რა თქმა უნდა, მისი ახლოს გაცნობაც გადავწყვიტეთ, თუმცა მანამდე შევიტყვეთ, რომ სიმღერა, რომელიც ბატონმა თენგიზმა წარმოადგინა, თურმე სადაო ყოფილა... მას ავტორი ჰყავს და გარკვეულ პრეტენზიებსაც აცხადებს, მაგრამ ამაზე ქვემოთ, მანამდე კი ახლოს გავიცნოთ თენგიზ ფულარიანი, ვინ არის და როგორ აღმოჩნდა "ნიჭიერის" სცენაზე.
- მუსიკალური განათლება არ მაქვს, უბრალოდ, ის არის, რომ
- პროფესიით ვინ ბრძანდებით?
- თოიძის სამხატვრო სასწავლებელი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია...
- ახლა სად მუშაობთ?
- ხანდახან ვინმეს ქორწილში, დაბადების დღეზე თუ დავუკრავ, ჭიათურის რესტორანში ვარ. თბილისშიც დიდხანს ვიმუშავე რესტორნებში, ბევრი მაქვს შემოვლილი. ასევე მცხეთაშიც, ბორჯომშიც და გორშიც...
- გვარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სვანი ხართ?
- კი, მაგრამ იმერეთში ვარ დაბადებული და გაზრდილი. სვანური მხოლოდ ერთი ორი სიტყვა ვიცი...
ისე, რა ამის პასუხია და ბოლო დროს ჯანმრთელობას ვუჩივი. ვერ ვარ ისე, რომ უნდა ვიყო. ფილტვების კისტა მაქვს. ექიმმა სიმღერა ამიკრძალა, მაგრამ გინდა ფილტვებს მოვუკლივარ და გინდა - შიმშილს. ამიტომ, როცა მეძლევა საშუალება, ვმუშაობ. მკურნალობას დიდი თანხები უნდა, მაგის საშუალება არ მაქვს და ღმერთის იმედად ვარ.
- რამდენი შვილი გყავთ?
- ოთხი ვაჟი მყავს და 7 შვილიშვილი. უფროსი საბერძნეთის მოქალაქეა, მუშაობს და ოჯახს ინახავს. შუათანა ბიჭი და რძალი სამხედროები არიან, 2008 წლის ომის მონაწილეები. თუ გახსოვთ, ომში ოთხი სამხედრო გოგო იყო, რუსების თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს, ერთ-ერთი ჩემი რძალი გახლდათ. მომდევნო ვაჟი თბილისშია, დისტრიბუციაში მუშაობს, ნაბოლარა კი ჩემთან არის, ჭიათურის მაღაროში შრომობს, მარგანეცს იღებს. ისიც თენგიზ ფულარიანია...
- აფხაზეთი ყველას ტკივილია. "ნიჭიერის" მორიგ კონცერტზე საკმაოდ ემოციური იყო თქვენი ნამღერი. დარწმუნებული ვარ, ბევრი სიმღერა იცით, მაგრამ მაინცდამაინც ამის წარმოდგენა რატომ გადაწყვიტეთ?
- ალბათ 2000-მდე სიმღერა მაინც ვიცი, მაგრამ ეს ავარჩიე... ისე, ამ სიმღერას თავისი ისტორია აქვს. თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში რომ ვმუშაობდი, ერთხელაც, კლიენტმა კუპეში გიტარით მიხმო. ერთი-ორი სიმღერა რომ შევასრულე, მერე გიტარა გამომართვა და თვითონაც იმღერა (სხვათა შორის, ეს სიმღერა). ძალიან მომეწონა. ვუთხარი, - დამიწერე-მეთქი, მაგრამ ისე წავიდა, რომ ვერ მოასწრო. ეს იყო 1999 წელი... მერე 2006 წელს ბორჯომში გახლდით
პლატოზე, რესტორანში. იქ სანატორიუმების შენობებში აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ და მათგან რამდენიმე ბიჭი გავიცანი. მათ მითხრეს: - სიმღერა რომ არის - "ახ, ადესა," იქნებ ასე - "ახ, სუხუმი" გააკეთოო. უეცრად გონებაში ის სიმღერა ამომიტივტივდა. მერე ზოგი ჩემი სიტყვები დავამატე, ზოგი რაც მახსოვდა, ის დავტოვე და ასე შეიქმნა სიმღერა, რომელიც "ნიჭიერში" წარმოვადგინე...
- მას მერე, რაც თქვენ კონცერტზე ეს სიმღერა წარმოადგინეთ, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტმა მაია კახიძემ ასეთი შინაარსის სტატუსი დადო, რომელიც მინდა, წაგიკითხოთ:
"ჩემი მეგობრის, კომპოზიტორ გიორგი ბარამაშვილის თანხმობით ვწერ... ეს ადამიანი რამდენიმე ხანია, ერთი სიმღერის გამო ასე დაიქანცა... მრავალი წლის წინ დაწერა სიმღერა სოხუმზე, რომელსაც თავადვე ასრულებდა და ამის მტკიცებულებაც არსებობს - ჩანაწერი და ვიდეოც...
რამდენიმე ხნის წინ, ეს სიმღერა ინტერნეტში გამოჩნდა ერთი უფროსი თაობის წარმომადგენლის, თენგიზ ფულარიანის შესრულებით და დამახინჯებული ინტერპრეტაციით. არც მისამღერი, არც ავტორისეული თანმიმდევრობაა და საერთოდ, ავტორი ვის რაში აინტერესებს თურმე?.. თენგიზ ფულარიანი, სიმღერას სოხუმზე, ავტორთან შეუთანხმებლად და თავისი ვერსიით ასრულებს. არადა, მუსიკის და ტექსტის ავტორიც გიორგი ბარამაშვილი გახლავთ. მან "იუთიუბის" საიტის ადმინისტრაციასაც მიმართა თხოვნით, ამოეღოთ თენგიზ ფულარიანის შესრულებული სიმღერა სოხუმზე, რადგან ავტორი მიიჩნევს, რომ ბატონი თენგიზი ამახინჯებს ამ სიმღერის რეალურ ვერსიას. ეს ის სიმღერაა, მხოლოდ შენთვის რომ გინდა ადამიანს. იმიტომაც არ აძლევდა სხვა შემსრულებელს და სწორედ ამ სიმღერით სურდა დაბრუნებულ სოხუმში სტუმრობა. დღესაც სჯერა, რომ იქ იმღერებს. ამასობაში კი ხან რესტორანში აჟღერდა ის, ხან "იუთუბზე" დადეს, სოხუმზე გულმტკივანმა ადამიანებმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდებზე აფრიალეს ბატონი ფულარიანის ჩანაწერი"...
- მაია კახიძისგანვე შევიტყვეთ, რომ ეს სიმღერა საერთოდ, ზურაბ ჟვანიას თხოვნით, 1997 წელს დაწერილა. ბატონ ზურაბს გიორგი ბარამაშვილისთვის უთხოვია... და თურმე შემდეგ წელს მას თავად სურდა "ნიჭიერში" ამ ნამუშევრით გამოსვლა...
- აბა, რა გითხრათ? ხომ მოგიყევით ამ სიმღერის ჩემამდე მოსვლის ისტორია. როგორც იმღერეს რესტორანში, ისე ვიმღერე, მანამდე ის სიმღერა, რასაც მეუბნებით, არც მომისმენია. რომ მქონოდა მოსმენილი, ისე ვიმღერებდი. ვიმეორებ, მან ჩემამდე როგორც მოაღწია, ისე წარმოვადგინე. ინტერნეტთან ვერ ვურთიერთობ, ამიტომ, რაც თქვენ მითხარით, არ მინახავს, თუმცა ვიღაცებმა ეს ინფორმაცია თქვენამდეც მომაწოდეს...
იხილეთ სრულად




















