03 ნოემბერი, 2014
ამალია ჯიბლაძეს ბოდიშს ამჯერად გოგა ხაჩიძე უხდის: ''თქვენ აუცილებლად უნდა გააგრძელოთ პროექტში მონაწილეობა''
''ნიჭიერში'' გამოსვლის შემდეგ ამალია ჯიბლაძის მიმართ ინტერესი არ წყდება. კონკურსანტზე ''პ.ს.''- ში გასული სიუჟეტის მერე ცნობილი გახდა, რომ ამალია ჯიბლაძე პროექტში გამოსვლას აღარ აპირებდა. ბევრს იმედი აქვს, რომ ამალია, გადაწყვეტილებას შეიცვლის.

პარლამენტარმა გოგა ხაჩიძემ, ვინც ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამალია, ფონოგრამაზე მღეროდა, დღეს კონკურსანტს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს. 

''ქ-ნო ამალია, სამწუხაროდ პირადად არ გიცნობთ და ამ ფორმით მიწევს მომართვა.
ჩემის აზრით (როგორც ერთი ადამიანის) თქვენ აუცილებლად უნდა გააგრძელოთ პროექტში მონაწილეობა, უფრო დიდი შემართებით და
მოტივაციით.

ძალიან ვწუხვარ, რომ ტექნიკურ საკითხზე გამოთქმული განსხვავებული მოსაზრება - არაადეკვატურ გაურკვეველობაში გადაიზარდა.

პირადად მე ყოველთვის გულწრფელად ვგულშემატკივრობდი ნიჭიერებას და ასეც გავაგრძელებ.

წარმატებას გისურვებთ!

პატივისცემით...''


სალომე დადიანი

ასევე იხილეთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
რა ვიცი...
მგონი, მართლა შოუ იყო!
09:50 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS