04 ნოემბერი, 2014
დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს მიმართავს: "რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს?"
ბანკში აღარაფერი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი დოდონა კიზირია მსახიობ ლალი ბადურაშვილის "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გაზეთის საშუალებით ქალბატონმა ლალიმ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებიას მიმართა: "მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა..."

პროფესორი ქალბატონი ლალი ბადურაშვილთან გატარებულ ბავშობას იხსენებს და არანაკლებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, ქალბატონი ლალის მისამართით.

" მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ახლა "ფეისბუკზე" რომ არის იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ
დაარქვეს და "დიდოდსტატის მარჯვენაში" შორენას რომ თამაშობდა. გახსოვთ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. "ფეისბუკზე" არ ჩანს და მისამართი არ ვიცი.

ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? - დოდონა კიზირია. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით და მერე საშუალო სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით მეექვსე კლასამდე. ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო. "მე პატარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზეც..." კი ვერ დაიზეპირე. ლამაზი იყავი, ამას არ წაგართმევ. სილამაზე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მახსოვს, ყველას ძალიან მოსწონდი. ჰოდა, ამ სილამაზეზე მინდა საბანკო ტერმინებით აგიხსნა რაღაც. ძალზე მარტივად, რადგან რთულს შენ მაინც ვერ გაიგებ.

აი, წარმოიდგინე, რომ ბანკში გიდევს საკმაოდ დიდი თანხა. შენ ეს თანხა ნელ-ნელა გამოგაქვს, რადგან ლამაზ ქალს დიდი ხარჯები აქვს - ჩაცმა, დახურვა, გავლა-გამოვლა და ასე შემდეგ. ფულიც თანდათანობით ილევა. თუ ამ თანხის რაღაც ნაწილს ასე თუ ისე მომგებიანად არ დააბანდებ, რათა პროცენტების საშუალებით დანახარჯის ნაწილი აღიდგინო და სიბერისთვის გეყოს, მაშინ ბანკში აღარაფრი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი.

ზუსტად ასევეა სილამაზეც. დრო მის მიმართ დაუნდობელია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარჯავს, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუ სიცოხლეში რაიმე მომგებიან საქმიანობაში არ დააბანდე - ცოდნა, განათლება, ნაკითხობა, თუ ნიჭი გაქვს, მისი განვითარება. ნუ, შენ სამწუხაროდ ნიჭი არ გქონია, მაგრამ დრო გქონდა და სხვა რამის გაკეთება შეგეძლო. როცა ამ მხარეს უგულებელჰყოფ, ხარ ბანკროტი ჭეშმარიტად ადამიანური, სოციალური თვითშეგნების მხრივ. აი, ეს ხარ შენ - სილამაზე დაკარგე, ჭკუა არ მოგემატა. ალბათ გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა?

ამ "ფეისბუქზე" უამრავი ლამაზი და მზეთუნახავი ქალი გავიცანი. ბევრთან შენ ახლოც ვერ მოხვალ, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მათ ღმერთის თუ განგების მიერ მიცემული კაპიტალი კარგად გამოუყენებიათ - არიან ჭკვიანები, გონებაგახსნილები, საინტერესოდ მოაზროვნეები. შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა - ბოლოსდაბოლოს მიახვრიტეთ ეს ნაციონალები (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი "სიბრძნე" თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია.

რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ ნაციონალები) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება - ინფუზორია-ფოსტალი. გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ ამის შესახებ? ამიტომ, გენაცვალე, თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე.
აბა, ჰე! კარგად იყავი." - წერს ქალბატონი დოდონა.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
mari
ქალბატონ დოდონას პროფესორობა ალბათ ლანძღვა-გინებაში აქვს მიღებული.სირცხვილი თქვენ.სკოლის და ბაღის მეგობრის ასე ლანძღვა,მერწმუნეთ დიდი ვერაფერი ადამიანობაა.თქვენს ადგილზე ლალი ბადურაშვილი დარწმუნებული ვარ უფრო ღირსეულად მოიქცეოდა,მიუხედავად თავისი უნიჭობისა.
12:15 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკუნა
უზრდელი,თავხედი,ნაგლი და ბოღმა ხარ დოდონა ხარ თუ ვინცა ხარ. ვის რას ასწავლი შენ თვითონ არც ზრდილობა გაგაჩნია და არც ტაკტი-მაგრამ რას ვიზავთ ეს შენი კულტურის მაჩვენებელია(თან კუთხური). რა გამწარებული ხარ შე ნაციკო-დოდოშკა ასე არ ინერვიულო შემთხვევით ცოცხი არ მოგხვდეს სადმე-რა იცი სად???
10:23 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თანაკლასელი
დოდონა ვნახე დაჭრილი "შორენას" ეომებოდა,ეწადა ბეჩავს შარმ-ხიბლი,მაგრამ ვერასა ხდებოდა,და როს დაბერდა ნასწავლი,ენატკბილი და სვიანი,მას გაახსენდა ის ბაღი როცა დაჩრდილეს ჭკვიანი.ლამაზმა როგორ მაჯობა,ტვინიკოს პროფესორსაო,უნიჭო იყო ეგ გოგო და ვერ სწავლობდა ლექსსაო.
09:48 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
me
რამ გაამწარა ქალბატონი დოდონა.რა დღეში ქონია ნერვები. ამდენი ღვარძლი და სიძულვილი საიდან. ჩემს თვალში ქალბატონი ლალი ერთი ორად ამაღლდა, ისედაც კარგი განწყობით ვიყავი მის მიმართ. აი დოდოდა კი არც ვიცოდი ვინ იყო და ნეტა არ გამეგო. ქალბტონო ლალი ყურადღების მიქცევაც კი არ ღირს არამც თუ რამე გეწყინოთ ამ ნაბოდვარიდან.
05:47 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
lulu
მიშას აგინებს ეგ კუნძი ქალი? ეთყობა თავში წნევა აუვარდა...
02:27 / 06-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დოდონა
დოდონა მთელი ემიგრაცია ასე ფიქრობთ? მაშინ ცოცხებს ხელი მოუჭირეთ, არ გაგივარდეთ
21:35 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ორივე ქაჯია, ლალიც და დოდონაც!
21:05 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ზოია
ქალბატონო დოდონა თქვენ უდაოდ კაცთმოძულე ადამიანი ხართ. ხან ვის ლანძრავთ და ხან ვის, რა გჭირთ, რამ გაგაბოროტათ, რა ჭირს ქალბატონ ლალის თქვენი სალანძღავი. მიხედეთ თქვენს თავს, თქვენნაირი ღვარძლიანი ადამიანები საცოდავები არიან. თქვენ ეტყობა ქართული და ადამიანური არაფ ერი შეგრჩათ. ნუ აწუხებთ ქართველ საზოგადოებას.....
17:16 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თეკლა
ლალი ბადურაშვილს ამ ბინძური სიტყვებით ჩრდილი არ მიადგება, ნაგრამ დოდონა კიზირია ახალგაზრდობაში რა მახინჯი და წარუმატებელი იყო უცებ გამოააშკარავა, შემებრალა საბრალო :) რამხელა ბოღმა უტარებია მთელი ცხოვრებაააა ..... საბრალო დოდონა :)
16:24 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნელი
ქალბატონ ლალის სილამაზე ახლაც არ დაუკარგავს მაგრამ ტქვენ განატლება, კულტურა და ნაკიტხობა ეტუობა მისჰას გაატანეტ.
15:06 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS