თინა მახარაძის გამონათქვამს, რომ "ღმერთმა ბიბლია მიაფუჩეჩა", სასულიერო პირი მამა პეტრე, იგივე პეტრე კოლხი ეხმაურება, რომელიც ''ფეისბუქზე'' საკუთარ შვილს შემდეგი შინაარსის წერილს უტოვებს:
პეტრე კოლხი:
"მარი (მიმართავს საკუთარ შვილს), დილით
ვიცი, რომ თინა ძალიან გიყვარს, გულშემატკივრობ, მოგწონს მისი მსახიობური ნიჭი. ბევრ რამეში მეც გეთანხმები, მაგრამ არის რაღაც, რაც ყოველთვის გაღიზიანებას იწვევს. ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, მათ შორის თინასაც, ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვისი უფლებებიც. ვცდილობდი შენი სიყვარულით და თინეიჯერული ახირებებით მისთვისაც გამეგო. რაც ბოლოს გააკეთა, ეს უკვე დასაგმობია. თავისუფელასაც საზღვარი აქვს. ამ საზღვრის მიღმა არაფრობაა. ჰოდა, ვეჭვობ, რომ არაფრობაში გადაეშვა.
ცხოვრებაში ყოველთვის უნდა გქონდეს ხელუხლებელი დაწერილი, თუ დაუწერელი კანონები. ერთ-ერთი ასეთი ბიბლიაა. ბიბლია, როგორც ცხოვრების წიგნი, სიყვარულის, სინათლის, რწმენის, გამარჯვების, მიტევების, ჰუმანიზმის, თავისუფლების წყარო. ბიბლია მსოფლიო ცივილიზაციის სათავე და ლიტერატურული შედევრების ქვაკუთხედი. შენ თუ მეტყვი, რომ იქნებ მას არ სწამს ღმერთის, გიპასუხებ - მე მწამს, შენ გწამს, სხვასაც და ჩვენი უფლებებიც არ უნდა შელახოს. მისთვის თუ რელიგია არ არის მთავარი, ესეც შეიძლება ,,გავიგოთ", მაგრამ ის ხომ ყველა ჩვენთაგანის ისტორიაც არის. დაფიქრდი, მიხვდები, რომ არასწორად მოიქცა. აქამდე არ მეკითხებოდი, უბრალოდ ფაქტად მიყვებოდი მის შესახებ. ვინაიდან დღეს მკითხე, ნიშნავს იმას, რომ არც შენ მოგეწონა. ამით კი ძალიან ბედნიერი ვარ. მე ვერ გავიგე, ამით რისი თქმა სურდა?! რა გამოხატა?! რა დაგვანახა?! ღმერთთან კონფლიქტი თუ პირდაპირ დანაშაულზე მიუთითა ღმერთს, რომ ადამიანების დამახინჯებული სურვილების დარაჯად არ გამოგვეცხადა. ღმერთი მშვენიერებაა, მისთვის ყველა მანკიერი მხარე მიუღებელია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს იწყალებს.
იხილეთ გაგრძელება




















