გუშინდელი ''ნიჭიერის'' გმირს, გოჩა ჭაბუკაიძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ბატონო გოჩა, პირველ რიგში თქვენს მუსიკალურ კარიერაზე გვიამბეთ.
- პროფესიით ხარატი ვარ. პიანისტი გახლავართ. მუსიკა ძალიან მიყვარს. მაგრამ სიმღერა გვიან დავიწყე. როცა ოჯახს დასჭირდა რესტორანში წავედი სამუშაოდ. ბოლო დროს
- ოჯახზე რას მეტყვით?
- მყავს მეუღლე და ორი შვილი. ერთი გათხოვილია, ახლა ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს. მეორე ჩემთან არის.
- ჩემს შვილს მინდა მივაწვდინო ხმაო, თქვით გადაცემაში, დიდი ხანია ერთმანეთი არ გინახავთ თუ რას ნიშნავდა ეს თქვენი ფრაზა?
- ჰო, დიდი ხანია არ მინახავს. საერთოდ ეს გამოსვლა ჩემს შვილებს მივუძღვენი. სულ მეუბნებოდნენ, რომელიმე მუსიკალურ პროექტში მიდიო. ცოტა უცნაური კაცი ვარ, რაღაც მინიშნებებს ველოდები ხოლმე. ჩემი ''ნიჭიერში'' მონაწილეობაც უცნაურად მოხდა. ოთო ნემსაძემ მომისმინა ბარში. გადარეკა სადღაც და უთხრა, თქვენ რომ გჭირდებათ, ის კაცი ვიპოვნეო.
- ოთოს მანამდე იცნობდით თუ ამ ბარში გნახათ პირველად?
- არა, პირველად ვნახე მაშინ.
- გადაცემა ''ეტალონში'' გნახეთ დიდი ხნის წინ.
- ჰო, მქონდა პატივი, გადეცემის წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა მიმიწვია.
- ისღა დამრჩენია წარმატებები გისურვოთ.
- უღრმესი მადლობა.
ნინო მჭედლიშვილი