18 ნოემბერი, 2014
ამალიას შემდეგ სკანდალში დიპლომიანი ''კარუზო'' გაეხვა
ახლა გევორქ პეტროსიანზე ცდილობენ ააგორონ სკანდალი ''ნიჭიერის'' ახალი სეზონი წელს საინტერესო ნომრებით და სკანდალებით გახდა გამორჩეული. მკითხველს კარგად ახსოვს, ამალია ჯიბლაძისა და ფონოგრამის ისტორია.

გუშინ მორიგ ტურზე საზოგადოება ნიჭიერმა ტაქსისტმა გევროქ პეტროსიანმა გააოცა, მაგრამ როგორც სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, კარუზოს კონსერვატორიის დიპლომი ჰქონია.

"მაპატიეთ, მაგრამ თუ არ ვცდები, ამ ადამიანს კონსერვატორიაც დამთავრებული აქვს... ვფიქრობ, პროექტში მონაწილეობა არ უნდა მიეღო. ნამდვილად ვიცი, მუსიკალურში ერთად ვსწავლობდით. წარმატებებს ვუსურვებ"... - წერს სოფო ჩაჩანიძე.

მორიგ სკანდალს, პროექტის მთავარი
პროდიუსერი გიორგი ხაბურზანია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

''ახლა გევორქ პეტროსიანზე ცდილობენ ააგორონ სკანდალი, რომ კონსერვატორია აქვს დამთავრებულიო. არადა არ იციან, რომ ყველა ტაქსისტს კაკ მინიმუმ ორი დიპლომი აქვს...'' - წერს ხაბურზანია.

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
მმმ
გევორქს პირადად ვიცნობდი და ვიცი კონსერვატორიაში სწავლობდა, მისი გამოსვლაც მოსმენილი მაქვს კონსერვატორიის სცენაზე და ძალიან კარგადაც მღეროდა. უბრალოდ ნიჭიერის სცენაზე ისე გაითამაშა თითქოს მუსიკალური განათლება არ ქონდა. სამწუხაროა რომ ბევრი ტყუილებით ფიქრობს თავის დამკვიდრებას
00:24 / 20-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
დავეთანხმები სოციალურ ქსელში მომხმარებლის მიერ მოყავნილ ფაქტს. ეს ბიჭი, რომელსაც ზუსტად ამ სახელით და გვარითაც ვცნობ სწავლობდა მ. ბალანჩივაძის სახელობის #3 სამუსიკო სასწავლებელში, რომელიც მდებარეობდა ღრმაღელის მეტროსთან ახლოს, სკოლის შენობის ზედა სართულზე. მეც იქ ვსწავლობდი და მახსოვს კარგად. რაც შეეხება კონსერვატორიას, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი ამ სასწავლებლის მერე სწორედ კონსერვატორიაში გააგრძელა სწავლა. ისე კონსერვატორიაში რომც არ გაეგრძელებინა სწავლა, მაინც ითვლება, რომ პროფესიით ვოკალისტია, რადგან #3 სასწავლებელი კვალიფიკაციას ანიჭებდა და მუშაობის უფლებას იძლეოდა კვალიფიკაციის შესაბამისად.
12:27 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ჯერ ჩაუშვა და მერე წარმატებებს ვუსურვებო. რა იყო , შეგშურდა კარგად რომ იმღერა?
23:13 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
და რა შეიცვალა მაგით, რომ კონსერვატორიის დიპლომი აქვს? კარგად მახსოვს ერთ-ერთ სეზონზე გოგო გამოვიდა და სიამაყით განაცხადა კონსერვატორიაში ვსწავლობო, მაგრამ ისე აჩხავლდა სცენაზე ლამის დარბაზიდან გაიქცა ხალხი...
20:40 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გია
ქართველ ადამიანს შთაგონებული აქვს, რომ ყველაფერი იცის:ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, პოლიტიკა, იურისპრიდენცია, სექსი,სმა-ჭამა, ცეკვა-სიმღერა და თანაკლასელის, მეზობლის თი თანაკურსელის პირადი ცხოვრებაც:)
20:08 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS