15 ნოემბერი, 2014
მსახიობი თინა მახარაძე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს:„თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ..ები“
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ არავის შეურაცხყოფა, მით უფრო ღმერთის, აზრად არ მქონია
თინა მახარაძემ რამდენიმე წუთის წინ ვიდეო გამოაქვეყნა. წარწერამ ბევრის ყურადღება მიიქცია და გაუჩნდათ სურვილი რომ ვიდეო ბოლომდე ენახათ. ვიდეოს ტექსტურ ვერსიას უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს მოსახლეობას საქართველოს მოქალაქის თინა მემე მახარაძის ბოლომდე მოსასმენი განცხადება:

„მე რომ ბოლომდე ოპტიმიზმი შემენარჩუნებინა და მქონოდა იმედი, რომ ჩემი სათქმელი იმდენად ნათელია და აშკარა, და ჩემი ენა იმდენად მარტივია, რომ არ საჭიროებს არანაირ ახსნას, მოცემულ მომენტში აბსოლუტურად სხვა სასაუბრო ენას
გამოვიყენებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულება მაქვს ჩემი საუბრის და ზედმეტი წარმოდგენა მაქვს ერის შესაძებლობების მიმართ. ამიტომ ვეცდები, მოკლედ აგიხსნათ ყბადაღებულ ვიდეოში რა ხდებოდა.

ბიბლია უკუღმა არ მიჭირავს. მაქვს მაკბუქი, რომელიც იღებს სარკის ეფექტით.

მეორე: ათ მცნებაში ეწერა „არა კლა“ და მხოლოდ ქართულ თარგანშია „არა კაც კლა“. ვიცი ისიც, რომ კაცში იგულისხმება მთელი კაცობრიობის ნაშიერი. თუმცა სამწუხაროდ თქვენ არ იცით ტერმინებისა და თუნდაც ჩემ შემთხვევაში დაბალმხატვრული ღირებულების სიტყვების მნიშვნელობა. როგორიცაა ულტრირება, ალეგორია და ა.შ. არ იცით ისიც, რომ ამ ვიდეოში არათუ დავცინი, არამედ არ ჩანს ჩემი ცრემლები, მაგრამ დავტირი ჩვენს თავს. ჩვენს ხალხს რომლებსაც აბსოლუტურად გაუგებარი სუბიექტური მოსაზრებების გამო ან გვეცოდება მსხვერპლი, არ არ გვეცოდება. ან ვგმობთ ძალადობას, ან ვამართლებთ და გვიხარია.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ არავის შეურაცხყოფა, მით უფრო ღმერთის, აზრად არ მქონია. მხოლოდ მოვახდინე ერთგვარი პროექცია იმ დამოკიდებულებისა, რა დამოკიდებულებასც გვაქვს საქართველოში ძალადობის მიმართ. თქვენი ტერმინი რომ ვიხმარო, ეს იყო „გაპრავების“ ციტირება. როგორც „ვაპრავებთ“ ხოლმე საქართველოში ძალადობას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ 360 გრადუსით შემოაბრუნეთ ჩემი ნათქვამი და ასე არასწორად გაიგეთ.

ახლა მინდა, ზუსად გაიგოთ, რასაც გეტყვით. სამწუხაროდ ვერ ვიხმარ ვერანაირ ევფემიზმს და პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ..ები"

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 95 /
ტკივილამდე მეცოდება...
ნეტა რას უნდა ნიშნქავდეს - "ტკივილამდე ყ..ები"? თუ ეს რაიმე აზრის (ნორმალურის, გასაგების...) შემცველ-მატარებელია, მაშინ მე "ვერ ვარ", თუ არა და "ტკივილამდე მეცოდება", ეს საწყალი, ობოლი და მამაკაცის (ნორმალურის და გულშემატკივარის) მზრუნველობას მოკლებულ ოჯახში გაზრდილი ქართველი(!) გოგო.
21:23 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ზედმეტად"განათლებულ" თინას
ქალო,დაეტია რა შენს ქერქში...მაგ გარყვნილობის გამო გაანადგურა სოდომი და გომორა ღმერტმა, დიახ,გაანადურა... ატი მცნების შესწორებას იტხოვს ტინიკო... ღმერტი ავადმყოფობის გამო არავის სჯის, გარყვნილობა კი ისჯება და იცი რატომ? ღმერტი რომ გაფრთხილებს არ იმრუშოვო და მაინც მრუშობ აი,ამიტომ...
17:49 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ერთხელ თქვი და გაგივიდა, ყურადღება მიიპყრე, ეხლა მეორე სერიას იწყებ და ცოტას აჭარბებ. არც ასაკით, არც განათლებით და არც ცოდნით არ ხარ ის გოგო რომ, ხალხს ელაპარაკო. მე კეთილგანწყობით გესაუბრები, შენთან პოლემიკა გამორიცხულია რადგან განსხვავებული მენტალიტეტი და ცენზი გაქვს, მაგრამ ხალხს შეეშვი და ეცადე შენი სისულელეები წინ არ დაგხვდეს. ჯერ არაფერი არ ხარ.
17:20 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
360 გრადუსით ისევ იგივე წერტილში აღმოჩნდები გენიოსო, 180 არის ნახევარ წრე, ელემენტარული მატემატიკა ისე კარგად იცი, ზოგად საკაცობრიო საკითხებშიც ძალიან კომპეტენტური იქნები
16:29 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
თინა ისწავლე ბრაზის მართვა, ჯობია კარგი როლებით დაგვამახსოვრო თავი.
16:06 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
1870
რაში ადგება რედაქციას ამ ქალის გამოჩენა,ამორალები გაკლიათ?
15:41 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ევა
ერთი ჩვეულებრივი უზრდელი ტუტუცი გოგოა. ხალხო, რით ვერ გაიგეთ, რომ ამ უნიჭოს თავის გაპიარება უნდა და ასეთი ხერხი აირჩია, რადგან სხვა გამორჩეული უნარი არ აქვს. რაც ბევრი გამოეხმაურება, ზუსტად ეგ აწყობს. მოვეშვათ, რაც უნდა ის ჯღაბნოს და ძაღლად რომ არავინ ჩააგდებს, მოკეტავს.
15:02 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანაბელი
სერიოზულაად?მან არც კი იცის რას აკეთებდა ახლა კი უნდა რაღაცნაირად მოიქცეს რომ გამართლება მოუნახოს თავის საქციელს მაგრამ ისიც კი არ იცის როგორ და მე მას ვურჩევ გაცუმებას რაც უფრო მეტს იტყვის მით მეტს შეცდომებს დაუშვებს (კარგად ვიცი რასაც ვამბობ)
14:13 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანი
ყოველთვის მართალს ამბობს....
12:48 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
"თინა გარეუბნიდან"
მართლა გამოთაყვანებულია ეს ხეპრე. ზედ გამოჭრილი როლი ითამაშა სერიალში "გოგონა გაარეუბნიდან" და ამართლებს კიდევაც ცხოვრებაში.
12:37 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS