04 ნოემბერი, 2014
დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს მიმართავს: "რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს?"
ბანკში აღარაფერი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი დოდონა კიზირია მსახიობ ლალი ბადურაშვილის "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გაზეთის საშუალებით ქალბატონმა ლალიმ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებიას მიმართა: "მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა..."

პროფესორი ქალბატონი ლალი ბადურაშვილთან გატარებულ ბავშობას იხსენებს და არანაკლებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, ქალბატონი ლალის მისამართით.

" მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ახლა "ფეისბუკზე" რომ არის იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ
დაარქვეს და "დიდოდსტატის მარჯვენაში" შორენას რომ თამაშობდა. გახსოვთ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. "ფეისბუკზე" არ ჩანს და მისამართი არ ვიცი.

ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? - დოდონა კიზირია. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით და მერე საშუალო სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით მეექვსე კლასამდე. ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო. "მე პატარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზეც..." კი ვერ დაიზეპირე. ლამაზი იყავი, ამას არ წაგართმევ. სილამაზე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მახსოვს, ყველას ძალიან მოსწონდი. ჰოდა, ამ სილამაზეზე მინდა საბანკო ტერმინებით აგიხსნა რაღაც. ძალზე მარტივად, რადგან რთულს შენ მაინც ვერ გაიგებ.

აი, წარმოიდგინე, რომ ბანკში გიდევს საკმაოდ დიდი თანხა. შენ ეს თანხა ნელ-ნელა გამოგაქვს, რადგან ლამაზ ქალს დიდი ხარჯები აქვს - ჩაცმა, დახურვა, გავლა-გამოვლა და ასე შემდეგ. ფულიც თანდათანობით ილევა. თუ ამ თანხის რაღაც ნაწილს ასე თუ ისე მომგებიანად არ დააბანდებ, რათა პროცენტების საშუალებით დანახარჯის ნაწილი აღიდგინო და სიბერისთვის გეყოს, მაშინ ბანკში აღარაფრი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი.

ზუსტად ასევეა სილამაზეც. დრო მის მიმართ დაუნდობელია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარჯავს, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუ სიცოხლეში რაიმე მომგებიან საქმიანობაში არ დააბანდე - ცოდნა, განათლება, ნაკითხობა, თუ ნიჭი გაქვს, მისი განვითარება. ნუ, შენ სამწუხაროდ ნიჭი არ გქონია, მაგრამ დრო გქონდა და სხვა რამის გაკეთება შეგეძლო. როცა ამ მხარეს უგულებელჰყოფ, ხარ ბანკროტი ჭეშმარიტად ადამიანური, სოციალური თვითშეგნების მხრივ. აი, ეს ხარ შენ - სილამაზე დაკარგე, ჭკუა არ მოგემატა. ალბათ გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა?

ამ "ფეისბუქზე" უამრავი ლამაზი და მზეთუნახავი ქალი გავიცანი. ბევრთან შენ ახლოც ვერ მოხვალ, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მათ ღმერთის თუ განგების მიერ მიცემული კაპიტალი კარგად გამოუყენებიათ - არიან ჭკვიანები, გონებაგახსნილები, საინტერესოდ მოაზროვნეები. შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა - ბოლოსდაბოლოს მიახვრიტეთ ეს ნაციონალები (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი "სიბრძნე" თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია.

რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ ნაციონალები) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება - ინფუზორია-ფოსტალი. გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ ამის შესახებ? ამიტომ, გენაცვალე, თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე.
აბა, ჰე! კარგად იყავი." - წერს ქალბატონი დოდონა.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
ნანა
სირცხვილია პოლიტიკის და 'პოლიტიკანების ' გამო ასეთი კომენტარის გაკეთება
13:22 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თანაკლასელი
დოდონა ვნახე დაჭრილი "შორენას" ეომებოდა,ეწადა ბეჩავს შარმ-ხიბლი,მაგრამ ვერასა ხდებოდა,და როს დაბერდა ნასწავლი,ენატკბილი და სვიანი,მას გაახსენდა ის ბაღი როცა დაჩრდილეს ჭკვიანი.ლამაზმა როგორ მაჯობა,ტვინიკოს პროფესორსაო,უნიჭო იყოეგ გოგო და ვერ სწავლობდა ლექსსაო.
13:14 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
მესმის აქ ყველა ოცნების მხარდამჭერები ხართ და არ გესიამოვნათ ეგრედწოდებული ქალბატონი დოდონას სიტყვა-პასუხი (რომელიც საკმაოდ კარგი იყო).. და თქვენთან კითხვა მაქვს ყველასთან არ მოგწონთ დედას ვაგინებთ, და ასე შემდეგ ნაციონალებს., მაგრამ ოცნებამ რა ჩემი ფეხები გაგიკეთად. ისე სახელიც კარგი აქვთ არჩეული "ოცნება". დაჯექით ეხლა ყველა დააღეთ პირი და იოცნებეთ.
13:05 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
მიკვირს ნაცისტების მართლა მორიელის სისხლი აქვთ გადასხმული თუ რა ხდება- ეკრანზე არავის აცლიან ლაპარაკს, არავის აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევენ, ყველა კომენტარს ბოღმით და გესლით პასუხობენ. რა გჭირთ გონს მოდით. ტვინი დაცემენტებული ხომ არა გაქვთ...... მ ე ც ო დ ე ბ ი თ.
13:03 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
დოდონა...გსმენიათ ვინმეს ოდესმე?მე არა.თუმცა ახლა გავიცანი როგორც ღვარძლით,სიბოროტით და ბოღმით სავსე ადამიანი პატარაობიდანვე!
13:01 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დოდონაააააააააააააა
ღვარძლით სავსე ბავშვობის დროინდელი შური დღესაც გულს და ტვინს უღრღნის. საწყალი დოდონა. სულ გამოშტერდა. ან მიშა უყვარს ამ ბებერს და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მეურვეობაში უნდა დაიკმაყოფილოს
13:00 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
რეზოს ვეხმაურები...შე იმბეცილო სადღა ყავს ლალის ქმარი რა სისულეებს წერ.. ან კიდე ეს გადამღრძვალი დოდონა... რამდენი ბოღმა გაქვთ ხალხო ჩატენილი გულში...რამ გაგაცოფად რამ? ყოველ დღე ვრწმუნდები სინამდვილეში სად ვცხოვრობ და ზალიან მრცხვენია რომ ქართველი ვარ!
12:57 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
დოდონა,შე ქალო,რამ გაგამწარა ასე?ბავშვობიდან,როგორ გაუწამებიხარ ბოღმას.მსგავსი,მსავსსა შობსო.ასეთი გამწარებული ბავშვობა ჰქონდა შენს დორბლიან შვილიშვილს და მერე ხალხზე იყარა ჯავრი.აი, თურმე როგორი ჩამპალი ფესვებიდან ყოფილა შენი შვილიშვილი აღმოცენებული,შე ბებერო კუდიანო.
12:51 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
Eკა
Aუუუ კალს რ. Dონემდე სჰურდა ლალის სილამაზის რო ა. Dრომდე გამოჰკვა ბოგმააა , ხახახახაა სატკალი დოდონა ტუ DოდოშKაა
12:23 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარია
რა საზიზღარი ინტრიგა ჩააგდეს?! როგორ შეიძლება ჟურნალისტი თუ გქვია ასთი გაუაზრებელი სტატიის დაწერა? ეს სტატია საერთოდ ჩვენი, საზოგადოების შეურაწყოფაა! ალბათ ვიმსახურებთ! ხალხო მართლა არავისტი არ ვარ ! რამ შეგშალათ? საიდან ამდენი ბოღმა? დაუფიქრთით!..თქვენივე თავებს აყენებთ ზიანს!არასულფასოვნების გამოხატულებაა ას სტატია!
12:19 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS