02 ნოემბერი, 2014
მარიტა როხვაძე გიორგი ბერიძის შეყვარებულს პასუხობს - „თეთრი არა, შავი ტრუსი ჩანდა ჩემი კაბის შიგნიდან...“
ფეხები გაშალე საქართველო, შენ შემდეგ ტურში გადახვალ პარასკევს გადაცემა „ბრავოს“ ეთერში ერთმანეთს მარიტა როხვაძე და გიორგი ბერიძე „დაუპირისპირდნენ“. კონკურენტებს შორის ბრძოლა მთელი გადაცემის განმავლობაში თანაბარი იყო. მარიტამ 0,8 %-ით მოუგო გიორგის და სუპერფინალში გადავიდა. მარიტას გამარჯვებას გიორგის გულშემატკივრების აგრესია მოჰყვა. ამბობდნენ, რომ მარიტას ვიღაც ფულიანი ბიძები აფინანსებენ, რომ მისი მოგება მომღერლის გამომწვევი, ვულგარული ვიზუალით იყო განპირობებული. აგრესიული გულშემატკივრების რიცხვში იყო გიორგი ბერიძის შეყვარებული, მაიკო ჯანგულაშვილიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა:

"ყველა ჩემს მეგობარს მინდა დიდი მადლობა
გადავუხადო, ვინც გვერდში დამიდგა... იმდენი ხმა ავაგროვეთ, არც წარმომედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ყველას დიდი მადლობა.

ახლა რაც შეეხება პროექტს და მის შედეგს: ალბათ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს სმენა, ან სულ მცირე კარგ გემოვნებაზე პრეტენზია, მიხვდებოდა სუპერფინალში გადასვლის ღირსი ვინ იყო. მე მრცხვენია ყველა იმ ადამიანის მაგივრად, ვინც თეთრი ტრუსი არჩია გემოვნებიან მუსიკას და პროფესიონალურ შესრულებას.

ფეხები გაშალე საქართველო, შენ შემდეგ ტურში გადახვალ! - ნაცადია და აპრობირებული!"

"ეს არის გიორგი ბერიძის ბოლო სატელევიზიო კონკურსი. ორივე პროექტში მიწვევით იყო და ორივეჯერ უსამართლოდ დაატოვებინეს პროექტი... მე არ ვიკვლევ, ეს რისი ან ვისი ბრალია, უბრალოდ ამ უსამართლობას როდესმე იქნებ მოეღოს ბოლო. სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი!

რაც საბოლოოდ მიიღეთ, მშვიდობაში მოიხმარეთ ყველამ ერთად და ყველამ სათითაოდ!" – წერდა მაიკო.

ჩვენ მარიტა როხვაძეს დავუკავშირდით და ამ აგრესიის მიზეზი ვკითხეთ

- პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვინც ერთი ზარი მაინც გაიმეტა ჩემთვის. ჩემი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა და არა ვიღაც კონკრეტული პირის, როგორც წერენ სოციალურ ქსელებში, რომ ვიღაც მაფინანსებს თურმე. მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი, უცნობ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ მარიტა როხვაძე და უმესიჯებენ. ასე იყო 2011 წელსაც, როცა მოვიგე „ჯეოსტარი“.
- გიორგი ბერიძის შეყვარებულის სტატუსი თუ ნახე...
- ვნახე და ვერ ვხვდები რამ გამოიწვია ეს აგრესია. ჯერ ერთი თეთრი არა, შავი ტრუსი ჩანდა ჩემი კაბის შიგნიდან, მეორეც, არ მესმის ეს რატომ უკვირთ დღევანდელ საქართველოში. არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც აქემდე არ გაუკეთებიათ, თუნდაც სცენაზე ჩემს კოლეგებს. მე რომ გიორგის ადგილას ვყოფილიყავი არავითარშემთხვევაში არ მივცემდი უფლებას ჩემს გულშემატკივრებს და მითუმეტეს შეყვარებულს, ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინა ჩემი კოლეგისთვის. ჩემი აზრით, ეს აჟიოტაჟი სწორედ ჩემმა ვიზუალმა გამოიწვია, იმან, რომ სცენაზე გამოვიდა გამხდარი, შარმიანი, სექსუალური მარიტა. არასეთეტიკური არაფერი მცმია. ნამდვილად არ ვიმსახურებდი ამ შეურაცხყოფას. მე და გიორგი ჟანრობრივად ძალიან განვსხვავდებით, ის როკშემსრულებელია, მას თავისი მსმენელი ჰყავს, მე - ჩემი. ძალიან მიყვარს გიორგი, დიდ პატივს ვცემ, ღირსეული კონკურენტი იყო ნამდვილად და მის შემოქმედებასაც ვაფასებ. იმედი მაქვს გიორგის მისი შეყვარებულის სტატუსი წაკითხული არ აქვს.

ნინო მჭედლიშვლი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
დიტო
აქ მარიტას ბიკინი კიარა,ის საკიტხია განხილული,რომ ტალანტს სტრინგებს უყენებენ წინ.გენაცვალეგ ადამიანო!!!!!!გიორგი მარტლაც უნიკალურია.
01:13 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დემნა
ასიანია.გენაცვალე ვინც დაწერა.გიოს დრო წავიდა?ხალხმა კარგად იცის ნაცების ფულიტ ვინ მოიგო პროექტი.გახადეს წმინდანი მარიტა.
00:38 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თათია
მართლაც ლამაზი გოგოა მარიტა და ალბათ ნიჭიერიც, მაგრამ ხომ აშკარაა, რომ ძალიან შორს არის გიორგის ვოკალური მონაცემებისგან. ამაზე დავა სიგიჟე იქნებოდა. მე არ ვიცი, ვინ რა გზით მიაღწია წარმატებას, მაგრამ გიორგის შეყვარებულის პროტესტი ათიანშია გარტყმული და როგორც იქნა, ვიღაცამ გაბედა და ხმა ამოიღო, თანაც ზუსტი ფორმულირებით!ბრავო გიორგის შეყვარებულო !!!!
22:53 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
leo
Mere shen shekverebulsac gaeshala pexebi tu jer pataraa nebartva shengan unda aigos
22:39 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანი
გიორგისტან ახლოსაც ვერ მივა :))))
18:29 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ელისო
ვანიკოც ისეთი უვარგისია როგორც დუტა მაგრამ საჯაიას მაინც ისევ ვანიკო არჩიეს ხალხმა ზუსტად საჯაიას არ მისცა ხმა, წავიდა ნაციონალების დრო და ნაციონალო ბერიძეებო თქვენი დროც.
16:40 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
guranda
dzalian magari iko Marita bravoo
16:18 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნისლი
ვეთანხმები შეყვარებულს.ზუსტი მიგნებაა "ფეხები გაშალე საქართველოვ"7367
16:10 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
Amok
საერთოდ არ ვუყურებ ხოლმე ასეთ შოუებს მაგრამ ამ კონკრეტულ გადაცემას ვუყურე და ვინც უნდა გადასულიყო ის გადავიდა. შესრულებითაც აჯობა, ხმითაცც, ვიზუალითაც. ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგოა მარიტა. ბუნებრივი რაც მთავარია. ბერიძეს კიდევ გაკეთებული წარბები და ნახავლი სიმღერები არ დაეკარგოს არსად. მაგარი მომღერალი არა ჩემი ფეხები. ტიპი ღნაოდა დაჭრილი ღორივით.
09:21 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მართლაც ძმებ ბერიძეებს ვიღაცეები ჩაგრავს, ორთავე იმსახურებს მეტს და ბოლო აკორდზე არ უმართლებთ, დასანანიააა
19:52 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS