20 ნოემბერი, 2014
კესარია: "არ მაინტერესებს დათოს ვინ ''დაეჩალიჩება'' და ვინ - არა''
გააჩნია ეს ადამიანები ვინ არიან და რა კატეგორიის ხალხია კესარია აბრამიძე ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. პროფესიით მსახიობი პირველად გადაიღეს სერიალ ''ფსიქოპატთა თამაშებში'', ხშირად იწვევენ სხვადასხვა შოუებში. გასულ კვირას გადაცემა ''ღია ეთერის'' სტუმარი იყო. სტუდიაში კესარიას გვერდზე მომღერალი დათო ხუჯაძე იჯდა, რომელსაც არ დაუმალავს, რომ ტრანსგენდერებსს მასთან ურთიერთობა შეუთავაზებია. გადაცემასთან დაკავშირებით კესარიას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- კესარია, დათო ხუჯაძე ამბობდა, რომ ტრანსგენდერი მას ''დაჩალიჩებია'', მაგრამ მას მოსწონს ქალები და ისინი არ აინტერესებს. საინტერესოა, რა მოხდა
გადაცემის შემდეგ. თქვენი ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნე. ვისი ინიციატივით გადაიღეთ სურათი?
- დათო დადებითი და კარგი ადამიანია. ინიციატივა ვისი იყო, ნამდვილად არ მახსოვს. ამას მგონი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
- ხომ არ უთქვამს, ასეთი შემთხვევა მოსკოვში მოხდა თუ თბილისში?
- არ ვიცი, არ მაინტერესებს დათოს ვინ ''დაეჩალიჩება'' და ვინ - არა, დათოს ჰკითხეთ.
- დათო ამ გადაცემის დროს გაიცანი?
- კი, საგრიმიოროში შევხვდით პირველად.
- მის შემოქმედებას იცნობ?
- დათოს შემოქმედებას მე კი არა, მთელი საქართველო იცნობს, მე რატომ არ უნდა ვიცოდე.
- მოგწონს?
- რას გულისხმობ?
- მის სიმღერებს.
- ნიჭიერი მომღერალია. მისი რამდენიმე ჰიტი ბავშობას მახსენებს.
- ზოგადად კარგად გამოიყურები, მაგრამ ამ გადაცემისთვის ძალიან მოინდომე...
- მონდომებას ვერ დავარქმევ. უბრალოდ სხვა იმიჯით ვიყავი, აწეული თმა მიხდება.
- გადაცემის მსვლელობისას თქვი, რომ ქილიკი გესმოდა შენს ზურგს უკან, მაგრამ ეს ამბავი საერთოდ არ გადარდებდა. როგორ ახერხებ, რომ ადამიანების უარყოფით დამოკიდებულებას ყურადღება არ მიაქციო?
- გააჩნია ეს ადამიანები ვინ არიან და რა კატეგორიის ხალხია. როგორც ყველა ლამაზ და მოვლილ ქალს შეიძლება ჰყავდეს უარყოფითად განწყობილი ადამიანები, ზუსტად მაგ დოზით მყავს მეც. არც მეტი, არც ნაკლები. საქართველოში ძალიან მოდურია კრიტიკა. თუ თავს უვლი და ლამაზად გამოიყურები, აუცილებლად ხარ კრიტიკის ობიექტი.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ნინა
ძალიან მიმზიდველი და ლამაზი ქალია კესარია,დიახ ქალი,რადგან ადამიანი ბიოლოგიურად რაც არის,ის უნდა იყოს სქესითაც და შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ,ასეთი ადამიანები ძალიან ცოცონო არიან,თუ კესარიასავით გარდაქმნას ვერ მოახერხებენ,ამიტომ არფერს გიშავებთ ეს ადამიანი და ნუ შეჭამთ ცოცხლად!
23:46 / 29-01-2015
გამოხმაურება / 0 /
gio
რა ღვთისმშობლის წმინდა მიწა ღადაოოობ?:)))იესოს მოციქულები რომ შემოვიდნენ საქართველოში ცემა ტყეპით გაყარეს ქართველებმა და ვიღაც ე.წ. წმინდა ნინოს დაუჯერეს:)))თავისი სატანური ჯადოქორბებით.
13:16 / 25-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
თავს იწვალებს
23:26 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
კესოსი არცერთ გოგოს არ შეშურდება.უკანასკნელი მახინჯიც რომ იყოს...
23:24 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
იმ ხალხის მიკვირს ღმერთის სახელით რომ მკვლივით საუბრობს ღმერთს ნუ ახსენებთ რადგან ის არაა თქვენსკენ სატანებო მართლა გაფატრეთ თქვენი ცოდვილი ძეები და ასულები მეძავებო მკვლელებოო!სოდომი და გომორი უკვე მოწყობილია დედამიწაზე და მალე მოგეჭებათ ბოლო თქვე საწYლებო ვითომ მორწმუნენო:D კესო კი ყველანაერად ბიჭია ხმითაც ტანითაც სახეზეც უბრალოდ გოგოსავით ლამაზი თვალები აქვს Dა იმიჯია.
22:41 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
Nეტაი თQვენ მშვენივრად გამოიყურება მეც მინდა ეგრთი ლამაზი ვიყო...
14:23 / 24-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარო ბაბო
კესოს რომ ვუყურებ, მიხარია: რა შეუძლია დღეს მედიცინას! გოგონებო, ნუკი იბოღმებით, თქვენც გაიკეთეთ პლასტიკური ოპერაციები და გალამაზდით! დღეს ნებისმიერი სასურველი გარეგნობა შეიძლება მიიღო: გახდე მერლინ მონრო, სოფი ლორენი, ჯულია რობერტსი... თქვენ მხოლოდ მოინდომეთ.თქვენ ხომ მხოლოდ გალამაზება დაგჭირდებათ და არა სქესის შეცვლა. უკეთეს შედეგს მიიღებთ. არა აქვს მნიშვნელობა, როგორები ხართ ახლა. მთავარი ფულია (რომელიც ყველას არა აქვს) და მონდომება.
18:48 / 23-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დიტო
კაცი არა შაშვი, ეს ისეთი კაცია როგორც მე ვარ ცხენი, ესეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ სანამ ადამიანი არსებობს.... საქართველოშიც უამრავი იყვნენ და თანაც ყველა საუკუნეში გადახედეთ ისტორიას და ნახავთ, ქალ-ბიჭების სახელწოდებით, არაფერი სასწაული არ არის ამაში და ქართველობა არაფერ შუაშია.....
05:24 / 23-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
კესო ულამაზესი ხარ
20:10 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარა
შორენა ბეგაშვილი მეგონა
13:13 / 22-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS