17 ნოემბერი, 2014
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ ბადრი პატარკაციშვილის დისშვილი დაინიშნა
ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს
ხათუნა თოთლაძე ბადრი პარაკაციშვილის დის მზია თოთლაძის შვილი და დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე დღეს საგარეო საქმეთა მინისთრის ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნა.

უწყების ინფორმაციით, ხათუნა თოთლაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს.

მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს აქვს საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS