08 ნოემბერი, 2014
კესარია აბრამიძე: „მკერდის ოპერაციას დღეში ოცი ადამიანი იკეთებს და ჩემი კონკურენტია?..“
შეიძლება ითქვას, გადაღებების „ლომკა“ მაქვს „ფსიქოპატთა თამაშების“ გადაღებები დამთავრებულია. სერიალის ერთ-ერთი მონაწილეა კესარია აბრამიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წერდა, რომ მსახიობობა ძალიან რთული აღმოჩნდა და დაიღალა. კესოს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- კესო, გადაღე ბის ნოსტალგია უკვე გაქვს?

- მომენატრა კოლექტივი, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი, ძალიან დადებითი და კარგი ხალხია. შეიძლება ითქვას, გადაღებების „ლომკა“ მაქვს.
- ალბათ მონატრებულთა შორის არაა დავით ქაცარავა. მახსოვს, თქვენს შორის დაიძაბა ურთიერთობა იმის გამო, რომ თქვა, შენთან ერთად სექსის სცენაში არ
ითამაშებდა.

- დათო რა შუაშია, ის სხვა ფილმშია, მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია გადაღებისას.
- ხომ ერთ სერიალში ხართ?
- კი, მაგრამ სერიალში რვა სხვადასხვა ისტორიაა. მე მეშვიდე სერიის მთავარ როლში ვარ.
- რომ თქვი, აბა, მე მკითხოს, თუ ვითამაშებდი მასთან ერთად სექსის სცენაშიო, ამით დამთავრდა თქვენს შორის კამათი?
- კამათს მომხდარს ვერ დაავარქმევ. მან მისი აზრი თქვა, მე ჩემი აზრი დავაფიქსირე. შესაბამისად არანაირი კამათი არ ყოფილა.
- ალბათ ადევნებ თვალს ყვითელ პრესას და იცი, რომ კონკურენტები გამოგიჩნდნენ.
- არ ვიცი, რომელ კონკურენტებზე მეუბნები.
- ტრანსექსუალ ანნია კოვალენკოს უნდა, რომ მკერდის ოპერაცია გაიკეთოს.
- მკერდის ოპერაციას დღეში ოცი ადამიანი იკეთებს და ჩემი კონკურენტია?
- თვითონ ამბობს, რომ შენ ერთადერთი ხარ, ვინც მკერდი გაიკეთა და მეორე ის იქნება...…
- და ამაში ცუდს რას ხედავთ, თუ უნდა, გაიკეთოს, გალამაზდეს და თავს მოუაროს. კონკურენცია რა შუაშია. წარმატებებს ვუსურვებ, მე ჩემი სათქმელი ვთქვი და ბარიერი უკვე გადალახულია.

იხილეთ ასევე



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
.......
მხარზე კაცურ ღრმულს ვხედავ, პლასტიკური ოპერაცია გჭირდება.
12:39 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
.......
მხარზე კაცურ ღრმულს ვხედავ, პლასტიკური ოპერაცია გჭირდება.
12:38 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
gio19
lomka ki ara ubralod chkuaze ara xar, televizorshi moxvdi ramodenimejer da tavi varskvlavi ggonia, stivena xar da meti araperi, sazizgrebi xart shenc da shenairebi, fui sheni satana gazis marjvena cilikonis zuzuze
03:27 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ვააააა
რა მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ყოჩაღ ''ქალო''.
10:26 / 08-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS