06 ნოემბერი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანი რთული არჩევანის წინაშე: ''ყოველი სარკეში ჩახედვა იქნება უდიდესი სტრესი''
ნანუკა ჟორჟოლიანმა სიგარეტის მოწევას დაახლოებით ორი კვირის წინ დაანება თავი. ამის შესახებ ''ფეისბუქზე'' სტატუსიც დაწერა და მეგობრების ქებაც დაიმსახურა. თუმცა დღეს ცნობილი ხდება, რომ ნანუკა რთული არჩევანის წინაშე დადგა.

''ძალიან რთული არჩევანის წინაშე ვდგავარ. სიგარეტი და წონა. ან უნდა მოვწიო, ან სულ ვჭამო. რესპუბლიკებისაც კი მშურს, არჩევანი იმდენად რთულია'',- წერს ნანუკა.

მომღერალმა თეონა კონტრიძემ ნანუკას შემდეგი რჩევა მისცა. ''უნდა მოწიო! აგიხსნი რატომაც..... არაფერი არ იწვევს თავის ისეთ დაჩმორებას და თვითგვემას, როგორც დაკლებული წონის უკან აღება!
გადააგდებ სიგარეტს, დაიწყება უგზო-უკვლო ცმაცუნი რაგაც იდიოტობების.... მერე წონის უდავოდ მომატება. ყოველი სარკეში ჩახედვა იქნება უდიდესი სტრესი, შენი თავი შეგეზიზღება, დაიწყებ საკუთარი თავის ცინიზმს და მთელი ფსიქო-სომატიკა იქნება ამ სადო-მაზოში ჩართული..... ამიტომ მოწიე! ფილტვების დედაც ამ შემთხვევაში''.

სალომე დადიანი


ასევე იხილეთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 15 /
ნინო
ნანუკა წარმატებას გისურვებ. რაც ნაგავში გადააგდე ხელს უკან ნუ ჩაყობ და ამოიღებ. ცოტახანში ნახავ როგორ დაისვენებ, იმასაც კი იტყვი როგორ ეწოდი. ნერვებს სიგარეტი ადამბლავებს კიარ ამშვიდებს. თუ გიჭირს ტაბექსი დალიე დაგეხმარება. წონას დაიკლებ ჯამრთელობას კი სიგარეტით გაიფუჭებ. კარგი გადაწყვეტილებაა გადაგდება აბა შენიცი გგულშემატკივრობ.2 კვირა ცოტა არაა მიზანთან ხარ.
01:21 / 15-11-2014
გამოხმაურება / 0 /
nanukas
Pirveli 2-3 tvis sindromi gakvs,gagivlis DA tu politicanobasats daanebeb tavs" klasni" gogo gaxdebi.
04:19 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთინო
ბიოპროდუქტები მირთვი არაფერი დაგემუქრება
22:44 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
ბაობაბლაიფი მირთვი თეონასაც ასწავლე ჯამრთელი ცხოვრების წესი
22:35 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ნანუკა, ივარჯიშე და ადვილად დაანებებ თავს სიგარეტს. იოგა კარგია. არა უშავს მოიმატებ და მერე დაიკლებ. დაავადებულ ფილტვებს კი არაფერი აღარ ეშველებათ.
15:39 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თეონა კონტრიძის გამოუხმაურება არასწორია!!! ჯერ ერთი საზოგადო პირია და სიგარეტის მოწევას არ უნდა ემხრობოდეს რა არგუმენტიც არ უნდა ჰქონოდა. მომატებით მეც მოვიმატე, მაგრამ ამას ჩემზე "ფსიქოლოგიურად" არ უმოქმედია. თუ სწორ კვებას შეარჩევს ნანუკა აუცილებლად მალევე ჩაჯდება რეჟიმში და ძველ წონას დაუბრუნდება. მესმის ეს არ არის ადვილი, მაგრამ უდიდეს ბედნიერებად განიჭბს ის ფაქტი, რომ თავისუფალი ხარ და სიგარეტზე არ ხარ დამოკიდებული. გისურვებ გამაგრებას ნანუკა და ამ საამაყო ნაბიჯის ბოლომდე გადადგმას :)
12:13 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ორგანიზმი ახალ მდგომარეობას ეჩვევა, როცა ანებებთ თავს. მიირთვით სალათები, ფაფები. კომბოსტო და წიწიბურა განსაკუთრებით კარგად წმენდენ ორგანიზმს. გადადით ჯანსაღ კვებაზე, ორგანიზმიც გაიწმინდება და არათუ მოიმატებთ, პირიქით - დაიკლებთ! თუ ვარჯისაც დაამატებთ, მთლად უკეთესი.
10:17 / 12-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თაზო
სიგარეტი გადააგდეთ და ვარჯიში დაიწყეთ,ზარმაცი ადამიანების ლოგიკა გაქვთ!კონტრიძეც რა ჭკვიანურ რჩევებს იძლევა ხო ხო ხო ხო...
15:03 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მოწევა არ უნდა დაიწყო!!!!
ხშირად წერეთ ასეთი რაღაცეები, რომ დამწყებებმა დროზე გადააგდონ სიგარეტი.
13:07 / 11-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მ ი მ ი ნ ო
2 თვეა აღარ ვეწევი, როგორც ადრე ვჭამდი დღეში 2-ჯერ ახლაც ასეა, მაგრამ მაინც მოვიმატე , რამდენი არ ვიცი, არც რაციონი შემიცვლია. ვერ გამიგია ისევ დავიწყო მოწევა თუ 1 თვე კიდევ დავიცადო : }
13:55 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS