინგის'' მკითხველი, მანამდე კი წაიკითხეთ გამაოგნებელი ამბავი, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა ინტერვიუს ბოლო მიამბო.

-
მას მერე რაც მივხვდი, რა იყო ჭეშმარიტი სარწმუნეოება, ორი დღე და ღამე აგონიაში ვიყავი, ვლოცულობდი. მესამე დღეს სული წმინდა გამომეცხადა. ჩვენ ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ცნობიერების თუ ქვეცნობიერის დონეზე არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, მე მისი ხმა მესმოდა. მითხრა, შენი შვილი მეზობელთან არის, გამოიყვანე, ხელში აიყვანე და წაიყვანე ტაძრისკენ, დაიჩოქოს ტაძრის წინ, ეს იქნება მისი გაცნობა ჭეშმარიტი რელიგიისაო.
წავედი, გამოვიყვანე ჩემი შვილი, 7 წლის ბავშვი დავისვი კისერზე და წავედი მახათას მთისკენ. ხედავთ, არც მე ვარ სუსტი. ჩემი შვილიც არ არის გამხდარი. ვერ აგიხსნით რა სისწრაფით ავედი ტაძართან. მე ძველი ფეხსაცმელი მეცვა, მაისური, დახეული ჯინსები. ციოდა. ჩემი შვილი ხელებს მითბობდა გზაში. სული წმინდა მასზეც გადმოვიდა. ავედით და დავემხეთ ტაძრის წინ. ამის მერე დაიწყო ჩემი ქადაგება როგორც მართლმადიდებლის.
- პირველად პირჯვრის გადაწერა არ გაგიჭირდა?
- არა, ეს იყო ჩემი მონათვლის დღე. მაშინ უკვე გააზრებული მქონდა რა იყო ჭეშმარიტი რწმენა. გალობა არ მისწავლია არასდროს. თვითონ აღმომხდა ''უფალო შეგვიწყალენ''. ჰკითხეთ ჩემს მამაოს, როგორ დავიწყე გალობა. თვითმხილველები გაოცებულები მიყურებდნენ.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
albina
სპირიდონი ხარ თუ ვიღაც სულელი მიაყენე ერთი ადგილი,თავი ქრისტეანებად მოგაქვს მაგას გასცავლით ქრისტე რომ სხვა სარცმუნოებას პატივი არ უნდა სცეთ?მასხარები ხართ და მეტი არაფერი.ამ იდიოტს კიდევ ღმერთი მიუზღავს თავისას
18:08 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ცირა
სახელი გეშლებათ იეჰოვას მოწმეები და არა იეღოველები ეთიკა დაიცავიტ ჯურნალისტებო
11:26 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
"ასეა ეს"*ს მივმართავ
სპირიდონის და ზურნას ჭირი დაგეტაკა შენ და ყველა სექტანტს.თქვენ გასაწყვეტლებო.რამდენი გწყევლით კარდაკარ რომ დათრევით და აუბედურებთ ოჯახებს.შვილი და ძირი არ გეღირსათ იეღოველებო
09:36 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
უფალმა გაგაძლიეროს
20:46 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მცინარი რუბაშვილი
რას ერჩით?! მარტო ამ ადამიანს დაუნგრევია ოჯახი? თუ არ უნდა რწმენის გამოა თუ სხვა რამ მიზეზია, არავისი საქმე არაა, კიდევ დაოჯახდება, ჯერ ახალგაზრდა და ჯანმრთელი ვაჟკაცია , იქნება მისი ყოფილიც მოვიდეს ჭკუაზე....! ერთი ალალი და კეთილი ქრისტიანით გამდიდრდა საქართველოს ეკლესია, დაე, მწვანე შუქი ქონოდეს მის მომავალს, მადლიანი და ბედნიერი გზა ქონოდეს კარიერაშიც და ცხოვრებაშიც
19:52 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ასეა ეს
სპირიდონა ხარ თუ ზურნა.
17:20 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ავლაბრელი
ეხლა მოვუსმინე იუთუბში,მაგის შესრულებას...კარუზო მიმიქარავს... ყოჩაღ ბრატ,მაგარი კაცი ხარ....
12:31 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
სპირიდონი
ზურა ხარ თუ ზურნა იმ სასაგმობი სექტის გამო იეღოველი ჰაყარო კი არა ახლოსაც არუნდა გაიკარო.რაც მაგათმა ოჯახები გააუბედურეს და რამდენი დედა წყევლის მაგათ საკუთარი შვილების გადაბირებისთვის.საქარტველოდან გასაძევებელნი არიან ეგ წყეული სექტანტები.
17:33 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ზურა
ყველამ თავის საქმეს მიხედოს არავინ არავის განსასჯელი არ არის მარა რასაც აქ წერთ ეს არ არის სიმართლე, მან რწმენი გამო კიარა დაკარგა ოჯახი, რწმენი გამო გაყარა სახლიდან ოჯახი!!! ამას ასწავლის ეკლესია რო ოჯახი რწმენის გამო უნდა გააგდო სახლიდან?
01:13 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
ამ კაცის თავხედობას საზგვარი აგარ აქვს.....
21:06 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS