თათიას ბავშვის დაბადება მივულოცეთ და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
- თათია, ბავშვს რა დაარქვით?
- ჩვენს პატარას დათა დავარქვით. 23 ოქტომბერს ზუსტად საღამოს შვიდ საათზე დაიბადა დათა შაბურიშვილი.
- მეუღლე დაესწრო მშობიარობას?
- არა და ამის სურვილიც არც მქონია. ორივე მშობიარობას
- ქეთო როგორ შეხვდა ძმის დაბადებას?
- ცხრა თვის განმავლობაში ქეთო მუცელზე ხელს მირტყამდა, ძალიან აინტერესებდა, როგორი ძმა ეყოლებოდა. რომ დაიბადა, ხანდახან ეჭვიანობს. მეკითხება ხოლმე, ეგ უფრო გიყვარსო? ვუთხარი, რომ ორივე ძალიან მიყვარდა და მერე მშვიდდება.
- საქმიანობას როდის დაუბრუნდები?
- ალბათ ნოემბრის ბოლოს. ჩვენს საქმიანობაში, სულ აქტიური უნდა იყო.
სალომე დადიანი




















