13 ნოემბერი, 2014
"მგონია, კომპლექსების გამო აკეთებს ამდენ "საოცრებებს" - მამა პეტრე თინა მახარაძის სკანდალურ ვიდეოპოსტს ეხმაურება
თინა მახარაძის გამონათქვამს, რომ "ღმერთმა ბიბლია მიაფუჩეჩა" მსახიობი თინა მახარაძე, რომელიც ტრანსგენდერი საბის მკვლელობას ერთგვარი ეპატაჟური ვიდეოპოსტით გამოეხმაურა, მალევე იქცა კრიტიკის ობიექტად. თუმცა, ცხადია მსახიობს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა დისკომფორტს სულაც არ უქმნის და ის ალბათ, მომავალშიც არაერთხელ შეეცდება გამომწვევი გამონათქვამებით საზოგადოების ერთი ნაწილის პროვოცირებას.

თინა მახარაძის გამონათქვამს, რომ "ღმერთმა ბიბლია მიაფუჩეჩა", სასულიერო პირი მამა პეტრე, იგივე პეტრე კოლხი ეხმაურება, რომელიც ''ფეისბუქზე'' საკუთარ შვილს შემდეგი შინაარსის წერილს უტოვებს:

პეტრე კოლხი:

"მარი (მიმართავს საკუთარ შვილს), დილით
სკოლაში რომ ჩაგარბენინე, გამიღიმე და მითხარი-მა, ნახე თინას ახალი სკანდალიო?! ზარი უკვე ირეკებოდა, მოკლედ ვისაუბრეთ და გაიქეცი. რისი თქმაც ვერ მოვასწარი, ახლა გეტყვი.

ვიცი, რომ თინა ძალიან გიყვარს, გულშემატკივრობ, მოგწონს მისი მსახიობური ნიჭი. ბევრ რამეში მეც გეთანხმები, მაგრამ არის რაღაც, რაც ყოველთვის გაღიზიანებას იწვევს. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მათ შორის თინასაც, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვისი უფლებებიც. ვცდილობდი შენი სიყვარულით და თინეიჯერული ახირებებით მისთვისაც გამეგო. რაც ბოლოს გააკეთა, ეს უკვე დასაგმობია. თავისუფელასაც საზღვარი აქვს. ამ საზღვრის მიღმა არაფრობაა. ჰოდა, ვეჭვობ, რომ არაფრობაში გადაეშვა.

ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გქონდეს ხელუხლებელი დაწერილი, თუ დაუწერელი კანონები. ერთ-ერთი ასეთი ბიბლიაა. ბიბლია, როგორც ცხოვრების წიგნი, სიყვარულის, სინათლის, რწმენის, გამარჯვების, მიტევების, ჰუმანიზმის, თავისუფლების წყარო. ბიბლია მსოფლიო ცივილიზაციის სათავე და ლიტერატურული შედევრების ქვაკუთხედი. შენ თუ მეტყვი, რომ იქნებ მას არ სწამს ღმერთის, გიპასუხებ - მე მწამს, შენ გწამს, სხვასაც და ჩვენი უფლებებიც არ უნდა შელახოს. მისთვის თუ რელიგია არ არის მთავარი, ესეც შეიძლება ,,გავიგოთ", მაგრამ ის ხომ ყველა ჩვენთაგანის ისტორიაც არის. დაფიქრდი, მიხვდები, რომ არასწორად მოიქცა. აქამდე არ მეკითხებოდი, უბრალოდ ფაქტად მიყვებოდი მის შესახებ. ვინაიდან დღეს მკითხე, ნიშნავს იმას, რომ არც შენ მოგეწონა. ამით კი ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვერ გავიგე, ამით რისი თქმა სურდა?! რა გამოხატა?! რა დაგვანახა?! ღმერთთან კონფლიქტი თუ პირდაპირ დანაშაულზე მიუთითა ღმერთს, რომ ადამიანების დამახინჯებული სურვილების დარაჯად არ გამოგვეცხადა. ღმერთი მშვენიერებაა, მისთვის ყველა მანკიერი მხარე მიუღებელია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს იწყალებს.

იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ეკს
რა იყო ადამიანოო მამაოს არ შეიძლება სათვალე ეკეთოს??? და ახალგაზრდა იყო??
15:37 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუარა
100% -ნია შენ სატანის მოციქულო, დაწყნარდი სულშენხომ არ უნდა ილაპარაკო, არ დაიღალე? შეგრცხვეს თფუი შენს ქალობას...
11:27 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი ქეთ
და აბა მამა პეტრე სად არის? სურათზე რომ სათვალეებიანი ტიპია და რამე? კაი რა მამო, არ გინდა ეგეთები :)
23:15 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TEONA AFAQİDZE
SHE MARTLA GONEBA MIPUCHECHEBULO GOGOOV
02:28 / 16-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
მამა პეტრე,უმჯობესი იყო,უფრო მარტივად აგეხსნათ თინასთვის,რომ „არა კაც კლა„ში,კაციც იგულისხმება და ქალიც.(რაზეც თინას ქონდა პრეტენზია),განურჩევლად სქესისა,ეროვნებისა და ორიენტაციისა.
22:05 / 15-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლოოლ
ეს გოიმი გოგჩო როგორ ახერხებს საზოგადოების აგდებას მე იმაზე ვხალისობ :D
00:08 / 14-11-2014
გამოხმაურება / 0 /
შეეშვით!
მე მგონი, თინა მახარაძის "სიბრძნეებზე" კომენტარები არ უნდა ვაკეთოთ. მაგასაც ეგ უნდა. მისი ეპატაჟურობის მიზანი ეგ გახლავთ: მოექცეს საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
18:48 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS