ხათუნა თოთლაძე ბადრი პარაკაციშვილის დის მზია თოთლაძის შვილი და დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე დღეს საგარეო საქმეთა მინისთრის ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნა.
უწყების ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს.
მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს აქვს საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.
სალომე დადიანი




















