07 ნოემბერი, 2014
„მაესტროდან“ წამოსვლის შემდეგ დიანა ტრაპაიძემ „იმედზე“ დაიწყო მუშაობა
2007 წელს, როდესაც „იმედი“ დაიხურა დიანა ფეხმძიმედ იყო რამდენიმე დღეა ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „სუვბიექტური აზრის“ წამყვანები დიანა ტრაპაიძე და თეონა გეგელია აღარ არიან.

მათი ადგილი ალეკო ელისაშვილმა და ეკა გამცემლიძემ დაიკავეს. ბოლო დროს ქართულ პოლიტიკაში განვითარებული ამბების შემდეგ თეონა გეგელია სციალურ ქსელში ხუმრობით წერდა, გადადგომა ჩემით დაიწყოო.

დიანა ტრაპაიძე ყოფილი იმედელია. 2007 წელს, როდესაც „იმედი“ დაიხურა დიანა ფეხმძიმედ იყო. მას ბევრჯერ უსაუბრია იმ წუთების მძიმე განცდების შესახებ, რაც ტელევიზიაში სპეცრაზმის შესვლისას განიცადა.

დღეს ცნობილი ხდება,
რომ დიანა ტრაპაიძე „იმედში“ დაბრუნდა. სიმბოლურია, რომ არხზე მისი დაბრუნება შვიდ ნოემბერს მოხდა. დიანას პირველი სიუჟეტი ტელეკომპანია „იმედის“ საქმეს ეხებოდა.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS