04 ნოემბერი, 2014
დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს მიმართავს: "რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს?"
ბანკში აღარაფერი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი დოდონა კიზირია მსახიობ ლალი ბადურაშვილის "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გაზეთის საშუალებით ქალბატონმა ლალიმ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებიას მიმართა: "მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა..."

პროფესორი ქალბატონი ლალი ბადურაშვილთან გატარებულ ბავშობას იხსენებს და არანაკლებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, ქალბატონი ლალის მისამართით.

" მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ახლა "ფეისბუკზე" რომ არის იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ
დაარქვეს და "დიდოდსტატის მარჯვენაში" შორენას რომ თამაშობდა. გახსოვთ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. "ფეისბუკზე" არ ჩანს და მისამართი არ ვიცი.

ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? - დოდონა კიზირია. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით და მერე საშუალო სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით მეექვსე კლასამდე. ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო. "მე პატარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზეც..." კი ვერ დაიზეპირე. ლამაზი იყავი, ამას არ წაგართმევ. სილამაზე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მახსოვს, ყველას ძალიან მოსწონდი. ჰოდა, ამ სილამაზეზე მინდა საბანკო ტერმინებით აგიხსნა რაღაც. ძალზე მარტივად, რადგან რთულს შენ მაინც ვერ გაიგებ.

აი, წარმოიდგინე, რომ ბანკში გიდევს საკმაოდ დიდი თანხა. შენ ეს თანხა ნელ-ნელა გამოგაქვს, რადგან ლამაზ ქალს დიდი ხარჯები აქვს - ჩაცმა, დახურვა, გავლა-გამოვლა და ასე შემდეგ. ფულიც თანდათანობით ილევა. თუ ამ თანხის რაღაც ნაწილს ასე თუ ისე მომგებიანად არ დააბანდებ, რათა პროცენტების საშუალებით დანახარჯის ნაწილი აღიდგინო და სიბერისთვის გეყოს, მაშინ ბანკში აღარაფრი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი.

ზუსტად ასევეა სილამაზეც. დრო მის მიმართ დაუნდობელია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარჯავს, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუ სიცოხლეში რაიმე მომგებიან საქმიანობაში არ დააბანდე - ცოდნა, განათლება, ნაკითხობა, თუ ნიჭი გაქვს, მისი განვითარება. ნუ, შენ სამწუხაროდ ნიჭი არ გქონია, მაგრამ დრო გქონდა და სხვა რამის გაკეთება შეგეძლო. როცა ამ მხარეს უგულებელჰყოფ, ხარ ბანკროტი ჭეშმარიტად ადამიანური, სოციალური თვითშეგნების მხრივ. აი, ეს ხარ შენ - სილამაზე დაკარგე, ჭკუა არ მოგემატა. ალბათ გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა?

ამ "ფეისბუქზე" უამრავი ლამაზი და მზეთუნახავი ქალი გავიცანი. ბევრთან შენ ახლოც ვერ მოხვალ, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მათ ღმერთის თუ განგების მიერ მიცემული კაპიტალი კარგად გამოუყენებიათ - არიან ჭკვიანები, გონებაგახსნილები, საინტერესოდ მოაზროვნეები. შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა - ბოლოსდაბოლოს მიახვრიტეთ ეს ნაციონალები (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი "სიბრძნე" თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია.

რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ ნაციონალები) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება - ინფუზორია-ფოსტალი. გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ ამის შესახებ? ამიტომ, გენაცვალე, თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე.
აბა, ჰე! კარგად იყავი." - წერს ქალბატონი დოდონა.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
თოვს
დაფიქრდით ქალბატონო დოდონა! იქნებ არ გაქვთ ასეთი ლანძღვის უფლება? რატომ? იმიტომ რომ ნაცბანდის შპს საქართველოში არ გიცხოვრიათ და ცოცხზე შემომჯდარს არ გიფრენიათ, ამერიკაში კი ვისაც არ ეზარება, ყველა პროფესორია თურმე, ასე მაფიქრებინა თქვენმა პროფესორობამ და კიდევ პროფესორის ოჯახში ვცხოვრობ და ნამდვილად ვიცი, ასეთ ლანძღვას არც თავს ჰკადრებს და მითუმეტეს, არც სხვას. ეჰ, მეცოდებით, რამდენი გადაგიხადეს, ასე თავგამოდებით რომ იცავთ ნაცებს? და თუ ასე არაა, ალბათ წითელ-უვითელ ფერებად გადაჯღაბნილმა მცხეთამ დაგატყვევათ. უუუუფრო მეცოდებით, იმიტომ რომ ღირებულებებზე თქვენთან საუბარი უკვე ძალიან გვიანაა
17:49 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
დოდოშკა, რა საცოდავი ხარ, მიშას ბებიობას გირჩევნია შეეშვა და თუ მართლა ჭკუა გაქვს მიხვდე, რომ საქართველო გამწარებულია მიშას რეჟიმით.რა დაგიშავა ქალბატონმა ლალიმ? ის ხომ არა რომ ლამაზია დღესაც? რა ქნას მისი ბრალი არ არის ეს ღმერთის წყალობაა. შენ თუ საქართველო მართლა გტკივა აქ რატომ არ პროფესორობ? იმიტომ ხომ არა, რომ ცუდი ანაზღაურებაა, ან სამუშაოს ვერ იშოვიდი? იქნებ მიხვდე ვისი ბრალია ასეთი პირობები რომ არის საქართველოში. თუ ვერ ხვდები შეგახსენებ, მთელი ნაძარცვი ფულები ნაცებმა უცხოეტში გაზიდეს. თუმცა შენ ვერაფერს მიხვდები, ასე მგონია დოდოშკა და რა ვქნა?
17:47 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მსგავსი სულმდაბლობა არსად წამიკითხავს, ამ წერილით საკუთარ თავს მიაყენეთ პირველ რიგში შეურაწყოფა. ადამიანის გამომეტყველება ყველაფერს ამბობს, რათქმაუნდა არ ვგულისხმობ ფიზიკურ სილამაზეს, ასე რომ რამდენიც გინდათ წერეთ და იკითხეთ, უბრალოდ თავად დაზიანდებით მსგავსი სიძულვლის ტარებით.
17:38 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
სწორად უთქვამს იმ Lამაზ ქალბატონს ნაცები Uნდა მოიკვეტნონ საქართველოდან მიშას თამადობით . ისინი მთელ ერს ეზიზგება ქართველი ხალხის სისხლი სწყუროდათ. დოდონაა თუ ვიგაც კირაკოზა ბავსჰვობიდან შურითდა ბოგმით გამსკდარა
17:30 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ძალიან დიდი ბოღმა იგრძნობა ამ წერილიდან,არ ეკადრება პროფესორ ქალს ასეთი სიტყვებით ლანძღვა.მაგრამ ლალი ბადურაშვილიც არ ტოვებს მაინცდამაინც კარგ შთაბეჭდილებას.ამ ხნის ქალს არ უხდება ძველი ბიჭივით ლაპარაკი და მოქცევა
17:03 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანო
საცოდავი დოდონიააა თუ ვინცაა,ბავშბობიდან შურით სკდებოდა თურმე ლალის სილამაზის გამო და როგორ ერთბაშად ამოანთხია ეხლა საცოდავმა,დაისვენა ალბათ,აცალეთ დაისვენოს.საცოდავი ბოღმა ქალი!
16:55 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
ეტყობა მთელი ახალგაზრდობა შურდა ქალბატონი ლლის სილამაზის,და სიბერეში მიეცა საშვალება ამოენთხია ეს ბოღმა.თვითონ ხომ ძალიან ჭკვიანი და განათლებულია,და ესეთი მიმართვა უნდა გააკეთოს?სხვას შენიშვნას აძლევს და იგივეს იმეორებს თვითონაც.ლალი ბადურაშვილი ისევ ძალიან ლამაზია და ხალხის საყვარელი ადამიანი.
16:47 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
არ გიხდებათ ,ქალბატონო ასეთი ლანძღვა თქვენს ასაკში მაინც,
16:44 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ეს დოდონა ვის დაეკარგა? ტუტუცი დედაკაცი
16:41 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
მაინც ვერ გავიგე რა უნდა დოდოს? ლალის რატო არ მოწონს ნაცებიო?
16:32 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS