დათო, ვისაც ვარსკვლავი გაუხსენი, ყველა მოკვდა და არ მინდა-მეთქი
29 ნოემბერს ფილარმონიის წინ კიდევ
ეთერ კაკულიას ვარსკვლავს გაუხსნიან. მკითხველს შევახსენებთ, რომ მომღერალს ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მიუხედავად ამისა ცდილობს, საზოგადოების წინაშე მაინც მხნედ იყოს და ჟურნალისტებს ინტერვიუზე უარს არ ეუბნება, თუმცა სატელევიზიო ეთერს ერიდება.
"ოქიტაშვილს ვუთხარი, დათო, ვისაც ვარსკვლავი გაუხსენი, ყველა მოკვდა და არ მინდა-მეთქი. ახლა უკვე მეუხერხულება, ყველა მეკითხება, სად არის შენი ვარსკვლავიო. თან, მეც მინდა უკვე. 29 ნოემბერს ჩემი დაბადების დღეა,
ამ დღეს დავამთხვევ ალბათ ვარსკვლავის გახსნასაც. ახლა არსად არ გამოვდივარ, მირეკავენ გადაცემებიდან, ყველას უარს ვეუბნები, სუსტად ვარ, ჯერ არსად წასვლა არ შემიძლია. მინდა, დაბადების დღეზე გამოვჩნდე.'' - უთხრა, რეიტინგის ჟურნალისტს ერთი თვის წინ ინტერვიუში.
დღეს,
ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში ქალბატონი ეთერთან საუბრის ემოციებზე დაწერა:
"ახლა ვესაუბრე ეთერ კაკულიას, რომელსაც 29 ნოემბერს ვარსკვლავს გაუხსნიან ფილარმონიის წინ და მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემებისა ეს ქალი პოზიტივის და დადებითი ემოციების წყაროა. ეთო ძალიან მიყვარხარ!!!'' - წერს ანრი.
ჩვენ კი, მომღერალს გამოჯანმრთელებას და დიდ სცენაზე დაბრუნებას ვუსურვებთ.
იხილეთ ასევე
სალომე დადიანი