02 ნოემბერი, 2014
მარიტა როხვაძე გიორგი ბერიძის შეყვარებულს პასუხობს - „თეთრი არა, შავი ტრუსი ჩანდა ჩემი კაბის შიგნიდან...“
ფეხები გაშალე საქართველო, შენ შემდეგ ტურში გადახვალ პარასკევს გადაცემა „ბრავოს“ ეთერში ერთმანეთს მარიტა როხვაძე და გიორგი ბერიძე „დაუპირისპირდნენ“. კონკურენტებს შორის ბრძოლა მთელი გადაცემის განმავლობაში თანაბარი იყო. მარიტამ 0,8 %-ით მოუგო გიორგის და სუპერფინალში გადავიდა. მარიტას გამარჯვებას გიორგის გულშემატკივრების აგრესია მოჰყვა. ამბობდნენ, რომ მარიტას ვიღაც ფულიანი ბიძები აფინანსებენ, რომ მისი მოგება მომღერლის გამომწვევი, ვულგარული ვიზუალით იყო განპირობებული. აგრესიული გულშემატკივრების რიცხვში იყო გიორგი ბერიძის შეყვარებული, მაიკო ჯანგულაშვილიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა:

"ყველა ჩემს მეგობარს მინდა დიდი მადლობა
გადავუხადო, ვინც გვერდში დამიდგა... იმდენი ხმა ავაგროვეთ, არც წარმომედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ყველას დიდი მადლობა.

ახლა რაც შეეხება პროექტს და მის შედეგს: ალბათ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს სმენა, ან სულ მცირე კარგ გემოვნებაზე პრეტენზია, მიხვდებოდა სუპერფინალში გადასვლის ღირსი ვინ იყო. მე მრცხვენია ყველა იმ ადამიანის მაგივრად, ვინც თეთრი ტრუსი არჩია გემოვნებიან მუსიკას და პროფესიონალურ შესრულებას.

ფეხები გაშალე საქართველო, შენ შემდეგ ტურში გადახვალ! - ნაცადია და აპრობირებული!"

"ეს არის გიორგი ბერიძის ბოლო სატელევიზიო კონკურსი. ორივე პროექტში მიწვევით იყო და ორივეჯერ უსამართლოდ დაატოვებინეს პროექტი... მე არ ვიკვლევ, ეს რისი ან ვისი ბრალია, უბრალოდ ამ უსამართლობას როდესმე იქნებ მოეღოს ბოლო. სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი!

რაც საბოლოოდ მიიღეთ, მშვიდობაში მოიხმარეთ ყველამ ერთად და ყველამ სათითაოდ!" – წერდა მაიკო.

ჩვენ მარიტა როხვაძეს დავუკავშირდით და ამ აგრესიის მიზეზი ვკითხეთ

- პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვინც ერთი ზარი მაინც გაიმეტა ჩემთვის. ჩემი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა და არა ვიღაც კონკრეტული პირის, როგორც წერენ სოციალურ ქსელებში, რომ ვიღაც მაფინანსებს თურმე. მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი, უცნობ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ მარიტა როხვაძე და უმესიჯებენ. ასე იყო 2011 წელსაც, როცა მოვიგე „ჯეოსტარი“.
- გიორგი ბერიძის შეყვარებულის სტატუსი თუ ნახე...
- ვნახე და ვერ ვხვდები რამ გამოიწვია ეს აგრესია. ჯერ ერთი თეთრი არა, შავი ტრუსი ჩანდა ჩემი კაბის შიგნიდან, მეორეც, არ მესმის ეს რატომ უკვირთ დღევანდელ საქართველოში. არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც აქემდე არ გაუკეთებიათ, თუნდაც სცენაზე ჩემს კოლეგებს. მე რომ გიორგის ადგილას ვყოფილიყავი არავითარშემთხვევაში არ მივცემდი უფლებას ჩემს გულშემატკივრებს და მითუმეტეს შეყვარებულს, ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინა ჩემი კოლეგისთვის. ჩემი აზრით, ეს აჟიოტაჟი სწორედ ჩემმა ვიზუალმა გამოიწვია, იმან, რომ სცენაზე გამოვიდა გამხდარი, შარმიანი, სექსუალური მარიტა. არასეთეტიკური არაფერი მცმია. ნამდვილად არ ვიმსახურებდი ამ შეურაცხყოფას. მე და გიორგი ჟანრობრივად ძალიან განვსხვავდებით, ის როკშემსრულებელია, მას თავისი მსმენელი ჰყავს, მე - ჩემი. ძალიან მიყვარს გიორგი, დიდ პატივს ვცემ, ღირსეული კონკურენტი იყო ნამდვილად და მის შემოქმედებასაც ვაფასებ. იმედი მაქვს გიორგის მისი შეყვარებულის სტატუსი წაკითხული არ აქვს.

ნინო მჭედლიშვლი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
NIA
მარიტა ყოჩაღ
13:38 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
კარგი გოგო ხარ მარიტა და კარგი პასუხიც გაეცი მარიკოს, ნამდვილი ქალი ხარ და ქალურობასაც ინარჩუნებ ზოგიერთებისგან განსხვავებით. წარმატებები კარიერაში
13:37 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
დამარცხებაც ისევე ღირსეულად უნდა მიიღოს ადამიანმა, როგორც გამარჯვება.. როგორ შეიძლება ესე ხელაღებით ტალახის სროლა.. მარიტა უდავოდ ნიჭიერი ადამიანია, ამდენი სიბინძურე როგორ უნდა მოგივიდეს თავში ადამიანს, თანაც ქალს
13:25 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მარიტა ზალინ პოგრესირებადი მომგერალი ხარ.ნუ მიაკცევ კურადგებას ვიგაც კურებამდე სჰეკვარებულ კალს.ზალიან ლამაზი ხარ და კარგად მგერი ასევე ზალიან უხდები სცენას რასაც სხვებზე ვერ ვიტკოდი.
11:30 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
maka
marita shesanishnavad gamoiyuredodi simgero xo super carmatebebi
11:19 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რა გვინდა? კარგად განმარტა, აქამდე ტრუსიკიანი არავინ გინახიათო? ჯობს მოვკეტოთ. იარე მარიკა ხარ თუ ვიღაც ხან თეთრი, ხან შავი ტრუსიკით. აქამდეც უვლიათ.
10:02 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მარიტააა შენ ძაან ლამაზოოო რა თქმა უნდა გადაირეოდა აბა რას იზამდა. მაგარი გოგო ხარ და არც არაფერი გაქვს ვინმესთვის ასახსნელიიი . დამთავრდა ის დრო წავიდაა ბოდიშებს ამის გამო რო ვიხდიდით... წარამტებებიიი ულამაზესი და უსაყვარლესი იყავიიი.................
09:55 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
მარიტა ნამდვილად კარგი იყო და არც ეს აგრესიული კომენტარია მისაღები, თუმცა საოცრად დამწყდა გული, რომ გიორგი გავარდა. მართლაც აუტანელია ეს. იგი ნამდვილად დიდი მუსიკოსია. ჩემი ასაკის ადამიანი მისი ფანი ვარ. ბრავო, გიორგი. წინა გაქვს ყველაფერი და მჯერა დრო დადგება ისეთი, ვეღარავინ ვერ დაგეჯახება... ეგ ბრძოლა და ხმები ხომ ვანიკომ მოიგო, ამიტომაც არ ღირს გულდაწყვეტა.
08:45 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
მარიტა სჰენ მაგაზე არ ინერვიულო უბრალოდ ეგ გიორგის სჰეკვარებული გულზე გასკდა და სჰესჰურდა სჰენი ეგეტი სეკსუალური და სჰარიანი გოგო რომ ხარ..
00:58 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS