15 ნოემბერი, 2014
მსახიობი თინა მახარაძე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს:„თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ..ები“
მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ არავის შეურაცხყოფა, მით უფრო ღმერთის, აზრად არ მქონია
თინა მახარაძემ რამდენიმე წუთის წინ ვიდეო გამოაქვეყნა. წარწერამ ბევრის ყურადღება მიიქცია და გაუჩნდათ სურვილი რომ ვიდეო ბოლომდე ენახათ. ვიდეოს ტექსტურ ვერსიას უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს მოსახლეობას საქართველოს მოქალაქის თინა მემე მახარაძის ბოლომდე მოსასმენი განცხადება:

„მე რომ ბოლომდე ოპტიმიზმი შემენარჩუნებინა და მქონოდა იმედი, რომ ჩემი სათქმელი იმდენად ნათელია და აშკარა, და ჩემი ენა იმდენად მარტივია, რომ არ საჭიროებს არანაირ ახსნას, მოცემულ მომენტში აბსოლუტურად სხვა სასაუბრო ენას
გამოვიყენებდი, მაგრამ მივხვდი, რომ ზედმეტად გულუბრყვილო დამოკიდებულება მაქვს ჩემი საუბრის და ზედმეტი წარმოდგენა მაქვს ერის შესაძებლობების მიმართ. ამიტომ ვეცდები, მოკლედ აგიხსნათ ყბადაღებულ ვიდეოში რა ხდებოდა.

ბიბლია უკუღმა არ მიჭირავს. მაქვს მაკბუქი, რომელიც იღებს სარკის ეფექტით.

მეორე: ათ მცნებაში ეწერა „არა კლა“ და მხოლოდ ქართულ თარგანშია „არა კაც კლა“. ვიცი ისიც, რომ კაცში იგულისხმება მთელი კაცობრიობის ნაშიერი. თუმცა სამწუხაროდ თქვენ არ იცით ტერმინებისა და თუნდაც ჩემ შემთხვევაში დაბალმხატვრული ღირებულების სიტყვების მნიშვნელობა. როგორიცაა ულტრირება, ალეგორია და ა.შ. არ იცით ისიც, რომ ამ ვიდეოში არათუ დავცინი, არამედ არ ჩანს ჩემი ცრემლები, მაგრამ დავტირი ჩვენს თავს. ჩვენს ხალხს რომლებსაც აბსოლუტურად გაუგებარი სუბიექტური მოსაზრებების გამო ან გვეცოდება მსხვერპლი, არ არ გვეცოდება. ან ვგმობთ ძალადობას, ან ვამართლებთ და გვიხარია.

კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ არავის შეურაცხყოფა, მით უფრო ღმერთის, აზრად არ მქონია. მხოლოდ მოვახდინე ერთგვარი პროექცია იმ დამოკიდებულებისა, რა დამოკიდებულებასც გვაქვს საქართველოში ძალადობის მიმართ. თქვენი ტერმინი რომ ვიხმარო, ეს იყო „გაპრავების“ ციტირება. როგორც „ვაპრავებთ“ ხოლმე საქართველოში ძალადობას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ 360 გრადუსით შემოაბრუნეთ ჩემი ნათქვამი და ასე არასწორად გაიგეთ.

ახლა მინდა, ზუსად გაიგოთ, რასაც გეტყვით. სამწუხაროდ ვერ ვიხმარ ვერანაირ ევფემიზმს და პირდაპირ გეტყვით, რომ თქვენ ხართ ტვინმიფუჩეჩებული, წარმოუდგენელი, ტკივილამდე ყ..ები"

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 95 /
ლელი
ღმერთმა მხოლოდ ერთხელ "მიაფუჩეჩა",შენ რომ ჩაგსახა...დაოკდი,კაცები გაწყდნენ შენს ირგვლივ,გეტყობა..
15:37 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
თინას თავში აუვარდა რაღაც და რა? საკითხავი სწორედ ეს არის. უდაოდ განათლებულია და გავიგეთ ბატონო, მაგრამ მარტო წიგნების კითხვა არაა საკმარისი, რომ არ იყო ისტერიული და შეინარჩუნო ღირსება. რაც შეეხება საზოგადოებას - არის აბსოლუტურად უსაქმური თინას რომ ამხელა დროს და ყურადღებას უთმობს. ყველამ თავისი საქმე ვაკეთოთ და ყველაფერი კარგად იქნება აგრესიისა და განკითხვის გარეშე. მაპატიე თინა, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
15:25 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
ეს გოგო რა წარამარა თვალებში მეჩხირება ვინ არის რა გაახურა საქმე ფუ
14:48 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
ეს გოგო ანა გაბრიჩიძის გმირმა შემაძულა იმდენად სასიზგრად და გამაგიზიანებლად ასრულებს...
13:57 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
იბერიელი
მათემატიკაში რა ნიშანი გეწერა? 360 გრადუსი 1 სრული წრეა ანუ იმავე ადგილას დაბრუნება. საპირისპირო 180 გრადუსია.
13:39 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰაჰ
თინა ნახევარზე მეტმა თუ ვერ გაგიგო როგორც შენ ამბობ ესე იგი არასწორად ჩამოააყალიბე აზრი ან მეორე ვარიანტი შენვე ეწინააღმდეგები შენს აზრს,თავად არ ხარ აზრზე ათი მცენბის თორე ამ სპეტაკლის ბიბლიით ხელში არ დადგავდი.შენ სიტყვას ფასი არ ააქვს და თუ გრძნობ რომ აქ შევიწროვებული ხარ დაახვიე უაკნ არავინ გამოგეკიდებ მერწმუნე ყლ**ბი შენს ჯიშსში მოიკითხე რა უფლებით ლანძრავ ერს შე მართლა ტვინგამორეცხილო.
11:41 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თემო
360 180 ზე მეტი რომაა მაგიტომ თქვა, ეგონა ამით უფრო გაამძაფრებდა სათქმელს. აზრს აღარ დაუკვირდა :))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
10:48 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
nino
არ ვაპირებდი დაკომენტარებას მაგრამ...ჩემო თანამემამულენო გასაგებია რომ ქვეყნის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა ფსიკიკაზეც ისახება (და მერე როგორ ჩვენთან)მაგრამ მთალად ასეც ხომ არ უნდა დაგვიბნელდეს გონება...არ ვიცნობ თინა მახარაძეს, მხოლოდ 2 კინო როლიდან, საკმაოდ ნიჭიერი გოგოა... არა მგონია ყურადღების მისაქცევად აქვეყნებდეს ამ პოსტებს. პირველივე სერიალში გამოსვლიდანვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. უბრალოდ რასაც გრძნობს იმას ჩემგან და თქვენგან განსხავებული ინტერპრეტაციით წერს. თქვენ კი დაგეშილხართ მაპატიეთ და ერთი სული გაქვთ გაგლიჯოთ. რატომ ვინმეს რამე დაგიშავათ? გვეყოფა ამდენი ბოღმის გადმონთხევა სხებზე. მივხედოთ ჩვენს თავებს ბევრი გვაქვს გამოსასწორებელი ჩვენივე ყოფაში.მერე კი ქვეყანასაც ეშველება ალბათ. ან ასე უკუნში ვიქნებით და ვინც შეძლებს გაიქცევა აქედან. ბოდიშის მოხდით თანამოქალაქე
10:05 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თინა
შენისთანა ზნედაცემული,აგარ დაბადებულიკოს მეტი საკარტველოში..
04:56 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დათო
შენც კარგად იცი რაც ხაარ ხო? ხოდა რას იშლი ნერვებს ასე გიქნია სარი გითხრია 360 ჯერ. გრადუსებს ვერ არკვევ გეტყობა 3 კლასის განათლება გაქ და ეგაა შენი უბედურება
00:02 / 19-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS