15 ნოემბერი, 2014
თინა მახარაძემ მიხეილ გოლდმანის კალთიდან აჩიკო სოლოღაშვილის კალთაში გადაინაცვლა
ერთ-ერთი ნომრის შემდეგ თინა მახარაძე გოლდმანის მუხლებზე მოკალათდა „რუსთავი 2“ -ის ეთერში „ბრავოს“ მორიგი ტური გაიმართა. ერთმანეთს მიხეილ გოლდმანი და თამუნა შავერდაშვილი დაუპირისპირდნენ. მაყურებლის გადაწყვეტილებით ფინალში თამუნა შავერდაშვილს ვიხილავთ, რომლის ლობისტებიც გიორგი ყიფშიძე და ნინო გაჩეჩილაძე არიან.
გიორგიმ და ნინომ „რომეო და ჯულიეტა“ „თავდაყირა“ დააყენეს. შექსპირის ყველასთვის ნაცნობი გმირები მონოლოგებს თოკებზე ფეხებით დაკიდებული კითხულობდნენ. 

მიხეილ გოლდმანის ლობისტები კი აჩიკო სოლოღშვილი და გვანცა დარასელია, იყვნენ.  გვანცამ და აჩიკომ შთამბეჭდავი ნომრები შემოგვთავაზს, მაგრამ მათმა გულშემატკივრებმა ვერ უშველეს
გოლდმანს. 

მიხეილ გოლდმანს წამყვანი თინა მახარაძეც გულშემატკივრობდა. ამბობდა, ისე მომწონს ეს ბიჭი თმა გავიშალე და გადავირიე, მაგრამ არაფერი პირადული არ ხდება, უბრალოდ გოლდმანის შესრულება მომწონსო.

ერთ-ერთი ნომრის შემდეგ თინა მახარაძე გოლდმანის მუხლებზე მოკალათდა, ცოტა მოგვიანებით კი აჩიკო სოლოღაშვილის კალთაში გადაინაცვლა და თავადვე აღნიშნა, ახლა ჩემზე იტყვიან, კალთიდან კალთაში ინაცვლებდაო.

აშკარაა, თინა მახარაძე კარგად ახერხებს თამამი იმიჯით და თამამი გამონათქვამებით მაყურებლის ყურადღების მიქცევას. ბევრი აკრიტიკებს, მაგრამ რაც მთავარია, ეკრანზე თინას ყველა გამოჩენის შემდეგ ყველა მასზე საუბრობს.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარიამი
tqven icit rom mixeil goldmansa da tina maxaradzes seriozuli urtiertoba aqvt da dzalian gtxovt nu gaavrcelebt tinaze eget amazrzen chorebs... tinam araertxel agnishna rom mishas mimart ar aris gulgrili da tqveni chorebit dzalian cudi shedegi mohyva da mixeilsa da tina dzalian gaufuchdat urtiertoba. ese ro vtqvat lamazi wyvilis urtiertoba didi kitxvis nishnis qvesh daayenet.
13:15 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS