04 ნოემბერი, 2014
დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს მიმართავს: "რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს?"
ბანკში აღარაფერი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი დოდონა კიზირია მსახიობ ლალი ბადურაშვილის "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გაზეთის საშუალებით ქალბატონმა ლალიმ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებიას მიმართა: "მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა..."

პროფესორი ქალბატონი ლალი ბადურაშვილთან გატარებულ ბავშობას იხსენებს და არანაკლებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, ქალბატონი ლალის მისამართით.

" მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ახლა "ფეისბუკზე" რომ არის იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ
დაარქვეს და "დიდოდსტატის მარჯვენაში" შორენას რომ თამაშობდა. გახსოვთ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. "ფეისბუკზე" არ ჩანს და მისამართი არ ვიცი.

ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? - დოდონა კიზირია. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით და მერე საშუალო სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით მეექვსე კლასამდე. ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო. "მე პატარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზეც..." კი ვერ დაიზეპირე. ლამაზი იყავი, ამას არ წაგართმევ. სილამაზე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მახსოვს, ყველას ძალიან მოსწონდი. ჰოდა, ამ სილამაზეზე მინდა საბანკო ტერმინებით აგიხსნა რაღაც. ძალზე მარტივად, რადგან რთულს შენ მაინც ვერ გაიგებ.

აი, წარმოიდგინე, რომ ბანკში გიდევს საკმაოდ დიდი თანხა. შენ ეს თანხა ნელ-ნელა გამოგაქვს, რადგან ლამაზ ქალს დიდი ხარჯები აქვს - ჩაცმა, დახურვა, გავლა-გამოვლა და ასე შემდეგ. ფულიც თანდათანობით ილევა. თუ ამ თანხის რაღაც ნაწილს ასე თუ ისე მომგებიანად არ დააბანდებ, რათა პროცენტების საშუალებით დანახარჯის ნაწილი აღიდგინო და სიბერისთვის გეყოს, მაშინ ბანკში აღარაფრი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი.

ზუსტად ასევეა სილამაზეც. დრო მის მიმართ დაუნდობელია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარჯავს, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუ სიცოხლეში რაიმე მომგებიან საქმიანობაში არ დააბანდე - ცოდნა, განათლება, ნაკითხობა, თუ ნიჭი გაქვს, მისი განვითარება. ნუ, შენ სამწუხაროდ ნიჭი არ გქონია, მაგრამ დრო გქონდა და სხვა რამის გაკეთება შეგეძლო. როცა ამ მხარეს უგულებელჰყოფ, ხარ ბანკროტი ჭეშმარიტად ადამიანური, სოციალური თვითშეგნების მხრივ. აი, ეს ხარ შენ - სილამაზე დაკარგე, ჭკუა არ მოგემატა. ალბათ გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა?

ამ "ფეისბუქზე" უამრავი ლამაზი და მზეთუნახავი ქალი გავიცანი. ბევრთან შენ ახლოც ვერ მოხვალ, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მათ ღმერთის თუ განგების მიერ მიცემული კაპიტალი კარგად გამოუყენებიათ - არიან ჭკვიანები, გონებაგახსნილები, საინტერესოდ მოაზროვნეები. შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა - ბოლოსდაბოლოს მიახვრიტეთ ეს ნაციონალები (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი "სიბრძნე" თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია.

რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ ნაციონალები) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება - ინფუზორია-ფოსტალი. გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ ამის შესახებ? ამიტომ, გენაცვალე, თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე.
აბა, ჰე! კარგად იყავი." - წერს ქალბატონი დოდონა.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
ნინო
დზალიან მიყვარს ლალი.დხდზალიან ლამაზია.ცლები ვერაფერს აკლებს.საერტოტ ლამაზ ქალებს ყოველტვის ყავს მტრები ეტყობა სკოლასჰიც სჰურდა ლალის სილამაზის.ბოგმა ახრცჰობს დოდონას.
14:06 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თემო
ვეთანხმები ქალბატონ დოდოს, და ლექციების საზღვარგარეთ კითხვა დონეს რომ ამაღლებს არ ცით, აქ საკუთარ ლექციებზე რომ არ გივლიათ და გისმენიათ უმრავლესობას და მის საზღვარგარეთულ კარიერას აგდებით მოიხსენიებთ, დიახ იქ დონეც სხვა არის ა აზროვნებაც და თუნდაც ერთ წელი გაატარო ევროპაში მართლა შეგძულდება ქართველობა ისეთი მდაბიონი, ბოღმიანი და ამაზრზენი ერი ვართ
14:04 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიაკო
უზნეო , შურიანი, წარუმატებელი და საქართველოდან გადახვეწილი დოდონა, ერთი რამ მაინც დამისახელოს რა გააკეთა ქვეყნისთვის, მე პირადად პირველად გავიგე მისი სახელი და გვარი, ქალთმოძულე ამპარტავანი, ქალბატონმა ლალიმ ღირსეული შვილი გაზარდა და ერთი ლამაზი ქართული ოჯახი შექმნა, შენ........??? თუ ბავშვობის შური და ბოღმა გახრჩობს პირადად გაარკვიე,არაა საჭირო სახალხოდ სიბინძურეების წერა
14:01 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ქალბატონო დოდონა მივესალმები შენს პასუხს, (ვისაც არ მოგწონთ ჩემი პოზიცია თქვენი ბოღმა თქვენშივე დაიტიეთ), ბევრ რამეში მეც მეპარებოდა ამ ქალის აზროვნების სწორ მიმართულებაზე ეჭვი და საბოლოოდ იცი როდის დავრწმუნდი? პროფილში ქალთა ძალადობაზე სასაუბროდ რომ მიივიეს და ამან დაჩაგრული კაცების დაცვა რომ დაიწყო, აი მარაზმი და სულის სიმახინჯე....
14:00 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
LELA
საქმე ის არის, რომ ყველაფერთან ერთად, ასაკს გადაცილებული ქალი, დოდონა ჯერაც ვერ მორევია ბავშვობის დროინდელ შურს, ბოგმას და ეგოისტობას... აი ეს არის ყველაფრის საწყისი ჩვენი უბედურების სამწუხაროდ.....
13:59 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაყვალა
ლამაზი,გაუნათლებელი და კეთილი ადამიანი სჯობია, ნასწავლ ბოღმიანს და გულღვარძლიანს.
13:48 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარო
Воспитанные люди, по моему мнению, должны удовлетворять следующим условиям: Они уважают человеческую личность, а потому всегда снисходительны, мягки, вежливы, уступчивы..
13:46 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
Воспитанные люди, по моему мнению, должны удовлетворять следующим условиям: Они уважают человеческую личность, а потому всегда снисходительны, мягки, вежливы, уступчивы..
13:45 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
რა მდაბიო ქალი ყოფილა ეს დოდონა, ასეთი რამ როგორ უნდა აკადრო თავს, სიტყვები არ მყოფნის, აზრის გამოხატვა სხვაა მაგრამ ეს რა არის, და თვითონ რომ ლექციებს კითხულობს საზღვარგარეთ რაიმე დონეზე აქვს პრეტენზია ? ფუი, სირცხვილო და თავის მოჭრა
13:31 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაო მაო ,მაია
ქალბატონი დოდანა ფიქრობს, რომ ქალბატონ ლალიზე ჭკვიანი და წარმატებულია, OK , მაგრამ რა ეშველება იმ მორალს და ზნეობრივ ნაწილს, რომელიც სამწუხაროდ იოტისოდენათაც არ მოიპოვება ქალბატონ, "პროფესორის პიროვნებაში?!" საბავშო ბაღიდან დღემდე .......( მოხუცობულობამდე) ინახავს ამდენ ღვარძლს და ბოღმას..... არც ქვეყნის მეორე ბოლოში გადახვეწამ უშველა მე მებრალებიან ასეთი ადამიანები ..............
13:26 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS