03 ნოემბერი, 2014
''ახალი'' ამალია - რა მოხდება დღეს ''ნიჭიერის'' სცენაზე
დღეს ''რუსთავი 2''-ზე ''ნიჭიერის'' მეორე გადაცემას ვნახავთ ''ნიჭიერის'' პირველი გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ არ მთავრდება მითქმა-მოთქმა ორი მონაწილის, ამალია ჯიბლაძისა და ტომას ჯალაკის გარშემო. ამალია ჯიბლაძის გამოსვლა დღემდე სალაპარაკო თემაა სოციალურ ქსელში. პროექტის მონაწილის მისამართით უამრავი ბრალდება გაისმა:

ეჭვი შეიტანეს მისი ნამღერის და ცხოვრებისეული ისტორიის ჭეშმარიტებაში. განსაკუთრებული კრიტიკა ტომას ჯალაკს ხვდა წილად, რომელმაც სცადა დაგვეჯერებინა, რომ სასქესო ორგანოთი, იგივე ცოცრით უკრავდა როიალზე…

დღეს ''რუსთავი2''-ზე ''ნიჭიერის'' მეორე გადაცემას ვნახავთ. გადაცემის პროდიუსერები გვპირდებიან, რომ არანაკლებ საინტერესო ნომრებს
ვნახავთ. ფილარმონიის სცენას დაიკავებს კანადელი მძლეოსანი, რომელიც რკინის კონსტრუქციას ბუმბულივით აფრიალებს ჰაერში. ამის შემხვედვარე ნანუკა ჟორჟოლიანი კონსტუქციის წონის შესამოწმებლად სცენაზეც კი ავიდა.

გადაცემაში ნახავთ რეკორდულად დიდი ზომის მკერდის მქონე ქალბატონს, რომელიც ამერიკულ ''ნიჭიერშიც'' მონაწილეობდა და ლევან წულაძესა და გადაცემის წამყვანებს თავისი მძიმე ძუძუებით მოესიყვარულა.

გიორგი ყიფშიძეს მისი ძუძუს ქვეშ ხელიც კი მოჰყვა. როგორც თავად გაგვიმხილა, თითიდან სისხლიც კი წამოუვიდა.

და ბოლოს ნახავთ ყრუ-მუნჯ ახალგაზრდა წყვილს, რომლებიც ირაკლი ჩარკვიანის სიმღერაზე ''საქართველო'' ემოციურ მუსიკალურ პერფომანსს შემოგვთავაზებენ.

სმენადაქვეითებული ახალგაზრდები ჟესტიკულაციით მაყურებელსაც აიყოლიებენ. როგორც გადაცემის მესვეურნი გვეუბნებიან, ეს ნომერი ამალია ჯიბლაძის გამოსვლით გამოწვეულ ემოციაზე არანაკლები იქნება.

ნინო მჭედლიშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS