04 ნოემბერი, 2014
დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს მიმართავს: "რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს?"
ბანკში აღარაფერი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი დოდონა კიზირია მსახიობ ლალი ბადურაშვილის "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გაზეთის საშუალებით ქალბატონმა ლალიმ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებიას მიმართა: "მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა..."

პროფესორი ქალბატონი ლალი ბადურაშვილთან გატარებულ ბავშობას იხსენებს და არანაკლებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, ქალბატონი ლალის მისამართით.

" მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ახლა "ფეისბუკზე" რომ არის იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ
დაარქვეს და "დიდოდსტატის მარჯვენაში" შორენას რომ თამაშობდა. გახსოვთ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. "ფეისბუკზე" არ ჩანს და მისამართი არ ვიცი.

ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? - დოდონა კიზირია. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით და მერე საშუალო სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით მეექვსე კლასამდე. ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო. "მე პატარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზეც..." კი ვერ დაიზეპირე. ლამაზი იყავი, ამას არ წაგართმევ. სილამაზე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მახსოვს, ყველას ძალიან მოსწონდი. ჰოდა, ამ სილამაზეზე მინდა საბანკო ტერმინებით აგიხსნა რაღაც. ძალზე მარტივად, რადგან რთულს შენ მაინც ვერ გაიგებ.

აი, წარმოიდგინე, რომ ბანკში გიდევს საკმაოდ დიდი თანხა. შენ ეს თანხა ნელ-ნელა გამოგაქვს, რადგან ლამაზ ქალს დიდი ხარჯები აქვს - ჩაცმა, დახურვა, გავლა-გამოვლა და ასე შემდეგ. ფულიც თანდათანობით ილევა. თუ ამ თანხის რაღაც ნაწილს ასე თუ ისე მომგებიანად არ დააბანდებ, რათა პროცენტების საშუალებით დანახარჯის ნაწილი აღიდგინო და სიბერისთვის გეყოს, მაშინ ბანკში აღარაფრი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი.

ზუსტად ასევეა სილამაზეც. დრო მის მიმართ დაუნდობელია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარჯავს, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუ სიცოხლეში რაიმე მომგებიან საქმიანობაში არ დააბანდე - ცოდნა, განათლება, ნაკითხობა, თუ ნიჭი გაქვს, მისი განვითარება. ნუ, შენ სამწუხაროდ ნიჭი არ გქონია, მაგრამ დრო გქონდა და სხვა რამის გაკეთება შეგეძლო. როცა ამ მხარეს უგულებელჰყოფ, ხარ ბანკროტი ჭეშმარიტად ადამიანური, სოციალური თვითშეგნების მხრივ. აი, ეს ხარ შენ - სილამაზე დაკარგე, ჭკუა არ მოგემატა. ალბათ გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა?

ამ "ფეისბუქზე" უამრავი ლამაზი და მზეთუნახავი ქალი გავიცანი. ბევრთან შენ ახლოც ვერ მოხვალ, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მათ ღმერთის თუ განგების მიერ მიცემული კაპიტალი კარგად გამოუყენებიათ - არიან ჭკვიანები, გონებაგახსნილები, საინტერესოდ მოაზროვნეები. შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა - ბოლოსდაბოლოს მიახვრიტეთ ეს ნაციონალები (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი "სიბრძნე" თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია.

რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ ნაციონალები) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება - ინფუზორია-ფოსტალი. გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ ამის შესახებ? ამიტომ, გენაცვალე, თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე.
აბა, ჰე! კარგად იყავი." - წერს ქალბატონი დოდონა.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
ნინო
ლალი მშვენიერი ქალბატონია და დედაა დოდონა არ ვიცი რამ გააცოფა ასე, ლალი თუ მისი კლასელია ასეთი სიტყვებით არ უნდა ლანძღავდეს და საერთოდ არცერთი ქალი არ იმსახურებს ასეთ მიმართვას ეტყობა კლიმაქსი აქვს რთული ფორმით :)
16:28 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ცირა
ძალიან საწყენია ამ ორი ცნობილა ადამიანის ასეთი დაპირისპირება.ლალი ბადურაშვილს ნამდვილად შეეშალა,სხვანაირად უნდა გამოეხატა უკმაყოფილება ნაცმოძრაობის მიმართ.დასახვრეტად ვერც ერთ ქართველს ვერ გავიმეტებ,ისედაც ცოტანი ვართ ქართველები.როდემდე უნდა ვჯიჯგნოთ ერთმანეთი და მტერმა ჩვენზე იცინოს? ასეთი უპატივცემულო ტონი არცერთს არ ეკადრება,მითუმეტეს როცა ცნობილი ,პატივსაცემი პირები ბრძანდებიან!მივბაძოთ თამარ მეფეს,რომელმაც სიკვდილით დასჯა აკრძალა საქართველოში და იმ ქალებს,რომლებიც მტრებს აზავებდა თავიდი მანდილით.
16:13 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
დოდონა.... სამარცხვინო ქალი ხარ.......ხმას როგორ იღებ ძუძუჩამიას და ქვეყნის დამანგრეველის ბებია.............არ გრცხვენია ?????
16:13 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
შალვა
დამბაჩა არ გაქვს ქალო სახლში რომ მიშასნაირი გაიძვერას გაზრდაში წვლილი მიGიძღვის. რამხელა შური და ბოღმა მოგყვება შენ საცოდავო სკოლიდან, როგორ გეტყობა ამ წერილში. დამბაჩას ინსტრუქცია მოყვება, მას ნამუსი ჭირდება რომელიც შენ და შენს სინდისგარეცხილ მოდგმას არ გაგაჩნიათ. შუბლის ძარღვი გაქვს გაწყვეტილი და იქით ესვრი კიდევ სხვას. დახვრეტა და დაჭერა არ ვიცი, მაგრამ შენნაირებს საზოგადოებრივი საქმიანობა სამუდამოდ უნდა აეკრძალოს. გადაეცი შენს ცოცარიონალურ მოძრაობას
16:10 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
კატია
რაღაც ლალი ბადურაშვილის ინტელექტში მეც დიდი ხანია ნელ ნელა ეჭვი მეპარება. ძაან ცანცარებს ხოლმე. სულ იძახის რომ ლამაზი ვარ ლამაზი ვარ, ხშირად ახალგაზრდობას იხსენებს როგორ მოსწონდათ ბიჭებს.პატარა რომ ვიყავი შორენა ძაან მომწონდა.არა და არც ისე ლამაზია. ისევე როგორც ბოტოკსით გატენილი ნინი
16:07 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ეს ნაცისტი როგორ ყველა შებერტყილია,და ყველა უბერავს მიშასავით.ეტყობა სიგიჟეც გადამდები ვირუსია.
16:04 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
როგორ ეტყობა ქ-ნ დოდონას რომ მთელი ცხოვრება შურდა ლალი ბადურაშვილის, ასეთი სიტყვებით ლამძღვა არც ერთს და არც მეორეს არ ეკადრება რაც არ უნდა იყოს, მაგრამ ამ ქალბატონმა დოდონამ ჩემში ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა, ერთი შურიანი ღვარზძლიანი ქალის, არ ვიცნობ და შეიძლება ვცდები მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ასეაა.
16:01 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარა
ვაიმე ამდენი ბოღმა რა უბედურებაა.. როგორ იტევდა ამდენი ხანი?! აი მესმის ღვარძლი ბაღიდან მოყოლებული.. ქალბატონო ლალი არ აყვეთ!
15:58 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნამცეცა
გაგიჯდე უნდა ადამიანი, სამკვდრო- სასიცოცხლო ბრდოლა მიმდინარეობს კარტველებს სჰორის, გონს მოდიტ ხალხნო.აი, მარტლაც რომ კალმოდზულეა კიზირია და არამარტო კალმოდზულე, კარტველმოდზულეა. როგორც ვიცი ეს კალბატონი 90-იან ცლებსჰი გაიკცა საკარტველოდან. ეს არის სკოლისდროინდელი ბოგმა, ეტკობა ბავსჰვობასჰი დზალიან ულამაზო იკო ტვიტონ.კიდევ ვიმეორებ არა ვარ ბადურასჰვილების დამცველი, მაგრამ როგორც კარტველი ვგიჯდები პოლიტიკური ნისჰნის გამო, ასე რომ კოლავენ ერტმანეტს.
15:51 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დიანა
ყოჩაღ, ქალბატონო დოდონა
15:41 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS