15 ნოემბერი, 2014
მსახიობი თინა მახარაძე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს:„თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ..ები“
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ არავის შეურაცხყოფა, მით უფრო ღმერთის, აზრად არ მქონია
თინა მახარაძემ რამდენიმე წუთის წინ ვიდეო გამოაქვეყნა. წარწერამ ბევრის ყურადღება მიიქცია და გაუჩნდათ სურვილი რომ ვიდეო ბოლომდე ენახათ. ვიდეოს ტექსტურ ვერსიას უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს მოსახლეობას საქართველოს მოქალაქის თინა მემე მახარაძის ბოლომდე მოსასმენი განცხადება:

„მე რომ ბოლომდე ოპტიმიზმი შემენარჩუნებინა და მქონოდა იმედი, რომ ჩემი სათქმელი იმდენად ნათელია და აშკარა, და ჩემი ენა იმდენად მარტივია, რომ არ საჭიროებს არანაირ ახსნას, მოცემულ მომენტში აბსოლუტურად სხვა სასაუბრო ენას
გამოვიყენებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულება მაქვს ჩემი საუბრის და ზედმეტი წარმოდგენა მაქვს ერის შესაძებლობების მიმართ. ამიტომ ვეცდები, მოკლედ აგიხსნათ ყბადაღებულ ვიდეოში რა ხდებოდა.

ბიბლია უკუღმა არ მიჭირავს. მაქვს მაკბუქი, რომელიც იღებს სარკის ეფექტით.

მეორე: ათ მცნებაში ეწერა „არა კლა“ და მხოლოდ ქართულ თარგანშია „არა კაც კლა“. ვიცი ისიც, რომ კაცში იგულისხმება მთელი კაცობრიობის ნაშიერი. თუმცა სამწუხაროდ თქვენ არ იცით ტერმინებისა და თუნდაც ჩემ შემთხვევაში დაბალმხატვრული ღირებულების სიტყვების მნიშვნელობა. როგორიცაა ულტრირება, ალეგორია და ა.შ. არ იცით ისიც, რომ ამ ვიდეოში არათუ დავცინი, არამედ არ ჩანს ჩემი ცრემლები, მაგრამ დავტირი ჩვენს თავს. ჩვენს ხალხს რომლებსაც აბსოლუტურად გაუგებარი სუბიექტური მოსაზრებების გამო ან გვეცოდება მსხვერპლი, არ არ გვეცოდება. ან ვგმობთ ძალადობას, ან ვამართლებთ და გვიხარია.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ არავის შეურაცხყოფა, მით უფრო ღმერთის, აზრად არ მქონია. მხოლოდ მოვახდინე ერთგვარი პროექცია იმ დამოკიდებულებისა, რა დამოკიდებულებასც გვაქვს საქართველოში ძალადობის მიმართ. თქვენი ტერმინი რომ ვიხმარო, ეს იყო „გაპრავების“ ციტირება. როგორც „ვაპრავებთ“ ხოლმე საქართველოში ძალადობას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ 360 გრადუსით შემოაბრუნეთ ჩემი ნათქვამი და ასე არასწორად გაიგეთ.

ახლა მინდა, ზუსად გაიგოთ, რასაც გეტყვით. სამწუხაროდ ვერ ვიხმარ ვერანაირ ევფემიზმს და პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ..ები"

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 95 /
360 არა 180
ახლა მოისვამს თინა მათემატიკის მცოდნეებს და მათი დახმარებით შემდეგ სტატიაში ''გააპრავებს'' არცოდნას იმის შესახებ, რომ ვერ არჩევს ერთმანეთისგან 360 და 180 გრადუსს, არ იცის რა შემთხვევაში რომელი გამოიყენოს. თან დიდი გოონორითა და ამბიციებით. ვინც ვაზროვნებთ და ვერკვევით ყველაფერში, ჩვენ მაინც დაგცინებთ, ხოლო შენნაირები ტაშს დაგიკრავენ. ჩვენ 50%_50%-ზე ვართ.
11:32 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
360 არა 180
ახლა მოისვამს თინა მათემატიკის მცოდნეებს და შემდეგ სტატიაში ამ შეცდომასა და უვიცობას ''გრადუსებში'', მაგრამ ამბიციას ''გააპრავებს''_ისეთი მაგარია.
11:14 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კუსი
ნუ გადაიჯვი მართლა უკვე თავზე,ვინ ხარ ბოლობოლო.შენნაერი მასახიობები ტონა ყავს საქართველოს,აქამდე კიდევ რაღაც გამაღტლებას ვაძლებვი შენს საქციელს და რაღაც სიმპატიები მქნდა შენს მიმართ,დაოკდი და დაწყნარდი ნუ ამოგვიყვანე ეს შენი პერსონა კისერში,მარაზმი გახდი უკვე და მასობრივ ზიზღს იწვვევ,გეყოფა რა გოგონი:))დაVიღალეთ
10:27 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
:D 360 გრადუსი არა,180 გრადუსი თინ...
02:30 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ვინ არის ეს ტუტუცი უზრდელი გოგო! რამხელა ცარმოდგენა აქვს ტავის ტავზე.მაგის დანახვა აგარ მინდა!
00:16 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS